x
image
ციცი
Mediator image
"რა სჭირს ამ ქალს?"-შორენა ბეგაშვილის ფოტომ თურქეთიდან საზოგადოება გააოგნა.
image
მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ისევ გაემგზავრნენ თურქეთში. ევა იქ ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში კვლავ გააგრძელებს რეაბილიტაციის კურსს.

თურქეთში ჩასულმა შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" უცნაური ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოება გააოგნა. ზოგი ვერც კი მიხვდა რომ ეს საქართველოს ნომერ პირველი სექს-სიმბოლო იყო, ზოგი კი გაკვირვებული კითხულობდა თუ რას სჭირდა შორენა ბეგაშვილს. აი, რა კომენტარები მოყვა მის ამ ფოტოს:

"რა ხდება?!"

"რა სჭირს ამ ქალს?"


"რა საშინელებააა..."

"ვინააა??..."

"წყალშია, სველი თმა აქვს, რა გაგიკვირდათ?"

"რა შურიანები ხართ, რა სჭირს და ლამაზია და თქვენ რა გჭირთასეთი მახინჯები, რომ ხართ?"

" რა სჭირს რა, რა ააწრიალეთ ყველაფერი, არ შეიძლება რამე გიჟური ფოტო რომ დადოს? რა უვარგისი ხალხი ხართ რა... ყველაზე კარგი და ლამაზია!"

"ოპაა, არ მომეწონა და ჰეეე..."

image როგორც მოგეხსენებათ, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ღვთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, რომელიც საქართველოში ჩაუტარდა, მოზარდი გადარჩა, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები ესაჭიროებოდა, რის გამოც ევა ბარბაქაძე გულისხმიერი ადამიანების დახმარებით სასწრაფოდ თურქეთში იქნა გადაყვანილი.
14 მაისს გოგონას პირველი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა თურქეთში და ვინაიდან მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო, მეორე ოპერაცია ფეხზე ჩაუტარდა ცოტა მოგვიანებით-24 მაისს. ევა პირველი რეაბილიტაციის კურსის დამთავრების შემდეგ დედასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, გუშინ კი ისევ დაბრუნდა თურქეთის კლინიკაში შემდგი კურსის გასაგრძელებლად.

0
1644
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0