x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიდევ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ავტოკატასტროფამ.
image


კიდევ ერთმა საშინელმა ავტოკატასტროფამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. გუშინ სამტრედიასთან, სოფელ დაფნართან სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მსხდომი სამივე პიროვნება დაიღუპა. დაღუპულებს შორის იყო 16 წლის სტიქაროსანი გიგი კაცაძე.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი კახიძე ამ კატასტროფას სოციალური ქსელით ეხმიანება:

"ნახევარი საათის უკან დამირეკა მამაომ და უსაშინლესი ამბავი შემატყობინა!!!!!
ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი, მამაოს ყოფილი მოსწავლისა და უახლოესი მეგობრის - ვლადიმერ კაცაძის (კოთობანას, ვინც ამასწინებზე მოსკოვში გვიმასპინძლა 3 დღე!) უფროსი ვაჟი, გიგი კაცაძე (15-16 წლის ბავშვი!), ამ დილას საშინელ ავტოკატასტროფაში დაღუპულა, 2 თავის მეგობარ ბიჭთან ერთად! ტრაილერს შეჯახებიან და მთლად აზელილები ძლივს ამოუცნიათ მაშველებს...
ღმერთო დიდებულო! რმერთოოოოოოოოო!!!!!
არა! არა! მაინც არ გკითხავ - რატომ?! არ გკითხავ! შენ იცი ყველაფერი რატომ და რისთვისაც...
ცუდად ვარ ძალიან! რით ვანუგეშო? რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს????? სად მოვნახო, ან და რა სიტყვები გამოვძებნო ასეთ დროს? ალბათ მხოლოდ მისვლა და სიჩუმე...

მამაო ახლა გზაშია და ვანში მიემგზავრება, მათთან....
მამაოც განადგურებულია, ძლივს მესაუბრებოდა... ახლა მან უნდა აუგოს წესი, პანაშვიდი... ღმერთო, მიეცი ძალა!!!
უფალო, გაანათლე ამ და ყველა სხვა ახალგაზრდას სულები, ავტოავარიებში მომწყდართა!... ამინ!"


უფალო მიეცი ძალა და გამძლეობა ყველა მათ ახლობელს და დაუმკვიდრე სასუფეველი!image

0
404
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0