x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ადამიანები,რომლებმაც კაზინოში მილიონები მოიგეს
image



1) ავსტრალიელმა მილიარდელმა კერი პარკერმა, რომელიც იმ
მომენტში ლას-ვეგასში იმყოფებოდა ინტერესის გამო კაზინოში ბაკარას თამაში
დაიწყო და მოიგო 40$ მილიონამდე.მოგების შემდეგ მილიარდელს კამათი მოუვიდა
კაზინოს თანამშრომლებთან, რადგან მარტო "ჩაიში" 1 მილიონ დოლარზე მეტი
აწაპნეს კაზინოს ოფიციანტებმა და მეტრდოტელმა.აღსანიშნავია, რომ ცოტა
ხანში, 1999 წელს, ლონდონის კაზინოში პარკერმა 28 მილიონი$ წააგო.იგი 2005
წელს გარდაიცვალა.

image


2)2003 წელს 25 წლის ინჟინერმა, რომელიც ლას-ვაგასში ჩავიდა იმისთვის, რომ საყვარელ კალათბურთის გუნდისთვის ეგულშემატკივრა, გადაწყვიტა მატჩამდე ცოტა ხნით კაზინო "Excalibur"-ში შეევლო.თითქმის 100$-მდე წააგო და უკვე ადგომას აპირებდა, როდესაც აპარატმა ნაირფრად ციმციმი დაიწყო და მუსიკა დაუკრა.ჯეკპოტის მოგებამ 39 მილიონ 713ათასი $ შედგინა.მისი სახელი სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩა და ისტორიაში შევიდა, როგორც "ახალგაზრდა მილიონერი ინჟინერი."



image


3)მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ელმერ შერვინს ორჯერ გაუღიმა ბედმა, თანაც ერთი და იგივე კაზინო "Mirage"-ში.მან პირველად 4, 6 მილიონი$ მოიგო, ხოლო მეორედ
21მილიონი.იგი ამჟამად 92 წლისაა, პირველი მოგება საკუთარ თავს
მოახმარა(1996წ.), ხოლო მეორე მოგებიდან დიდი ნაწილი ქარიშხალ
"კატრინასგან" დაზარალებულებს გადაურიცხა.

image



4)71 წლის მოხუცი ქალბატონი ენი ნიშუმურა არდადაგებს ამერიკაში მოგზაურობით
ატარებდა.ლას-ვეგასში ყოფნის დროს იგი შევიდა კაზინოში. როგორც
თვითმხილველები ამბობენ დიდხანს არჩევდა აპარატს, აკვირდებოდა,
ესაუბრებოდა, თითქოს ულოცავდა, წვალებამ უქმად არ ჩაიარა, 3 საათიანი თამაშის
შემდეგ აპარატმა ჯეკპოტი გასც., მოგებამ 8, 9 მილიონი$ შეადგინა.



image


5)60 წლის ქალბატონმა "იღბლიან ბორბალზე" მოიგო 680 ათასი$, მაგრამ
ქალბატონმა მოგებული ფული ისევ კაზინოს მოახმარა, იგი რეგულარულად დადიოდა
და ფულს თანდათან აგებდა, თითქმის სასოწარკვეთილმა და უიმედოდ შეპყრობოლმა
ქალმა მოულოდნელად 27$ მილიონი მოიგო აპარატ "Megabucks"-ზე.


image


6) 1996 წელს ფოსტის თანამშრომელმა ჯონ ტიპინმა, რომელიც შვებულებაში იყო ლას-ვეგასის კაზინო Gold Coast-ში აპარატ Megabucks-ზე მოიგო 12 მილიონი $.


image



7) რაც შეეხება ონ-ლაინ კაზინოს.ვინმე შვედი პიტერი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაჯდა კომპიუტერთან, შევიდა Betsson Casino-ში და დაიწყო Arabian night-ის თამაში.რამდნიმე საათიანი თამაშის შემდეგ მალე ეკრანზე დაეწერა:"გილოცავთ! თქვენ მოიგეთ!"..პიტერმა თავლებს არ დაუჯერა, მოგება 900 000$ იყო.


image




8)ბევერლი უიტენს ეგონა, რომ მისი ცხოვრება უიღბლოა და ძირს მიექანება.თითქმის ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული თუმცა...2006 წლის 15 ივნისს დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთ კაზინოში თამაშის დროს 3 718 311$ მოიგო.


image

1
222
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
2016, 15 აგვისტო, 10:55
მე რატომ ვერ ვიგებ ამ ჯეკპოტებს?:(
0 1 1