x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კეთილი ადამიანები, რომლებმაც განსაცდელში დარჩენილი ძაღლები სიკვდილისგან იხსნეს
აშშ-ი, ლუიზიანას შტატში მომხდარი დიდი წყალდიდობის დროს 40, 000 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, 30 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, 13 კი დაიღუპა.

რა თქმა უნდა ასეთი დიდი სტიქიის დროს აუცილებლად ჩნდებიან ისეთი გამბედავი

და კეთილი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საფრთხეში ჩავარდნილი ხალხის სიცოცხლეს იხსნიან, არამედ უმწეოდ დარჩენილი ცხოველებისაც.


image



image

მოხალისეებმა მაიკ ანდერსონმა და დერილ ვოთსონმა ასამდე ადამიანისა და ცხოველის

სიცოცხლე გადაარჩინეს.


image



მათ წყალდიდობის დროს, ორი პიტბულის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც 16 საათის განმავლობაში საფრთხეში იმყოფებოდნენ.


მხოლოდ მაიკი და დერილი არ არიან გმირები, აღსანიშნავია რომ ადგილობრივი

მოსახლეოპბაც აქტიურად იყო ჩართული სამაშველო ოპერაციებში.

image



15 აგვისტოს ჯოშ პეტიტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა:


"დღეს დილით ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა, წყლის სიმაღლემ 2, 5 მეტრს მიაღწია, ეს უბრალოდ საშინელებაა, ქუჩის კუთხეში, ბუჩქების მოძრაობა

შევნიშნე, სანამ არ მივიახლოვდი ვერ მივხვდი, რომ წყალში ძაღლი იყო და

სიცოცხლისთვის იბრძოდა, წლიდან მხოლოდ თვალები და ცხვირი უჩანდა,

საბედნიეროდ მისი გადარჩენა შევძელით, მან თავი მუხლებზე დამადო, ჩამეხუტა და

აწკმუტუნდა, როგოც პატარა ბავში, ის მადლობას მიხდიდა. "


imageპოსტი ინტერნეტში ძალიან სწრაფად გავრცელდა და სულ მალე ძაღლი პატრონმა იპოვა.

როგორც აღმოჩნდა ევაკუაციის დროს პატრონმა იგი დაკარგა და მისი პოვნა ვეღარ

მოახერხა.


image

1
83
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
83
  
2016, 20 აგვისტო, 11:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1