x
image
ციცი
Mediator image
"არ ისვენებს ეს სანდრა რულოვსი და ვერ ელევა ძალაუფლებას!"-ცოტნე გამსახურდია სანდრა რულოვსზე-" მერამდენედ ცდილობს ეს უსინდისო დედაკაცი გაასულელოს საქართველო!"

image
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ოფიციალურად დასახელდა მაჟორიტარობის კანდიდატად. იგი ზუგდიდის რაიონის მოსახლეობის ინტერესების დაცვას აპირებს პარლამენტიდან.

ამ ფაქტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე განსახურდია სოციალური ქსელით ეხმიანება:


"არ მინდოდა ოჯახის წევრებზე საუბარი, თუნდაც სააკაშვილის... მაგრამ არ ისვენებს ეს სანდრა რულოვსი და ვერ ელევა ძალაუფლებას! ეს ხომ არცაა ოჯახი კლასიკური მნიშვნელობით, ეს უბრალო და ბანალური მაფიაა. უკვე მერამდენედ ცდილობს ეს უსინდისო დედაკაცი გაასულელოს საქართველო და ითამაშოს ჩვენ სათუთ დამოკიდებულებაზე ქართულად მოჟღურტულე უცხოელების მიმართ.
სინამდვილეში იგი არაფრით განსხვავდება ოლეგ ფაცაციას, გაგა მკურნალიძის, ალექსანდრე მუხაძის ან სხვა ჯალათებისგან! ერთ პირად ისტორიას გავიხსენებ: როდესაც ციხეში ვშიმშილობდი (სულ ხუთჯერ ვიშიმშილე, ყველაზე მცირე - 28 დღე იყო), ერთხელ ამ ქალმა წითელი ჯვრის თანამშრომლები გამოგზავნა: ვინმე სილვია ვუსტი, ჰოლანდიელი ამსტერდამიდან.
ეს ვუსტი უბრალოდ ინგლისურად მოლაპარაკე აგიტატორივით იქცეოდა. ბოლოს მეკითხება, სხვისთვის ვერაფერს გავაკეთებთ და პირადად რა გინდათო. ხერხემლისთვის ტკივილგამაყუჩებელს თუ შემომიტანთმეთქი, რასაც იქ არ მაძლევდნენ... ვერაო. არ გვაქვს უფლებაო. როგორ, მე ვუთხარი, მამაჩემი რომ შიმშილობდა ციხეში, ბავშვობიდან, იმ დროიდან მახსოვს წითელი ჯვარი როგორ ეხმარებოდამეთქი. კარგი, შეგიძლიათ აქაური ადმინისტრაცია აიძულოთ, მომცენ წამალითქო? არც ეგ შეგვიძლიაო. პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის უფლება არა გვაქვსო. აბა, რისთვის ხართ, გარდაცვალების მოწმობის შესადგენადმეთქი?! გაჩუმდა. მერე მეუბნება: დაგვიწერეთ მიმართვა პირველი ლედის სახელზე და ვეცდებითო.
ეს იყო ამ გარეწარი დედაკაცის "ჰუმანიზმი"! მიშას რომ თვალებში ჩახედავ, ჯერ ის გააკეთებინე, რომ მორიგ პრაშმანდოვკაზე არ გაგცვალოს, და მერე დაგვაბოლე ჩვენ შენი ენისმოჩლექით!"

image

3
2264
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2264
  
2016, 22 აგვისტო, 17:20
გააჩნია დონეებს - უბრალო მოქალაქეებს არც იმდენი დოლარების დასტები აქვთ არც ჰოლანდიური სექსუალობა - ყველაფერი ფარდობითია...
2016, 22 აგვისტო, 2:28
სანდრა, გაიძარე, ძალინ ღირსეული ადამინი ხარ , ეჰ, რა დაბალი დონის არიან შენთან შედარებით ქართველები :(
2016, 21 აგვისტო, 11:11
ბატინო ცოტნე ცუდია რომ აქ რუმინეთი არ არის თორემ ისინი ჩაუშესკოების ბედს გაიზიარებდნენ -... მე მოგონებები მომეძალა – მახსოვს ტელევიზიიდან ერთი ორმაგი მოთამაშე მომადგა - და მტხოვა ზემოდან ზვიადისატვის რადიოგადამცემის დამზადება დამავალესო ის იმ დროს ბუნკერში იყო – ძალა არ დავიშურე – წასაღებად რომ მოვიდა ვუთხარი სუსტია გამაძლიერებელი ხომ არ უნდა – პასუხად - არ გააფრინე მარტლა არავის დაუკავიშირდესო ...
0 1 3