x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
USTSPF პროექტის ხელმძღვანელები ამტკიცებენ დეპრესიის სკრინინგის საჭიროებას 12 წლის ასაკში დღეს



კლინიკური კონტექსტი:

ამერიკის შეერთებულ შტატებში დეპრესია ქმედუუნარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ღრმა დეპრესიული აშლილობა (MDD) ბავშვებსა და მოზარდებში ზღუდავს სკოლაში შესრულებულ სამუშაოს, სოციალურ ურთიერთობებსა და განვითარების შესაძლებლობებს. არსებობს რისკი, რომ დეპრესიულ ახალგაზრდებს ზრდასულ ასაკში გაუმეორდებათ ძველი სიმპტომები, განუვითარდებათ სხვა მენტალური დარღვევები და სუიციდურიდეპრესია მიდრეკილებები.
აშშ-ის წინა წლის გამოკითხვების შედეგად, მოზარდების 8%-მა გამოამჟღავნა დეპრესიის ნიშნები. რვიდან თხუთმეტ წლამდე ახალგაზრდებს შორის მონაცემები კი ადასტურებს, რომ ბიჭების 2%-ს და გოგონების 4%-ს წარსულში აღმოაჩნდა ღრმა დეპრესიული აშლილობა.
მიმოხილვა და პერსპექტივა:

თავიანთ უახლეს რეკომენდაციებში, ამერიკის შტატების პრევენციული სერვისების ჯგუფი (USPSTF) 12 წლის ასაკის მოზარდებში დეპრესიის სკრინინგს უჭერს მხარს, იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი იქნება დიაგნოზის დასმის, მკურნალობისა და მონიტორინგისთვის საჭირო სისტემები.
„ეს არის B დონის რეკომენდაცია“ განუცხადა დიუკის უნივერსიტეტის საექიმო სკოლის მუშაკმა, დოქტორმა ალექს კემპერმა „მედსკეიპ მედიკალ ნიუსს“.
ისევე, როგორც 2009 წელს, USPSTF-მა დაასკვნა, რომ არ არსებობს საკმარისი დამამტკიცებელი ინფორმაცია, რათა სწორად შეაფასონ 11 წლამდე ბავშვებში დეპრესიის სკრინინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ისინი ითხოვენ დამატებით კვლევებს, რათა გაარკვიონ იგივე შედეგი იქნება თუ არა 12 წლამდე ბავშვების სკრინინგის შემთხვევაშიც.
„ჩვენ რეგულარულად ვუბრუნდებით ჩვენ მიერ წარსულში გაცემულ რეკომენდაციებს, როცა ხელმისაწვდომი ხდება ახალი კვლევის შედეგები. ამჟამად გვაქვს საკმარისი ინფორმაცია სკრინინგსა და მკურნალობაზე, რათა დავუბრუნდეთ და ახალი მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს“ განაცხადა კემპერმა.
USPSTF-ს ახალი რეკომენდაციები 7 სექტემბერს გამოვიდა და კვლევის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა მათ ოფიციალურ საიტზე.

დამანგრეველი, თუმცა ხშირად შეუმჩნეველი

„USPSTF აქტიურად განაგრძობს 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში დეპრესიის სკრინინგის რეკომენდაციას. სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, თუ რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები ექნება სკრინინგს 12 წლამდე მოზარდებში.“ განაცხადა ექიმმა კემპერმა.
კლინიკური დეპრესია შეიძლება იყოს „დამანგრეველი მდგომარეობა მოზარდებისთვის და მათი ოჯახებისთვის. პროფესიონალურ გარემოში ჩატარებულ სკრინინგს შეუძლია დაგვეხმაროს ასეთი ახალგაზრდების ამოცნობაში.“ დაამატა მან პრეს-რელიზის დროს.
დოქტორი დევიდ ფასლერი, ამერიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის აკადემიის წევრი, რომელსაც არ მიუღია USPSTF-ს კვლევაში მონაწილეობა, კემპერს ეთანხმება.
„დეპრესია საკმაოდ ნამდვილი დაავადებაა, რომელიც აღინიშნება ბავშვთა და მოზარდთა 5%-ში. საბედნიეროდ, მისი განკურვნა შესაძლებელია, თუმცა რაც უფრო მალე შეინიშნება სიმპტომები, მით ეფექტურია მკურნალობა.“ განუცხადა ფასლერმა „მედსკეიპ მედიქალ ნიუსს“. „გაძლიერებული საჯარო და პროფესიული განათლება, ასევე შესაფერისი სკრინინგის არსებობა სკოლებში, საშუალებას მოგვცემს აღმოვაჩინოთ დეპრესიის ნიშნები ნაადრევ ასაკში და შესაბამისი რეაქცია მოვახდინოთ ამაზე.“
USPSTF აცხადებს, რომ 12-დან 18 წლამდე მოზარდებში, რომლებთაც სკრინინგის შედეგად დაუდგინდათ დეპრესიის ნიშნები და გაიარეს სამედიცინო მომსახურება, შეიმჩნევა სიმპტომების შემცირება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონალობის ზრდა.
„დეპრესიის სკრინინგის მეშვეობით, ექიმებს ეძლევათ საშუალება გამართონ დისკუსია ახალგაზრდა პაციენტებთან და მათ მშობლებთან ან მეურვეებთან, მკურნალობის ხერხებსა და მხარდაჭერის სხვა სახეებზე, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ახალგაზრდების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ურთიერთობების გაუმჯობესება.“ განაცხადა სერვისების ჯგუფის წევრმა, დოქტორმა ალექსანდრე კრისტმა.
USPSTF-ს მონაცემების მიხედვით, დეპრესიის საწყისი სიმპტომები საშუალოდ 14-15 წლის ასაკში ვლინდება, გოგონების შემთხვევაში საშუალოდ უფრო ადრე, ვიდრე ბიჭებში. თუმცა, დეპრესიის ნიშნების მქონე ახალგაზრდების მხოლოდ 36%-დან 44%-მდე იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას, შესაბამისად დეპრესიული მოზარდების დიდი ნაწილის სიმპტომები საერთოდ არაა იდენტიფიცირებული.
USPSTF-ს ინფორმაციის მიხედვით, არსებობს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ შესაბამისი ინსტრუმენტების მეშვეობით, შეიძლება 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში დეპრესიის სიმპტომების აღმოჩენა. მათ შორის ორი ყველაზე პოპულარულია პაციენტების ჯანმრთელობის კითხვარი (PHQ-A) და ბეკის დეპრესიის სკალა (DBI). სერვისების ჯგუფს არ გააჩნია კვლევა, რომელიც დაადასტურებს ამ მეთოდების ეფექტურობას 11 წლამდე მოზარდებში.
დოქტორმა კემპერმა „მედსკეპ მედიქალ ნიუსს“ განუცხადა, რომ მის გარშემო „რეგულარულად ტარდება მოზარდების სკრინინგი დეპრესიის სიმპტომებზე, როცა ისინი ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო გადიან გამოკვლევას, რადგან მოზარდთა უმეტესობა არ დადის ექიმთან რეგულარულ გამოკვლევებზე. საჭიროა, არსებობდეს მოქმედების გეგმა, თუ ასეთი სკრინინგის დროს ბავშვს აღმოაჩნდება დეპრესიის ნიშნები.“
„პირადად ჩვენ ჯანმრთელობის კითხვარს (PHQ-A) ვიყენებთ, თუმცა, ცხადია, არსებობს სხვა საშუალებებიც. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დეპრესიის სკრინინგის დროს გამოყენებული ინსტრუმენტები საკმაოდ იშვიათად იძლევიან მცდარ შედეგებს და რეალურად ეფექტურად ართმევენ თავს ისეთი მოზარდების იდენტიფიცირებისას, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდება.“ -თქვა დოქტორმა კემპერმა.

კომენტარები ძიება

მიუხედავათ იმისა, რომ USPSTF რეკომენდაციის მიხედვით ძირითადი დეპრესიული აშლილობის სკრინინგი უნდა დაიწყოს ყველა მოზარდში 12 წლის ასაკში, ის ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე რისკ ფაქტორი შეიძლება დაეგვეხმაროს, იმაში, რომ შევძლოთ ამოვიცნოთ მაღალი რისკ ფაქტორის მქონე ადამიანები, რომლებსაც შეიძება განუვითარდეთ ძირითადი დეპრესიული აშლილობა. ეს ფაქტორებია: მდედრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი, დეპრესიის გამოცდილება ოჯახის ისტორიაში (განსაკუთრებით დედის), წარსულში გადატანილი დეპრესიული ეპიზოდი, სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის/ქცევითი პრობლემები, ქრონიკული დაავადებები, ზედმეტი წონა/სიმსუქნე, ესპანური რასის/ეროვნების წარმომადგენელი.
“ სხვა ფსიქოსოციალური რისკის ფაქტორი ძირითადი დეპრესიური აშლილობის განვითარებაში არის: ძალადობა ან უგულვებელყოფა ბავშობაში, ტრამვული მოვლენის ზემოქმედება (მათ შორის ბუნებრივი კატასტროფები), საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან რომანტიკული ურთიერთობების დანგრევა, ოჯახური კონფლიქტი, გაურკვევლობა სექსუალურ ორიენტაციაში, დაბალი ეკონომიკური მდგომარეობა, დაბალი აკადემიური მოსწრება“ ჯგუფის წარმომადგენლებმა თქვეს.
ამჟამად ოპტიმალური სკრინინგის ინტერვალი ძირითადი დეპრესიული აშლილობისთვის მოზარდების შემთხვევაში უცნობია, თუმცა განმეორებითი სკრინინგი MDD რისკის ფაქტორებთან ერთად შეიძლება ყველაზე პროდუქტული იყოს მოზარდებში, ჯგუფის წევრებმა თქვეს.
მოცემულ პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ემთხვევა რამდენიმე სხვა ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიისას, რომლის რეკომენდაციის მიხედვით MDD სკრინინგი მოზარდებში 12-დან 18 წლამდე უნდა მიმდინარეობდეს, როცა სხვადასხვა სისტემები არის ხელმისაწვდომი, რათა უზრუნველყოს ზუსტი დიაგნოსტიკა, მკურნალობა (ფსიქოთერაპია), და შემდგომი მიმდინარეობა.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის პროგრამა “ნათელი მომავალი“ რეკომენდირებას უწევს სკრინინგის ჩატარებას ყოველწლიურად ბავშვებსა და მოზარდებში, ემოციური და ქცევითი პრობლემებისთვის. მედიქეიდის ბავშვთა ჯანმრთელობის კომპონენტი, ადრეული და პერიოდული სკრინინგი, დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამა, რეკომენდირებას უწევს სკრინიგს, რათა აღმოაჩინოს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის პერიოდული, ასაკის შესაბამისი ინტერვალი. თუ რისკი დადგინდება, რეკომედირებას უწევს შემდგომ დიაგნოსტირებას და მკურნალობას შესაბამისი მიმართულებით.
USPSTF არის დამოუკიდებელი, ეროვნული ექსპერტების მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ ამერიკელების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებით, რომლებშიც შედის: სკრინინგი, საკონსულტაციო სერვისები და პრევენციული მედიკამენტები.

ძირითადი რეკომენდაციები

· USPSTF-მ გააკეთა მიზანშეწონილი დასკვნა, რომ, როცა საკმარისი სისტემებია ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობასა და მონიტორინგისთვის, უნდა განხორციელდეს 12-დან 18 წლამდე მოზარდთა სკრინინგი ძირითადი დეპრესიული აშლილობისთვის, რადგან შესაძლებელია საშუალო სარგებელის მიღება ამ პროცედურიდან. (B რეკომენდაცია)

· არსებული მტკიცებულებები არის შესაბამისი იმისა, რომ სკრინინგის დროს გამოყენებული დეპრესიის საზომი ინსტრუმენტების საშალებით (პაციენტების ჯანმრთელობის კითხვარი და ბეკის დეპრესიის კითხვარი) შეიძლება ზუსტად მოხდეს ძირითადი დეპრესიული აშლილობის იდენტიფიცირება 12-დან 18 წლამდე მოზარდებში.

· მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უშუალოდ კვლევების შეფასება, თუ რამდენად არის მოზარდებში MDD სკრინინგი დაკავშირებული მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და სხვა შედეგებთან, არსებობს სათანადო მტკიცებულება რომ MDD მკურნალობის აღმოჩენის მეშვეობით მოზარდთა სკრინინგი დაკავშირებულია ზომიერად სასარგებლოდ შედეგებთან, შემცირდა დეპრესიის სიმძიმე და სიმპტომები და/ან გაუმჯობესდა გლობალური ფუნქციონირების ქულით.

· არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ მდგომარეობის გამწვავება დაკავშირებულია მოზარდებში MDD სკრინინგთან.

· მიუხედავათ იმისა, რომ შერჩევითი სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და სხვა ანტიდეპრესანტული მედიკამენტები ამწვავებს მდგომარეობას, გამწვავების მაშტაბი მცირე პროცენტით არის დაკავშირებული ფარმაკოთერაპიასთან, თუ პაციენტი მკაცრადაა გაკონტროლებული ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის რეკომენდაციის შესაბამისად.

· ძირითადი დეპრესიული აშლილობის მკურნალობისთვის, FDA-ს მიხედვით 8 წლის და უმცროსი ბავშვებისთვის გამოიყენბა ფლუოქსეტინი, ხოლო 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის ესციტალოპრამი.

· ადეკვატური მტკიცებულებები არსებობდა იმის შესახებ, რომ მდგომარეობის გამწვავება მოზარდებში დაკავშირებული იყო ფსიქოთერაპისა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერათან, თუმცა USPSTF-მ დაადგინა, რომ გამწვავების მაშტაბი არის ძალიან მცირე ან საერთოდ არ არსებობს.

· 11 წლის და უმცროს ბავშვებთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი რათა დადგინდეს MDD სკრინინგს დადებითი თუ უარყოფითი შედეგი აქვს.

· იმის გამო, რომ არ არსებობს კვლევები სკრინინგისას გამოყენებული დეპრესიის საზომი ინსტრუმენტების შესახებ 11 წლის და უფრო პატარა ბავშვებში, USPSTF დაასკვნა, რომ სკრინინგი ამ ასაკობრივ ჯგუფში არაადეკვატურია.

· აგრეთვე, არ არსებობს კვლევების პირდაპირი შეფასება, თუ რამდენად ხდება MDD სკრინინგის მეშვეობით 11 წლის და უმცროს ბავშვებში პირველადი ჯანდაცვის და სხვა ჯანმრთელობის პარამეტრების გაუმჯობესება, შესაბამისად მოცემული შედეგები მკურნალობის შესახებ არაადეკვატურია.

· USPSTF აქვს არასაკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გამწვავებული მდგომარეობა დაკავშრებულია სკრინინგთან და MDD მკურნალობასთან 11 წლის და უმცროსი ბავშვების შემთვევაში.

· USPSTF რეკომენდაციები ვრცელდება ბავშვებსა და მოზარდებზე 18 წლის და უმცროსებზე, რომელთაც არ აქვთ MDD დიაგნოზი დასმული და ისინი მიმართავენ MDD სკრინინგს, თუმცა არა უმნიშვნელო დეპრესიის შემთვევაში.

· რამდენიმე რისკ ფაქტორი შეიძლება დაგვეხმაროს, რათა მოვახდინოთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება, რომელთაც შეიძლება განუვითარდეთ MDD : მდედრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი, დეპრესიის გამოცდილება ოჯახის ისტორიაში (განსაკუთრებით დედის), წარსულში გადატანილი დეპრესიული ეპიზოდი, სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის/ქცევითი პრობლემები, ქრონიკული დაავადებები, ზედმეტი წონა/სიმსუქნე, ესპანური რასის/ეროვნების წარმომადგენელი.

· ფსიქოსოციალური რისკის ფაქტორი ძირითადი დეპრესიური აშლილობის განვითარებაში არის: ძალადობა ან უგულვებელყოფა ბავშობაში, ტრამვული მოვლენის ზემოქმედება (მათ შორის ბუნებრივი კატასტროფები), საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან რომანტიკული ურთიერთობების დანგრევა, ოჯახური კონფლიქტი, გაურკვევლობა სექსუალურ ორიენტაციაში, დაბალი ეკონომიკური მდგომარეობა, დაბალი აკადემიური მოსწრება.

· USPSTF ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვა შესაფერისი ან რეკომენდირებული სკრინინგის ინტერვალებზე, თუმცა ჯგუფის წევრები ვარაუდობენ, რომ განმეორებითი სკრინინგი შეიძლება ყველაზე პროდუქტიული იყოს იმ მოზარდებში, რომლებიც MDD განვითარების ყველაზე მაღალი რისკ ფაქტორს წარმოადგენენ.

კლინიკური დასკვნა

· USPSTF რეკომენდირებას უწევს, რომ უნდა მოხდეს 12-დან 18 წლამდე მოზარდების სკრინინგი, როცა საკმარისი სისტემებია ხელმისაწვდომი დიაგნოოსტიკისთვის, მკუნრალობასა და მონიტორინგისთვის.

· ხელმისაწვდომი მტკიცებულებების საფუძველზე USPSTF არც რეკომენდაციას უწევს და არც უარყოფს MDD სკრინინგის გამოყენებას 11 წლის ბავშვებთან და უმცროსებთან.

· ჯანდაცვის გუნდის დასკვნა: ჯანდაცვის გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ USPSTF არ უწევს რეკომენდირებას კონკრეტული სკრინინგის ინტერვალებს. თუმცა განმეორებითი სკრინინგი შეიძება უფრო პროდუქტილი იყოს იმ ადამიანებთან, რომლებიც MDD განვითარების მაღალ რისკ ფაქტორში შედიან.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გვაძაბია
თინათინ გვაძაბია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0