x
image
მანჩო 777
უცნაური ხელოვნების ნაწარმოებები, რომელთა შექმნაზე კოლოსალური შრომა დაიხარჯა
ნათქვამია, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო. ეს არცაა გასაკვირი: ხშირად შემოქმედი ადამიანები უამრავ დროსა და შრომას ხარჯავენ იდეალური შედეგის მისაღებად, რომელიც მნახველში განცვიფრებასა და აღტაცებას იწვევს.

წარმოგიდგენთ თანამედროვე ავანგარდული მხატვრობის და არქიტექტურის რამოდენიმე ნიმუშს, რომელთა შექმნისათვის მათ ავტორებს დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა და მოთმინება დასჭირდათ.



image

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ხელოვნების ნაწარმოებები, რომელთა შექმნაზეც კოლოსალური შრომა დაიხარჯა.

1. მარილისაგან შექმნილი სკულპტურები

image
იაპონელი მხატვარი მოტოი იამამატო მართლაც რომ უსაზღვრო მოთმინების ადამიანია: ის ასეთ ნახატებს მარილისაგან ქმნის.

მარილი არამდგრადი და მოძრავი ნივთიერებაა, იამამატო თავის ნახატებს ქმნის ბოთლიდან გადმოყრილი მარილის გრანულებით, სანტიმეტრობით ავსებს რა ოთახს სხვადასხვა ფიგურებით, საკმარისია მხოლოდ ერთი დაცემინება და მთელი შრომა წყალშია ჩაყრილი. იამამატო არ აკეთებს არავითარ ნახაზებს ან გამოთვლებს სკულპტურების შესაქმნელად. მათ ის სპონტანურად ქმნის. თუ როგორ ახერხებს ამას?-ეს გამოცანაა.



image


და ყველაფერი ეს განადგურებული იქნება სულ რამოდენიმე წამში. იამამატო, იწვევს რა მნახველებს თავისი შედევრების სანახავად, დაჟინებით თხოვს მათ გაანადგურონ ფიგურები, მაგრამ ამავე დროს მხატვარი მნახველებს აიძულებს მარილი წაიღონ და დაყარონ იქ, სადაც წარმოიშვა ის-კერძოდ, ზღვის პირას.


image


მარილი ძალიან მნიშვნელოვანია იაპონურ კულტურაში-მარილით ახდენენ მიცვალებულების განწმენდას და აშინებენ ბოროტ სულებს.


image
აი, რატომ აკეთებს იამამატო ყველაფერ ამას- ის თავის შემოქმედებას კიბოთი გარდაცვლილ უმცროს დას უძღვნის.

2.მემორიალი საჰარის უდაბნოში 60 მეტრი სიმაღლიდან


image


1989 წლის სექტემბერში ლიბიელმა ტერორისტებმა ჩამოაგდეს კონგოდან პარიზში მიმავალი თვითმფრინავი. ის ჩამოვარდა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე და უდაბურ ადგილას-საჰარის უდაბნოში. თვითმფრინავის ნამსხვრევები კატასტროფის ადგილზე ეყარა 2007 წლამდე. ამ წელს დაღუპული მგზავრების ახლობლები შეიკრიბნენ, ჩავიდნენ დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილას და შეგროვებული ნამსხვრევებით ააგეს ეს მემორიალი.


image


აი ასე გამოიყურება მემორიალი თანამგზავრიდან Google Earth-ზე. სამწუხაროდ, ამ უდაბურ ადგილას მას ძალზე ცოტა მნახველი ჰყავს და ისინი ძირითადად მორიელები და ხვლიკები არიან, რომლებსაც სილამაზის აღქმის უნარი, სამწუხაროდ, არა აქვთ.



image


მემორიალის მშენებლობა ორი თვე გრძელდებოდა და 50 - გრადუსიან სიცხეში ეს არ იყო იოლი საქმე, თუმცა ასეთი იყო ავიაკატასტროფაში დაღუპული ადამიანების ახლობლების ნება.

3.ქვიშით შესრულებული ურთულესი ნახაზები პლაჟზე


image


ამ სურათზე თქვენ ჯიმ დენევანს უყურებთ, რომელსაც მთელი დღეა ხელიდან ნიჩაბი არ გაუგდია.


image


დენევანი არ იყენებს რაიმე გამოთვლებს ან სქემებს, ის ინტუიციით ხვდება, თუ როგორი იქნება მისი ნახატი სიმაღლიდან. მთელ დღეს ანდომებს ასეთი ფიგურების შექმნას და კარგია, თუკი ვინმე მოასწრებს მათ ფოტოგრაფირებას, სანამ ზღვის მოქცევა გაანადგურებდეს მხატვრის ნაშრომს. როცა მას ჰკითხეს, თუ რას გრძნობს, როდესაც მისი ქმნილება იღუპება, ჯიმმა უპასუხა:" განა ვინ არ მოინდომებდა მის გადარეცხვას?".


image


გაუგებარია, ეს რაღაც აუხსნელი ლამაზი ფილოსოფიაა თუ ჯიმი ცოტათი მაზოხისტია.


4.ნახატები სიმინდის ყანებში


image


აი, რას აკეთებს ჭაბუკი სახელად ბრედ ჰერბსტი.

ამ ნამუშევარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ის ყველაზე დიდი სიმინდის ლაბირინთია მსოფლიოში და 12 ჰექტარს მოიცავს. ავტორს შექმნილი აქვს უფრო პატარა ლაბირინთებიც-დაახლოებით 12 აკრი ფართობისა.


image
ჰერბსტი ძირითადად ხატავს საგნებს მეცნიერული ფანტასტიკიდან. აი, "ვარსკვლავური ომების" თემა.


image
მხატვარი არავის უმხელს, თუ რა მეთოდით მუშაობს, მაგრამ ფაქტია, რომ მის ნამუშევრებს ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს.


image

5. უზარმაზარი პორტრეტები, რომელთა დანახვაც მხოლოდ ზეციდან შეიძლება


image


თუ თქვენ მოგიხდათ ბელფასტის თავზე გადაფრენა, აუცილებლად შეამჩნევდით დედამიწიდან ზეცაში მომზირალი ბავშვის უზარმაზარ სახეს.


image
ამ ნამუშევარს "სურვილი" ჰქვია და ის ამერიკულ-კუბური წარმოშობის მხატვარს ხორხე როდრიგეს გერადს ეკუთვნის. აი როგორ გამოყურება სკულპტურა დედამიწიდან.


image


ნახატის შესაქმენლად გამოყენებული იქნა 12 აკრი ფართობის მიწა, 200 ტონა ქვიშა და ნიადაგი და 18 თვის მანძილზე ჯოჯოხეთური შრომა.
სამწუხაროა, რომ ბელფასტის მცხოვრებთა უმრავლესობას არ აქვს ეს სურათი ნანახი. მისი აღქმა მხოლოდ თვითმფრინავის ფრენის სიმაღლიდან შეიძლება.


image
ეს როდრიგესის ერთადერთი ნამუშევარი როდია, აი პრეზიდენტ ბარაქ ობამას პორტრეტი ბარსელონას პლაჟზე. მის შესაქმნელად 65 ტონა ქვიშა გახდა საჭირო. პორტრეტი იხატებოდა ხელით და მის შესაქმნელად გამოყენებული ერთადერთი იარაღი ნიჩაბი იყო.


6.დედამიწის ნაწილების სასაჩუქრე შეფუთვა


image


აი, ყველაზე დიდი ამ ნამუშევრებს შორის, მას ეწოდება "გარიყული ნაპირი" და ამ შეფუთვაში მოექცა ავსტრალიის სანაპიროს 93 000 კვადრატული მეტრი ფართობი. ამ მიწას უბრალოდ შეამოახვიეს შესაფუთი ქსოვილი. ის შექმნეს მხატვარმა კრისტომ და მისმა ცოლმა ჟანა-კლოდიამ.


მათი კიდევ ერთი ქმნილება-შეფუთული ხიდი პარიზში.


image
შეფუთული კუნძულები ფლორიდაში


image

ჩემთვის გაუგებარია, რატომ ფუთავენ ეს ადამიანები დედამიწის ნაწილებს, მაგრამ როგორც ამბობენ, რას გაუგებ ხელოვან ადამიანებს.















0
473
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0