x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 წინადადება, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიტყვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. ათასწლეულების მანძილზე, შთამაგონებელი საუბრები, ბრძნული გამონათქვამები და აფორიზმები მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ცვლიდა და ამასთან ერფთად, კარდინალური ცვლილებები შეჰქონდა ქვეყნებისა და ხალხების ისტორიაში. სიტყვის კეთილი გავლენის, საკუთარ თავზე გამოცდის საშუალება ყველას აქვს. ამისათვის, გთავაზობთ 10 ყველაზე სარწმუნო აზრს, რომელიც სხვა თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს, თქვენს პრობლემებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.


image

5 წინადადება, რომელსაც თქვენი დამშვიდება შეუძლია


image


ადამიანები «თქვენს წინააღმდეგ» არ არიან, ისინი, უბრალოდ, «საკუთარ თავს ემხრობიან».



image


მწვერვალები დაიპყარით არა იმიტომ, რომ მსოფლიომ დაგინახოთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ დაინახოთ მსოფლიო.


image


საკუთარი შეცდომები უფრო დიდ გამოცდილებას შეგძენთ, ვიდრე პირადი გამარჯვებები. მაგრამ, დამარცხების გამო, ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ. თუ საკუთარ მიზანზე უარს არ იტყვით, ყოველი შეცდომა და წარუმატებლობა, სულ უფრო და უფრო ძლიერს გაგხდით. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი შედეგიც – შედეგი არის.


image


ყოველთვის ეცადეთ, რომ საკუთარი დრო იმაზე დახარჯოთ, რაც მართლა გაინტერესებთ. მომავალში შეიძლება, საამისოდ, არც დრო და არც საშუალება აღარ იყოს.



image


ყოველთვის იქ წადით, სადაც თქვენი მისვლა უხარიათ და არა იქ, სადაც, უბრალოდ, გიტანენ.


image



5 გამოთქმა, რომელიც უკეთესობისკე შეცვლის თქვენს ცხოვრებას


image


მთელი ცხოვრების გატარება საკუთარ თავთან მოგიწევთ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ თქვენთვის საინტერესო იყოს ამ ადამიანის საზოგადოებაში ყოფნა.


image


საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაცნობიერება – პირველი ნაბიჯია მათი გადალახვის გზაზე.


image


მოტივაციის მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია, ისევე, როგორც მუდმივად სუფთად დარჩენა. ამის გამო, ნუ დაიბნევით. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ყოველ დღე, ახალი მოტივაცია იპოვოთ საკუთარი თავისთვის – ეს ისევე აუცილებელია, როგორც შხაპის მიღება.


image


ყველას რაღაცის ეშინია. არ არსებობს ადამიანი, რომ ვიღაც ან რაღაც არ უყვარდეს და ყველას განუცდია ცხოვრებაში დანაკარგი. თქვენი შიში და სისუსტეები, ამ მხრივ – უნიკალური არ არის.


image


კომფორტი – წინსვლის და წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი მტერი არის.


image

0
1594
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0