x
image
მანჩო 777
ნაცნობი ნივთების უცნობი დეტალები, რომელთა დანიშნულებაც დღემდე არ იცოდით
ჩვენს გარშემო უამრავი ნივთია, რომელთაც იმდენად ხშირად ვუყურებთ, რომ თვალი შევაჩვიეთ და ვეღარც ვამჩნევთ მათ არსებობას. ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რა დანიშნულება აქვს მათ?- აი, რამოდენიმე საინტერესო მაგალითი, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობი საგნების უცნობი დეტალების დანიშნულებას გვიხსნის.


ყულფი პერანგის უკანა მხარეზე

image



აქ სამი ვარიანტია: პირველი და ყველაზე რეალური ისაა, რომ ყულფი გამოიყენება პერანგის დასაკიდად; მეორე ვარიანტი დაკავშირებულია იმ ეპოქასთან, როცა ატარებდნენ მოსახსნელ, გახამებულ საყელოებსა და ჰალსტუხებს, რომლებიც შარფს უფრო წააგავდა, ყულფი გამოიყენებოდა მათ დასაფიქსირებლად; მესამე ვარიანტი გაცილებით რომანტიკულია: აშშ-ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტმა ეს ყულფი მოჭრა თავის ყველა პერანგზე იმის ნიშად, რომ მას საცოლე ჰყავდა და დაკავებული იყო, ხოლო გოგონა, თავის მხრივ, ატარებდა შარფს, რომელზეც იმ უნივერსიტეტის ემბლემა იყო დამაგრებული, სადაც ეს ყმაწვილი სწავლობდა. ეს იდეა ახალგაზრდებმა აიტაცეს და მალე უჩვეულო მოდადაც კი იქცა იმდროინდელ აშშ-ში.


ცილინდრი დამტენი მოწყობილობის სადენზე

image

ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ეს პატარა ზომის ცილინდრი ნოუთბუკის დამტენ სადენზე. ის ძალიან მნიშვნელოვანია რამაა, კერძოდ, ფერიტის ფილტრი, რომელიც ამცირებს ქსელში არსებული ელექტროდენის სიხშირეს.


ნახვრეტი თვითმფრინავის ფანჯრებში

image

თვითმფრინავის ილუმინატორების დასამზადებლად გამოიყენება რამოდენიმეფენიანი გამჭვირვალე ზეგამძლე პლასტიკატი, რომელიც ქმნის ეგრეთ წოდებულ "მინაპაკეტს". გარე ფანჯრები ძალიან დიდ დატვირთვას განიცდიან, ამიტომ ისინი მზადდება მაღალი ხარისხის აკრილის პლასტიკისაგან. თვითმფრინავის შიგნითა ფანჯრები ესოდენ დიდ გამძლეობას არ მოითხოვს და ამიტომ მათ შედარებით იაფი მასალის-ორგანული მინისაგან ამზადებენ. ისინი ემსახურებიან სალონის თერმო და ბგერით იზოლაციას, ქმნიან რა საჰაერო შრეს გარეთა ფენასთან. ამიტომ არსებობს გარკვეული რისკი, რომ საჰაერო შრესა და სალონში არსებულ წნევებს შორის დიდი სხვაობის გამო შეიძლება შიგა მინა გატყდეს. ეს პატარა ხვრელი ათანაბრებს წნევას, კერძოდ, მას გამოაქვს ან შეაქვს ჰაერი მინათაშორის სივრცეში.


საშლელის ცისფერი ნახევარი

image

ჰკითხეთ ნებისმიერ მოსწავლეს, თუ რისთვისაა საჭირო საშლელის ცისფერი ნახევარი და ის დაუფიქრებლად გიპასუხებთ: ავტოკალმის მელნის წასაშლელად. პასუხი არც ისე სწორია:თავდაპირველად ის გამოიყენებოდა ფანქრით ნაწერის მოსაშლელად უხეში, სქელი ქაღალდიდან. ვარდისფერი ნაწილი საშლელისა მხოლოდ ნაწილობრივ შლის ნაწერს და გარკვეულ კვალს ტოვებს, ხოლო ცისფერი ნახევარი ბოლომდე ასრულებს ამ საქმეს. ამ საშლელების შემქნელები დროზე მიხვდნენ, რომ ადამიანებმა ვერ გაიგეს ცისფერი ნახევრის დანიშნულება, ამიტომ გადაწყვიტეს ადაპტირება მოეხდინათ და ახლებური რეკლამა გაეკეთებინათ თავიანთი ნაწარმისათვის.


ჰოროზონტალური ღილკილოები

image

კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც პერანგებს ეხება. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ პერანგზე სულ ზემოთა და ქვემოთა ღილების ღილკილოები ჰორიზონტალურია, ხოლო სხვა დანარჩენი - ვერტიკალური. ეს იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შანსი იმისა, რომ გაიწელოს, პერანგის ამ ადგილებს აქვს, ვერტიკალური ღილკილოები კი ამის საშუალებას არ მისცემენ ქსოვილს.


დამატებითი ნახვრეტები ბოტასებზე

image

ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ დამატებითი ნახვრეტები ბოტასებზე ან კედებზე და გიფიქრიათ: ნეტავ რა საჭიროა ისინი? - სინამდვილეში ეს ნახვრეტები საჭიროა იმისათვის, რომ ფეხსაცმლის ფიქსირება მოახდინოს ფეხზე, როცა სპორტით ხართ დაკავებული და ხელი შეუშალოს მათ გაძრობას ფეხიდან ან გასრიალებას.



ნახვრეტები სპაგეტის მოსამზადებლად განკუთვნილ კოვზზე

image

ამ ნახვრეტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ ერთი ულუფისათვის საკმარისი მაკარონის რაოდენობა.


პატარა, მეხუთე ჯიბე ჯინსებზე

image

კითვხაზე, თუ რისთვის არსებობს პატარა ჯიბე ჯინსებზე, მამაკაცების უმეტესობა გიპასუხებთ: იმისათვის, რომ იქ პრეზერვატივი შევინახოთ. რა თქმა უნდა, პრეზერვატივების გარდა ამ ჯიბეში სხვა წვრილმანიც შეგვიძლია მოვათავსოთ, მაგრამ 1873 წელს Levi’s-ის მიერ გამოშვებულ ჯინსებში ეს ჯიბე განკუთვნილი იყო სპეციალურად ჯიბის საათებისათვის.

სხვა ვერსიით, ამ პატარა ჯიბეს პისტონი ეწოდებოდა და ის განკუთვნილი იყო პატარა პისტოლეტისათვის-ჯინსები ხომ ძირითადად ოქროსმაძიებლების და კოვბოების სპეც- სამოსს წარმოადგენდა, მათ კი იარაღის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლოთ.


ნახვრეტი ბურთულიანი კალმის თავსახურზე

image

ძალიან ბევრ ბავშვს (და არამარტო ბავშვს) აქვს მავნე ჩვევა პირში ჩაიდოს და კბილებით დაღრღნას კალმისტრის თავსახური. ნახვრეტი გაკეთებულია იმ შემთხვევისათვის, თუ ადამიანს უნებლიეთ გადაეყლაპება ის და ყელში გაეჩხირება, სუნთქვა შესაძლებელი იქნება თავსახურის წვეროზე არსებული ნახვრეტიდან მანამ, სანამ უცხო სხეულს არ ამოუღებენ დაზარალებულს.


ქსოვილის ნიმუში ახალ ტანსაცმელზე

image

სინამდვილეში ქსოვილის ეს პატარა ნაჭერი სულაც არ არის განკუთვნილი გახეული ტანსაცმლის დასაკერებლად-როგორც ეს ბევრ თქვენგანს ჰგონია. მათზე უბრალოდ შესაძლებელია მოსინჯვა, როგორ რეაგირებს თქვენი ახალი პერანგი თუ კაბა სარეცხ ფხვნილსა და მათეთრებელზე.

2
5007
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
5007
  
2016, 16 აგვისტო, 15:24
ყულფი რომ ჰქვია, არ გეცოდინებოდა:D
2016, 16 აგვისტო, 13:19
კოვზის , და ყულუფის გარდა , ყველა ვიცოდი:):)
0 1 2