x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ნამდვილი სიყვარული და პატივისცემა

image

image

ცოლმა და ქმარმა ერთად 30 წელი გაატარეს. ერთობლივი ცხოვრების 30-ე წლისთავზე, ჩვეულებისამებრ, ცოლმა ფუნთუშა გამოაცხო — ის ამას ყოველ დილით აკეთებდა და ფუნთუშის ცხობა, ერთგვარ ტრადიციად ითვლებოდა ოჯახში. საუზმეზე მან ფუნთუშა სიგანეზე გაჭრა, ორივე მხარეს კარაქი წაუსვა და ქმრისთვის ზედა ნაწილის მიცემა გადაწყვიტა. მაგრამ, შუა გზაზე ხელი გაუჩერდა...

მან გაიფიქრა: «ჩვენი ერთობლივი ცხოვრების წლისთავზე, მე თვითონ მინდა ფუნთუშის ამ დაბრაწული ნაწილის ჭამა; მე მასზე 30 წლის მანძილზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, 30 წელი სამაგალითო ცოლი ვიყავი, გავზარდე უმშვენიერესი ვაჟები, ყოველთვის გვერდში ვედექი და ოჯახსაც უნაკლოდ ვუძღვებოდი».

ეს გადაწყვეტილება მიიღო და მეუღლეს ფუნთუშის ქვედა ნაწილი გაუწოდა, ხოლო თვითონ – ზედა დაიტოვა. ის ამის გამო, თავს დამნაშავედ არ თვლიდა, მაგრამ მაინც განიცდიდა — მან ხომ 30 წლის ტრადიცია დაარღვია! ხოლო ქმარმა გამოართვა ფუნთუშის ზედა ნაწილი და უთხრა:
— ფასდაუდებელი საჩუქარი გამიკეთე დღეს, საყვარელო! 30 წელია არ მიჭამია ფუნთუშის ჩემი საყვარელი ქვედა ნაწილი, რადგან ვთვლიდი, რომ ის შენ გიყვარდა და გეკუთვნოდა კიდეც.




2
349
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
349
  
2016, 16 აგვისტო, 18:38
ამ შემთხვევაში, საუკეთესო ანტიდეპრესანტი ახლად გამომცხვარი ფუნთუშის სურნელია :), მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას საყვარელი ადამიანისთვის აცხობთ.
2016, 15 აგვისტო, 23:56
ცოლმა ფუნთუშა გამოაცხო — ის ამას ყოველ დილით აკეთებდა O.M.G ამან უკვე დეპრესიაში ჩამაგდო, მასეთ ერთფეროვნებას მე ვერ გაუძლებდი.
0 1 2