x
image
ციცი
Mediator image
"რატომ ფეხი არ მომტყდა "მის თბილისის" კასტინგზე რომ წავედი "-ნინა ტაველიშვილის სკანდალური განცხადება-"ეს კონკურსი აღარასოდეს არ უნდა ჩატარდეს."
image
"მისტერ და მის თბილისი 2016"-ის კონკურსის გარშემო ატეხილი სკანდალი დღემდე გრძელდება. ჯერ იყო და კონკურსში მონაწილე გოგონები გახდნენ საზოგადოების დაცინვის ობიექტები, ხოლო შემდეგ უკვე გამარჯვებულის გამოსავლენად დიდხანს გაგრძელდა დავა. წარმოიქმნა აზრთა სხვადასხვაობა. საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდა ანი გაბლაია, თუმცა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თორნიკე ჯგერენაიამ, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, კონკურსის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს, თავის ფავორიტს "ვიცე მის თბილისს", ნინა ტაველაშვილს დაადგა გამარჯვებულის გვირგვინი.

ეს თემა "ნანუკას შოუშიც" განიხილებოდა, სადაც სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად იუნა შაფათავაც იმყოფებოდა, რომელმაც ვერ დამალა თავისი ემოციები და ზედმეტად მძაფრი შეფასებები გააკეთა კონკურსანტების მიმართ.

გარდა ამისა, "მის თბილისის" ტიტულის მფლობელს შეპირებული ავტომობილიც არ გადასცეს საჩუქრად. ამასთან დაკავშირებით "ვიცე მის თბილისი" ნინა ტაველაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ სკანდალურ პოეტს აქვეყნებს და იგი ნანობს, რომ საერთოდ მონაწილეობა მიიღო ამ კონკურსში:

"რატომ ფეხი არ მომტყდა "მისს თბილისის" კასტინგზე რომ წავედი და ეს ხალხი გავიცანი... ან სად იზრდებით ან ვინ ხართ ან საიდან ხართ…. ვცდილობ მაქიმალურად თავშეკავებული და კორექტული ვიყო, არ ვახსენო არავის სახელი და არ ვთქვა ზედმეტი დეტალები რაც მოხდა ან ხდება… ვინმემ გადაიხადა არ გადაუხადა, ფაქტია გვყავს გამარჯვებული, რომელიც ჟიურის არ უნდოდა და ამასში მე არ ვარ დამნაშავე… იქნებ შეიგნოთ, მე არვარ წინააღმდეგი ამ გამარჯვებულის... ესეთი არავინ და არაფერი მინახავს. არაფერში ჩავრეულვარ, არავინ გამიჭორია, მარა მე ანალოგიური ვერ მივიღე, იმიტომ რომ რამდენიმე ამ საკითხში ღრმად გარეული დაბოღმილი პიროვნება, დაბოღმილი იმაზე, რომ ხალხი, უცხო ხალხი მე მიჭერდა მხარს, ცდილობენ მლანძღონ, მოიგონონ ათასი უბედურება... და რატომ? რისთვის? ადექი და შენი აქე, ადიდე და გააპიარე, ჩემი ლანძღვის ხარჯზე რომ გინდა გამოაჩინო უკეთესი, არ გამოდის…მუდმივი განხილვის თემად ვიქეცი შიდა სამზარეულოს მცოდნე ხალხში. არ ვედავები არავის, სამართლიანი იყო თუ უსამართლო, წელს გვყავს გამარჯვებული... იქნებ დაამთავროთ ოდესმე ეს კონკურსი. ჩემთვის კონკურსზევე ცალკე დააწესეს პრიზი, გამარჯვებულისთვის ცალკე... არავითარი კონტრაქტი არ იყო იქ, არანაირი საბუთი, რა დროში იქნებოდა ეს პრიზები გადაცემული და ახლა რატომღაც ამბავი ხელახლა ატყდა ვის უნდა გაემარჯვა, ვინ ფული გადაიხადა გამარჯვებაში, ვინ ფრთიანი ანგელოზია და ვინ დაბალი დონის სულიერად მახინჯი... უკვე საზღვარს გასცდა უტაქტობა ამ კონკურსში ჩარეული პირების… ჩემი აზრით ეს კონკურსი აღარასოდეს უნდა ჩატარდეს."


imageimageimageimageimage

3
4047
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
4047
  
2016, 21 აგვისტო, 19:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 აგვისტო, 10:22
ეს გოგო ხომ იმას სულ ცოტა 10 ჯერ სჯობს და რანაიარდ გაიმარჯვა იმ დიდშუბლიანმა?! აქაც ჩაწყობები მიდის ალბატ
2016, 17 აგვისტო, 15:44
რა ლამაზია ეს დალოცვილი.... არ ინერვიულო პატარავ ჩემს გულში შენ ნამდვილად მის საქართველო ხარ ულამაზესი გოგონაა
0 1 3