x
ჩანაწერები : ჩემი დღიურებიდან

image ადგა და ასე უცერემონიოდ მითხრა, უკან აღარ დავბრუნდებიო . განა რა ეგონა? როგორ უნდა მიმეღო ეს ამბავი . ასე მარტივად ადგე და მიატოვო ადამიანი? რა უნდა მეთქვა, აზრი არ ჰქონდა ხვეწნას ავდექი და მეც ვუთხარი კარი ღიაათქო . რამხელა ძალა დამჭირდა ასე მარტივად გამეშვა . ზუსტად ამას ელოდა, იცოდა რომ არასდროს მივეკუთვნებოდი იმ ადამიანთა ტიპს, რომელიც "სკანდალს " აწყობს . არც ღირდა ამით რაღაც დამაკლდებოდა, ჩემი ჩვევებიდან ერთ–ერთი ჩვევა დამიმახინჯდებოდა . მას ზუსტად ჩემი გაწონასწორებული ხასიათი მოსწონდა, მაგრამ ამლბათ შემდეგ ესეც მობეზრდა . ის ყოველ დღე გაივლიდა ნაცნობ ადგილს ფეხით, სრულიად მარტო . (მეც მას მივყვებოდი ჩუმად ) მნიშნელობა არ ჰქონდა ეს იყო გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი . ტრადიციას არასდროს ვარღვევდით . ქუჩის შესახვევში პატარა, მყუდრო კაფესთან გაჩერდებოდა . ( იცოდა რომ იმ დღის შემდეგ გავყვებოდი . ხომ უნდა დამერწმუნებინა თავი, რომ ღირდა მისი ასე გაშება ) ცოტა ხნით დაფიქრდებოდა შემდეგ კი შეაღებდა კარს . მე მიმოვიხედავდი და როდესაც მას ვიპოვნიდი ვისაც ვეძებდი მშვიდათ დავჯდებოდი ჩემს ადგილას . ის კი თავის ადგილს არ ღალატობდა, ტრადიციისამებრ ბუხართან იჯდა . მერე მეც მომბეზრდა . მაინც რა ყოფილა არა? სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და არა პირიქით . თურმე ფერებიც ხუნდება . სიყვარული რა ფერის წარმოგიდგენიათ? ალბად წითელი ხომ? აი ჩვენ მწვანედ აღვიქვამდით . ( ამოვიჩემე ეს ფერი ) მერე? ხომ გითხარით ფერებიც ხუნდებათქო და ესეც გაგვიხუნდა . იმასაც მობეზრდა და მეც . არაფერი მეტი, ასეც ხდება . სიტყვაც არ გვითქვამს იმ დღის შემდეგ, ან რა საჭირო იყო თვალები ისევ მეტყველებდნენ . ავტორი : ნანო ჯაიანი

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ნ-ანო ჯაიანი
ნ-ანო ჯაიანი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0