x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
ცხოვრებისეული კურიოზები ნაწილი 3
"არ იკადრა"


ბავშვობაში, ჩემს ბიძაშვილს არდადაგებზე დავალება მისცეს, ისიც არ ჩქარობდა და როცა დაიწყებდა მეცადინეობას, გვიხაროდა ხოლმე.

ერთხელაც, როცა ის მეცადინეობდა მათემატიკას, რაღატომღაც იკითხა:

- აქ წერია, რომ 80-ს უნდა გამოვაკლო 16-ისა და 30-ის ჯამი.


- თუ დაუკვირდები მიხვდები, რომ ადვილია. - მიუგო დედაჩემმა.

- ეს უნდა ვქნა? - იკითხა "ნორჩმა" მოსწავლემ, მან ვერ გაიგო შინაარსი და კითხვებით

ლაპარაკობდა.

მე კი ცოტა შევიშმუშნე ამდენ დროს, რომ ანდომებდა და მივუგე:

- ხო, რა იყო არ იკადრებ მაგის ამოხსნას?




"ცოლის მოყვანა არ ეზარება"


დავუბრუნდეთ ისევ ჩემს ბიძაშვილს. პატარა, რომ იყო ასეთი რამ ვკითხე:


- რამდენი შვილი გინდა გყავდეს? - ვკითხე მე.

- 4. ოღონდ მოვიყვან 4 ცოლს და თითომ თითო უნდა გააჩინოს. - მომიგო მან.

- კი, მაგრამ მაგდენი რად გინდა?

- რომ გავერთო ხოლმე. ხომ მოვიყვან პირველს, გააჩენს შვილს და სპეციალურ კარადაში ჩავკეტავ. მეორესაც ეგრე მოვექცევი, მესამესაც. მეოთხეს, რომ მოვიყვან და შვილს გააჩენს, ეგ მიხედავს თავისასაც და ჩემს სხვა შვილებსაც. თუ ცუდად მოიქცევიან, მაშინ ჩემს ცოლს და შვილებს სახლიდან გავყრი და მარტო ვიქნები და არ დამაძალებენ რაიმეს კეთებას, მე ვიქნები თავისუფალი!!!


ამის გამგონეს კარგად გამეცინა.




"სამაგრები ბევრი გვაქვს!"


მოგეხსენებათ, რომ ორი ბიძაშვილი მყავს. დიდი ხნის წინ, მე და ჩემი ბიძაშვილი (ნორჩი მოსწავლე, რომაა და ოთხცოლიანი) ვთამაშობდით სახლში. მეორე ბიძაშვილი იყო 1 წლის და მან... "ბავშვური საქმე გააკეთა".


იყო საშინელება. ჯერ ერთი სანამ დაბანდნენ ხომ უნდოდა დრო, თანაც ჟანგბადი არ იყო. ამ დროს უფროსმა ბიძაშვილმა თქვა:

- აივანზე არის საკმარისი რაოდენობის სამაგრი! გვეყოფა აბა, რა!!! ცხვირზე მივიკრათ და ცუდი სუნი ვერაფერს დაგვაკლებს!


საიდან მოაფიქრდა ესეთი რამ, ვერ გავიგეთ.image

0
150
7-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0