x
image
მანჩო 777
რატომ გამოცხადდა სინგაპურის პირველი ლედი თეთრ სახლში 11 დოლარიანი ჩანთით?
მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიანი ქალბატონი, სინგაპურის პირველი ლედი ხო ჩინი ამ დღეებში თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე უცნაური ჩანთით გამოცხადდა, რომელმაც მაშინევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ეს იყო მუქი ცისფერი კლაჩი თეთრი დინოზავრებით. როგორც გამოირკვა, აქსესუარის ფასი სულ რაღაც 11 დოლარია. ხო ჩინს ეს კლაჩი თეთრ სახლში სტუმრობის დროს შემთხვევით არ ამოურჩევია: მისი დიზაინი შემუშავებული იქნა Pathlight School-ის სტუდენტის მიერ. ეს არის ერთადერთი სასწავლო დაწესებულება სინგაპურში, სადაც აუტიზმით დაავადებული ბავშვები სწავლობენ.


image


ხო ჩინის ჩანთამ დინოზავრებიანი ნახატებით ელვის სისწრაფით შემოიარა სოციალური ქსელები, ხოლო სტუდენტური ნამუშევრების მაღაზიამ კოლოსალური რაოდენობის შეკვეთა მიიღო. როგორც სკოლის თანამშრომლები ამბობენ, ჩანთის დიზაინის ავტორი ძალიან პედანტურია დინოზავრებთან მიმართებაში: ყველა ნახატი 100%-იანი სიზუსტით იმეორებს გადაშენებული ცხოველების აგებულებას. ამასთანავე, ნიჭიერი ბიჭი ხატვის დროს წიგნებში არ იყურება: მას ზუსტად ახსოვს ამა თუ იმ სახეობის დინოზავრის აღნაგობა.


image



ხო ჩინის არჩევანი- კრეატიული ქველმოქმედების უიშვიათესი და შესანიშნავი მაგალითია. ის თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა იოლია დაეხმარო მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები მაგალითს აიღებდნენ ამ უბრალო, მშვენიერი ქალისაგან.


image

0
392
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0