x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველასათვის კარგად ნაცნობი ფრაზები, რომლებსაც თავდაპირველად სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა

ეს ფრაზები თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით და მათ ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ყოველთვის ნიშნავდა ეს საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამები იმას, რა გაგებაც მათ დღეს აქვს? - აი, რამოდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დამახინჯდეს გამონათქვამის აზრი დროთა განმავლობაში.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველასათვის კარგად ნაცნობი ფრაზები, რომლებსაც თავდაპირველად სულ სხვა დატვირთვა ჰქონდათ.


1. ''მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან-არაფერს''


image

"მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა"- სპარტელი პოლიტიკოსის და პოეტის ჰილონის ( ცხოვრობდა VI საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეს ფრთიანი ფრაზა პირველად ისტორიკოს დიოგენეს აქვს მოხსენიებული თავის თხზულებაში "ცხოვრება, სწავლებები და აზრები ცნობილი ფილოსოფოსებისა".



2. ''სიყვარულმა ასაკი არ იცის"


image

''სიყვარულმა ასაკი არ იცის"- ციტატა პუშკინის ცნობილი პოემიდან "ევგენი ონეგინი" ძალიან ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამართლებს რა ასაკოვანი ადამიანების გრძნობებს ან იმ შემთხვევას, როცა შეყვარებულებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა საკმარისია სტროფი მთლიანად წავიკითხოთ, ნათელი გახდება, რომ პუშკინს ამ ფრაზის დაწერისას სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში:

''Любви все возрасты покорны;
Но юным, девственным сердцам
Её порывы благотворны,
Как бури вешние полям:
В дожде страстей они свежеют,
И обновляются, и зреют —
И жизнь могущая дает
И пышный цвет и сладкий плод.
Но в возраст поздний и бесплодный,
На повороте наших лет,
Печален страсти мертвой след:
Так бури осени холодной
В болото обращают луг
И обнажают лес вокруг''.


3. ''სწავლა სიბერემდეაო''


image

''სწავლა სიბერემდეაო''-ესაა ძალიან ცნობილი გამონათქვამი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვესმის და რომელსაც შეცდომით მიაწერენ ლენინს.

სინამდვილეში ფრაზის ავტორია რომაელი ფილოსოფოსი სენეკა (დაბადებული ძვ. წ. 4 – გარდაცვლილი ახ. წ. 65წ.) და თავდაპირველად ის ასე ჟღერდა: "სიბერემდე ისწავლე ის, თუ როგორ უნდა იცხოვრო".



4. ''მიზანი ამართლეს საშუალებას''


image

ფრაზის სრული ვარიანტი, რომლის ავტორი გახლდათ იეზუიტების ორდენის დამაარსებელი იგნატი დე ლოიოლა, შემდეგნაირად გამოითქმის: "თუ მიზანი-სულის გადარჩენაა, მაშინ მიზანი ამართლებს საშუალებას".


5. ''ღვინოშია ჭეშმარიტება''


image


პლინიუსის ამ ცნობილ გამონათქვამს "ჭეშმარიტება ღვინოშია" აქვს გაგრძელება :«In vino veritas, in aqua sanitas» ანუ ფრაზა სრულად ასე ჟღერს: "ჭეშმარიტება ღვინოშია, ხოლო ჯანმრთელობა წყალში".


6."რელიგია ხალხის ოპიუმია"


image

''რელიგია ხალხის ოპიუმია'' - ათეისტებისათვის საყვარელი ეს ფრაზაც ამოვარდნილია თავდაპირველი კონტექსტიდან. გამონათქვამს, რომელიც პირველად მარკიზ დე სადმა იხმარა, კარლ მაქსი ასე განმარტავს "ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკის" შესავალში: "რელიგია-ჰაერია დამცირებული არსებისათვის; გულია - უგულო სამყაროში; სულია - უსულო სიტუაციაში. იმის მსგავსად, რომ ის უსულო წესრიგის სულია, ოპიუმია ხალხისათვის". ანუ ამ ფრაზით კარლ მარქსს უნდოდა იმის თქმა, რომ რელიგია ამცირებს საზოგადოებრივი ყოფის ტკივილს უსულო საზოგადოებაში.



7. "არის ადამიანი-არის პრობლემა, არაა ადამიანი-არა პრობლემა"


image

ეს ფრაზა, რომელსაც სტალინს მიაწერენ, სინამდვილეში მას არასოდეს არ წარმოუთქვამს; ის მწერალს, სტალინური პრემიის ლაურეატს ანაოტლი რიბაკოვს ეკუთვის და მოხსენიებული აქვს თავის რომანში :"არბატის შვილები", სადაც მას სტალინი წარმოთქვამს. მოგვიანებით მწერალი ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მის მიერ შექმნილი ფრაზა ხალხში ისე გავრცელდა, როგორც ბელადის ნამდვილი გამონათქვამი.


8. ''სსრკ-ში სექსი არაა"



ფრაზა, რომლის წყაროც გახდა ლენინგრადი-ბოსტონის ტელეხიდის ერთ-ერთ რუსი მონაწილის გამონათქვამი, თავდაპირველად სულ სხვა კონტექსტში გაჟღერდა. გადაცემა 1986 წლის 17 ივლისს გავიდა ეთერში და მას ერქვა ''ქალები ესაუბრებიან ქალებს".. საუბრის მსვლელობის დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა ქალმა დასვა შეკითხვა: "ჩვენს ტელერეკლამებში ყველაფერი სექსის ირგვლივ ტრიალებს. თქვენ თუ გაქვთ ასეთი ტელერეკლამები?". საბოჭთა მოქალაქემ ლუდმილა ივანოვამ პასუხი ასე გასცა: ''ნუუ, სექსი ჩვენ....(სიცილი დარბაზში), სექსი ჩვენ არ გვაქვს და ჩვენ კატეგორიულად ვართ ამის წინააღმდეგი". ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ ორივე აუდიტორიას სიცილი მოედო. შოუს ერთ-ერთ საბჭოთა მონაწილემ განმარტა: ''სექსი ჩვენ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს რეკლამები ". სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა დამახინჯებული ფრაზა: "სსრკ-ში სექსი არაა".


9. ''ტყვია ბრმაა''


image

ორიგინალში სუვოროვის ეს ფრაზა ასეთნაირად ჟღერს: " შეინახე ტყვია სამი დღე, ხანდახან კი მთელი ბრძოლის განმავლობაში, რადგან მას ვერსად იშოვი; ისროლე იშვიათად და თუ ისვრი, ისროლე მიზანში. ტყვია გამოგელევა, ხიშტი-არა; ტყვია-ბრმაა, ხიშტი-ყოჩაღია". ანუ ფრაზაში საუბარია უბრალოდ საბრძოლო მასალების ეკონომიაზე. ეს იმ პერიოდისათვის სავსებით გასაგები პრობლემა იყო.


10. ''ქვეყნის მართვა ნებისმიერ მზარეულ ქალს უნდა შეეძლოს'' (Каждая кухарка должна уметь управлять государством)


image

ფრაზა, რომელსაც ლენინს მიაწერენ, სინამდვილეში მას ასეთი სახით არასოდეს არ წარმოუთქვამს. თავის ნაწარმოებში "შეინარჩუნებენ თუ არა ბოლშევიკები ხელისუფლებას?" (1917 წლის ოქტომბერი) ის წერდა:

"ჩვენ უტოპისტები არ ვართ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველი შავი მუშა თუ მზარეული ქალი ვერ შეძლებს ამჟამად სახლმწიფოს მართვაას. ამაში ჩვენ ვეთანხმებით კადეტებს, ბრეშკოვსკის და წერეთელს, მაგრამ ჩვენ ამ მოქალაქეებისაგან განვსხვავდებით იმით, რომ ვითხოვთ სასწრაფოდ შეწყდეს ის მსჯელობა, თითქოს ქვეყნის მართვა მხოლოდ მდიდარ ადამინებს ან მდიდარი ოჯახებიდან გამოსულ ჩინოვნიკებს ხელეწიფებათ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მართვის საფუძვლები შეისწავლოს ყველა მუშამდა ჯარისკაცმა, რომ ეს პროცესი სასწრაფოდ დაიწყოს და ამ სწავლებაში ჩართული იყოს მთელი ქვეყნის მშრომელები, ყველა ღარიბ-ღატაკი ადამიანი".

5
1063
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1063
  
2016, 2 სექტემბერი, 0:57
ძალიან კარგი იყო! მართლაც ბრავო!
2016, 24 აგვისტო, 17:31
მადლობა, გაიხარეთ :)
2016, 24 აგვისტო, 16:28
მომეწონა , ძალიან კარგი იყო
2016, 21 აგვისტო, 17:43
რუსული კარგად ვიცი :) ცოტა ყურადღებით უყურეთ მაგ ვიდეოს.. ქალი დაიბნა -ასეთ შეკითხვას არ ელოდა იმის მაგივრად, რომ ეთქვა, არაა ჩვენთან ეგეთი რეკლამები, რომელშიაც სექსიაო, სულ სხვა რამე თქვა...კონტექსტი იმას გულისხმობდა, რაც დავწერე და კიდევ, ადმინი არ ვარ, რიგითი მომხმარებელი ვარ საიტის :)
2016, 21 აგვისტო, 17:38
ადმინ იქნებ რუსული გესწავლა, შეკითხვაზე არის თუ არა თქვენთან ასეთი რეკლამები, პირველი ქალბატონი პასუხობს ჩვენთან სექსი არაა, რომელსაც მეორე ქალბატონი უსწორებს სექსი კია მაგრამ რეკლამები არააო. ასე რომ ''სსრკ-ში სექსი არაა" ძალიან სწორად აქვთ გაგებული თავდაპირველადაც იგივე ფრაზა იყო.
0 1 5