x
image
მანჩო 777
შემზარავი ამბავი, რომელსაც სსრკ–ში წლების განმავლობაში მალავდნენ – რადიოაქტიური კაფსულა კედელში
გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინაში, კრემატორსკის რაიონში მოხდა შემთხვევა, რომელსაც თვითმხილველები დღესაც შიშის კანკალით იხსენებენ, ხოლო ისინი, ვისაც ამ ამბავზე არაფერი სმენია, მას უბრალო გამონაგონად და ქალაქურ ლეგენდად თვლიან. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია, რომელმაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა, სინამდვილეში მართლაც მოხდა. მასზე დასავლეთის ქვეყნებშიც კია ცნობილი, როგორც გაფრთხილება იმისა, თუ სიფრთხილის რა ზომების დაცვაა საჭირო რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მასალებთან შეხების დროს.


image


1981 წელს კრემატორსკში, ახალაშენებული რაიონის ერთ-ერთ ბინაში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სრულიად ჯანმრთელი იყო. ერთი წლის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა გოგონას 16 წლის ძმა, ხოლო ორიოდე თვის შემდეგ-დედა. დაცარიელებული ბინა სხვა ოჯახს გადასცეს, თუმცა ბინაში გადასვლიდან მოკლე ხანებში ამ ოჯახის არასრულწლოვანი ვაჟი უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა.

ყველა ამ ადამიანის სიკვდილის მიზეზი ერთი და იგივე იყო-ლეიკემია. დიახ, ექიმებმა ყველა მათგანს სისხლის გათეთრების, სხვაგვარად - სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.



მეორე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად ექიმებმა ცუდი მემკვიდრეობა დაასახელეს, თან ისე, რომ პირველი ოჯახის ტრაგედიასთან ის არანაირად არ დაუკავშირებიათ. გავრცელდა ლეგენდა, რომ ბინა იყო დაწყევლილი და მობინადრეებისაგან ვამპირივით იწოვდა ენერგიას, თუმცა რეალობა გაცილებით პროზაული და შემზარავი აღმოჩნდა, რადგან ტრაგედიების მიზეზი გახდა არა წყევლა ან ბოროტი სული, არამედ უპატიებელი გულგრილობა ადამიანებისა; გულგრილობა, რომელიც ბოროტმოქმედებად იქცა.

მოზარდის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბავშის ოთახში კედელზე დაკიდეს ხალიჩა. შვილის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ხალიჩა ერთ ადგილზე ამომწვარი იყო. ბიჭუნას მამა დაეჭვდა, რომ აქ რაღაც იმალებოდა. ის მილიციაში მივიდა და სამართალდამცავები აიძულა, რომ საქმის გამოძიებას მსვლელობა მისცემოდა. როცა ბინაში მისულმა სპეციალისტებმა გეიგერის მთვლელი ჩართეს, ისინი თავზარდაცემულები გამოვარდნენ ბინიდან და ბრძანება გასცეს, სასწრაფოდ მოეხდინათ მისი მცხოვრებლების ევაკუაცია: რადიაცია საცხოვრებელ სახლში ასჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას - გასაცარი არაფერი იყო იმაში, რომ აქ ადამიანები გამუდმებით იღუპებოდნენ სისხლის გათეთრებით.

სპეციალურ დამცავ კოსტიუმებში ჩაცმულმა ექსპერტებმა იმ ადგილას, სადაც ხალიჩა იყო ამომწვარი, კედელში დამარხული კაფსულა აღმოაჩინეს, რომელშიც ძლიერი რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137 იყო მოთავსებული. სასიკვდილო ამპულას ზომები უმნიშვნელო იყო - ოთხი მილიმეტრი რვა მილიმეტრზე, თუმცა ის გამოასხივებდა 200 რენტგენს საათში და რადიაციის სასიკვდილო დოზას უგზავნიდა არამარტო ამ ბინის, არამედ მის გარშემო მდებარე სამი ბინის მცხოვრებლებსაც.

გამოძიებამ აჩვენა, რომ 70-იან წლებში კარანსკის გრანიტის კარიერში, საიდანაც იგზავნებოდა ბლოკები კრემატორსკის ახალმშენებლობებისათვის, დაიკარგა ანალოგიური კაფსულა. სავარაუდოდ, ის მოხვდა ერთ-ერთ ბლოკში და ამგვარად აღმოჩნდა იმ საბედისწერო სახლის კედელში. ეს იყო საშინელი დანაშაული, ბოროტმოქმედებამდე მისული გულგრილობა. წესდების თანახმად, კარიერის თანამშრომლებს მთელი კარიერი უნდა გადაეტრიალებინათ და მაინც უნდა ეპოვათ დაკარგული კაფსულა, თუმდაც ამისათვის ბლოკების მთელი მარაგის განადგურება დასჭირვებოდათ.

სპეციალისტებმა საშიში კაფსულა კედლის ფრაგმენტთან ერთად ამოიღეს და ის კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლებს გაუგზავნეს. ბინის გარშემო არსებული გამა-გამოსხივება მაშინათვე შეწყდა და ის უკვე ვარგისი გახდა საცხოვრებლად, თუმცა უკვე დაავადებულ ადამიანებს აღარაფერი ეშველათ: 1981-1986 წლებში ახალმშენებლობის ექვსი მცხოვრები ლეიკემიით გარდაიცვალა, მათგან ოთხი არასრულწლოვანი იყო. კიდევ 16 ადამიანი სამუდამოდ დაინვალიდდა...


p.s. სამწუხაროდ, ამ საბედისწერო შეცდომისათვის, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა და დაასახიჩრა, არავინ არ დასჯილა.

9
4525
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4525
  
2016, 26 ოქტომბერი, 14:23
ან მთელი ბლოკების პარტიის დამტვრევა რაში ჩირდებოდათ , როგორც კედელში მიაგნეს კონკრეტულად სად იყო ცეზიუმი , ისე მიაგნებდნენ რომელი ბლოკიდან მოდიოდა გამა გამოსხივება ....
2016, 26 ოქტომბერი, 14:20
გრანიტის კარიერთან რა შუაშია რადიოაქტიური ნივთიერება ? თან დაიკარგაო , რა გამოდის რომ ბლოკების ცეხში ამავდროულად რადიოაქტიური ნივთიერებების საწყობიც იყო ?
2016, 22 აგვისტო, 22:03
იმ პერიოდში, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებდნენ საფრთხეს, რომელიც ამ საშიშ ნივთიერებებთან კონტაქტს შეიძლება მოჰყოლოდა :(
2016, 22 აგვისტო, 19:52
რადგან აღმოაჩინეს და მოაშორეს ის კაფსულა,რაღას დაეძებდნენ,თუმცა უნდა გამოეძიებინათ და საკადრისად დაესაჯათ. ყოჩაღ იმ ბავშვის მამას,რამდენი ადამიანი გადაარჩინა თავისი დაჟინებით.
2016, 22 აგვისტო, 13:38
მაინც ვერ გამიგეთ :))
ორიგინალიდან ზედმიწევნით გაქვთ ნათარგმნი მეთქი ეს ვიგულისხმე მხოლოდ. :))
უნდა დაგედოთ აუცილებლად...
2016, 22 აგვისტო, 13:35
ვაი,,,არ მინახავს, დედას გეფიცებით, თორე არ დავდებდი,,მოიცა მოვძებნო..
2016, 22 აგვისტო, 13:34
რაა გაუგებარი, მე მიდევს ეს სტატია, მაგრამ ვიცი რომ არ აკოპირებთ მეთქი! :)
2016, 22 აგვისტო, 13:32
ვერ გავიგე, საიდან უნდა დამეკოპირებინა... თუ საჭიროა. ლინკსაც დავდებ, საიდანაც ვთარგმნე :)
2016, 22 აგვისტო, 12:35
რომ არ ვიცოდე თქვენი ამბავი, დაკოპირებულად ჩავთვლიდი, ისეთი სიზუსტით გაქვთ ნათარგმნი ორიგინალიდან. :)
მართლაც რომ ვიღაცის უპასუხისმგებლობას რამდენი ადამიანი შეეწირა...
0 1 9