x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გულმოწყალე ჰიტლერი და კურდღლის გამო წაგებული საპრეზიდენტო არჩევნები

imageჰიტლერი, თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში (იგულისხმება II მსოფლიო ომის პერიოდი), ვეგეტარიანელი იყო. ამასთან, როდესაც ის ფილმს უყურებდა, რომელშიც ცხოველებისადმი ცუდი მოპყრობის ან მათი სიკვდილის სცენები იყო გადმოცემული, თვალებს ხუჭავდა და მხოლოდ მაშინ ახელდა, როდესაც გვერდით მჯდომი ეტყოდა, რომ მისთვის სულისშემძვრელი სცენა დასრულებული იყო.


image1979 წლის 20 აპრილს, ჯიმი კარტერი, ამერიკის შეერთებული შტატების 39 პრეზიდენტი (1977 – 1981 წწ.), თავის მშობლიურ ქ. პლეინზში (ჯორჯიის შტატი) იყო და სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ნავით სეირნობის დროს, მის ნავს წყლის კურდღელი (ლათ. Sylvilagus aquaticus) აედევნა და მის ნავში ჩახტომას ცდილობდა. როგორც თავად პრეზიდენტი ყვებოდა: «კურდღელი წყლიდან ხტებოდა და ნავისკე ისე მიცურავდა, როგორც ძაღლი. როდესაც ის ძალიან ახლოს მოვიდა, მე მას ნიჩბით წყალი მივაწუწე». კარტერმა თავდამსხმელის «იერიში» მოიგერია. ამის შემდეგ, კურდღელი შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაცურა.

image

image

მომხდარი ინციდენტის შესახებ, იმავე წლის 28 აგვისტოს, თეთრი სახლის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, ჯოდი პაუელმა Associated Press კორესპოდენტთან, ბრუქს ჯექსონთან ახსენა, ხოლო ამ უკანასკნელმა, ეს ინფორმაცია, მეორე დღესვე, ახალი ამბების სააგენტოებს გადასცა. სტატია სათაურით «კურდღლის თავდასხმა პრეზიდენტზე», ამერიკის პრესაში და მათ შორის «The Washington Post»-ში მოხვდა. პუბლიკაციის შემდეგ, პრეზიდენტმა თავი იმით იმართლა, რომ კურდღელი ცოფიანი ეგონა, ხოლო მან არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეოდა ცხოველს, ასეთ შემთხვევაში.

ოპოზიციამ ეს ინციდენტი საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენა (იქმნებოდა კარიკატურები, სკეჩები, სიმღერები). ისინი კარტერს პოლიტიკას – სუსტი პრეზიდენტის, სუსტ მმართველობად აცხადებდნენ. რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ერთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯიმი კარტერი რონალდ რეიგანმა დაამარცხა.

0
579
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0