x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოელ მოქალაქეს მუცლიდან 40 დანა ამოუღეს
image



ინდოეთის ქალაქ გუნდასპურში(შტატი პენჯაბი) ქირურგებმა მამაკაცს მუცლიდან 40 დანა ამოუღეს, ამის შესახებ იუწყება The Telegraph-ი.


42 წლის მამაკაცი, რომლსი სახელიც არ ხმაურდება საავადმყოფოში გადაიყვანეს ძლიერი მუცლის ტკივილით, ავადმყოფი აგრეთვე უჩიოდა სისუსტეს.საავადმყოფოს უფროსმა ექიმმა ჯიტინდერ მატჰოტრამ(Jitinder Malhotra) განაცხადა, რომ ავადმყოფს გაუკეთეს ულტრაბგერითი გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ მას მუცელში რაღაც "მკვრივი მასა" ჰქონდა.


პაციენტმა აღიარა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდა დაუოკებელი სურვილი გადაეყლაპა სამზარეულოს ნივთები, იმიტომ რომ "მათი გემო მოსწონდა".



ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, უცხო სხეულები პაციენტს სხეულიდან ამოუღეს.მალე პაციენტს სახლში გაწერენ.


ექიმმა მატჰორტამ აღიარა, რომ ეს იყო მის 20 წლიან კარიერაში ყველაზე შოკისმომგვრელი შემთხვევა.

image


გასული წლის სექსტემბერში გამოცემა Shanghaiist-ი იუწყებოდა, რომ ჩინელმა ქალმა ლაფშის ჭამის დროს 15 სანტიმეტრიანი კოვზი გადაეყლაპა.....27 წლის ქალს ექიმებმა წარმატებით ამოუღეს მუცლიდან კოვზი, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ახალგაზრდა ქალს კოვზი შემთხვევით არ გადაუყლაპია.

1
233
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
2016, 22 აგვისტო, 12:32
რას არ გაიგებს კაცი :)))
0 1 1