x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
5 მიზეზი იმისთვის, რომ აუცილებლად მიირთვათ საზამთრო

საზამთრო არაჩვეულებრივი საზაფხულო ხილია. გარდა იმისა, რომ ის უგემრიელესია, არის დაბალკალორიული და ძალზედ სასარგებლო. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 მიზეზს იმისთვის, რომ აუცილებლად მიირთვათ საზამთრო. image1. საზამთრო ჯანმრთელი გულის გარანტიაა
საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, მათ შორის ლიკოპენს. ლიკოპენი წარმოადგენს ქიმიურ აგენტს, რომელიც შედის წითელი ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობაში. ის ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. გარდა ლიკოპენისა საზამთრო შეიცავს კალიუმს, რომელიც ამცირებს გულის შეტევის რისკს და არეგულირებს გულის ცემას. image2. საზამთრო აძლიერებს ძვლებს
ზემოთხსენებული ლიკოპენი ასევე ამაგრებს ძვლებს. ასევე საზამთროში შემავალი კალიუმის დონე ინარჩუნებს სხეულში ძვლის კალციუმის სიმკვრივეს. კალციუმი კი თქვენი ძვლების ჯანმრთელობა და ძლიერებას განაპირობებს. image3. საზამთრო გვეხმარება წონის კლებაში
ამ ხილის დაახლოებით 90 % წყლისგან შედგება. ის საკმაოდ დაბალკალორიულია, აქვს შარდმდენი ფუნქცია, შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამიტომაც საზამთრო შესანიშნავი საშუალებაა წონაში კლებისთვის. image4. საზამთრო ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას
ხილში შემავალი ლიკოპენი ასევე ამცირებს პროსტატის, სარძევე ჯირკვლის საშვილოსნოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. image5. საზამთრო აუმჯობესებს მხედველობას
ეს ხილი ასევე კარგია მხედველობისთვისაც. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ბეტა კაროტინი, ვიტამინი ცე, ლუტეინი და ა.შ. ისინი იცავს თქვენს თვალებს ასაკობრივი პრობლემებისგან, ასევე ღამის სიბრმავის, მაკულარული დეგენერაციის და გლაუკომისგან. image

0
465
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0