x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ გინდათ, რომ უკეთესად იცხოვრით... 35 მნიშვნელოვანი აზრი ცხოვრების შესახებ

image


1. თუ გინდათ მშვიდად იცხოვროთ – ნუ გასწევთ ქველმოქმედებას, თუ ამის შესახებ არ გთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხსნელად იქცევით და ბედის სამკუთხედში (მდევარი – მსხვერპლი – მხსნელი) მოხვდებით. შეიძლება ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შეიძლება მსხვერპლი არც ისე მძიმე მდგომარეობაშია, როგორც თქვენ გეჩვენებათ და მდევარიც არც ისე დიდ ზეწოლას ახდენს მასზე, როგორც თქვენი გადასახედიდან ჩანს. ყველა გაჭირვებულს თუ დაეხმარებით, შესაძლებელია, მომავალში, თავად გახდეთ ვიღაცის დევნის ობიექტი და მსხვერპლი. ასე, რომ, მხოლოდ მას ამოუდექით მხარში, ვინც დახმარებას ითხოვს.

image

2. ცხოვრება 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია: ცვლილება, არჩევანი და პრინციპები. ცვლილება, არჩევანის უფლება და პრინციპები, გვეხმარება დასახული მიზნების შესრულებაში. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თუ არჩევანის გაკეთების შემდეგ, მას პრინციპებთან გაათანაბრებთ და დასახული გზიდან არ გადაუხვევთ.

image

3. იცხოვრეთ თქვენი წარმოსახვით. დაისახეთ ნათელი მომავალი და მისკე თამამად იარეთ. რაც თქვენს ცხოვრებაში წარსულში მოხდა, წარსულივე დატოვეთ. ნუ დაანგრევინებთ წარსულს მომავალს. ვინც უკან იხედება, წინ ვერასდროს წავა. იცხოვრეთ ფანტაზიებით და არა წარსულის ისტორიით.

image

4. ჩვენი ცხოვრების 10% არის ის, რაც ჩვენ გვემართება, ხოლო დანარჩენი 90% – ჩვენი რეაქცია ამ ყველაფერზე.

image

5. ჩვენს ცხოვრებას ყოველთვის სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის. ის სხვებისთვის შეიძლება მაგალითი იყოს, ან გაფრთხილება.

image

image

6. რასაც ჭკვიანი თავში აკეთებს, იმას სულელი ბოლოსთვის იტოვებს.

image

7. რაც უფრო კარგია ჩვენი აწმყო, მით ნაკლებს ვფიქრობთ წარსულზე.

image

8. ორჯერ ცხოვრება შეუძლებელია. არიან ისეთებიც, რომლებმსაც ერთხელ ცხოვრებაც არ შეუძლიათ — კი არ ცხოვრობენ, არსებობენ.

image

9. არ არის აუცილებელი ყველა ცხოვრებისეული პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მხოლოდ დღევანდელი დღის პრობლემა. მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ მხოლოდ მოცემულ მომენტში არსებულ ტკივილს გაუძლოთ.

image

10. «არაფრისკეთების სიხარული» (bel far niente (იტ.) — ეს არაფრის კეთებას კი არა, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვას ნიშნავს ანუ როდესაც მუშაობთ იმუშავეთ და თუ ისვენებთ — სამუშაოზე ნუღა იფიქრებთ.

image

image

11. დაცემა — ცხოვრების ნაწილია, ფეხზე ადგომა — მისი გაგრძელება. სიცოცხლე — საჩუქარია, ხოლო ბედნიერება — თქვენი არჩევანი.

image

12. რაც არ უნდა იყოს, ნუ მიიიღებთ ცხოვრებას მეტისმეტად სერიოზულად — მისგან ცოცხალს თავი, ჯერ არავის დაუღწევია.

image

13. ყველაფერი, რაც კარგია ამ ქვეყანაზე — ან უკანონოა, ან ამორალური, ან გასუქებას იწვევს.

image

14. იმისათვის რომ, მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყოთ სხვა ადამიანთან, თქვენ კავშირი, ჯერ საკუთარ თავთან უნდა იპოვოთ.

image

15. სიძუნწე და ბედნიერება ერთმანეთს არ იცნობენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს არასოდეს ხვდებიან.

image

image

16. ცხოვრება — პოეზიაა, და არა საქონელი ბაზარში. თუ თქვენ შეეცდებით რომ სასარგებლო იყოთ, აუცილებლად გამოგიყენებენ. რადგან, პრაქტიკული ადამიანების უგულებელყოფა არასოდეს ხდება.

image

17. ადამიანები ყოველთვის ტირიან ან იცინიან, როდესაც თქვენ ტირით. თქვენ შეგიძლიათ იცინოთ და სხვისი ემოციების გამოხატვის მიზეზი არ გახდეთ.

image

18. შინაგანი ძალა — ეს არის სხვისი მუსიკის პატივისცემის, საკუთარ მელოდიაზე ცეკვის და მხოლოდ საკუთარი ჰარმონიის მოსმენის ნიჭი.

image

19. ადრეულად მომწიფებული ნაყოფი დიდი ხნით არ ინახება.

image20. განჭვრეტა მხოლოდ გულს შეუძლია. ყველაზე მთავარის დანახვა, თვალით შეუძლებელია.

imageimage21. ქარის მთესველი — ქარიშხალს იმკის.

image

22. ბედი ყველას უღიმის. მაგრამ, მხოლოდ მცირე რაოდენობას — პირში, უმრავლესობას — ზურგს უკან.

image

23. საკუთარი სიცოცხლის სიგრძეს ვერაფერს უზავთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი სიღრმე და სიგანე.

image

24. გამოცდილება — სავარცხელი არის, რომელსაც ცხოვრება მაშინ გვაძლევს, როდესაც თმა გაგვცვივდება.

image

25. ამ ქვეყანაზე ბევრი კაკტუსია, მაგრამ საჭირო არ არის მათზე დაჯდომა.

image

image

26. თუ თქვენ ფრთების გარეშე დაიბადეთ, ხელს ნუ შეუშლით მათ გაზრდას.

image

27. გაოფლილი მოთამაშეები ცხოვრებაში უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ უყურებს.

image

28. თუ გზაზე ჭეშმარიტების მქადაგებელი შეგხვდებათ, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალეთ იქაურობას.

image

29. ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ორი ტრაგედია მოხდეს: პირველი — არ მიიღოს ის, რისი მიღებაც ყველაზე მეტად უნდა ამ ქვეყანაზე და მეორე — მიიღოს ეს.

image

30. ხანდახან, ყველაზე ბრძნული გამოსავალი — თავის სულაელად მოჩვენება არის.

imageimage31. თუ შლეიფში ლომი არა გყავთ — დაძინებულ ძაღლს ნუ გააღვიძებთ.

image

32. ხანდახან, გვეჩვენება, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრება შეუძლებელია. მაგრამ, წასასვლელი რომ არსად არის?

image

33. ადამიანები თავს მთაზე მირტყმით კი არა, სწორ ზედაპირზე დაცემისას იტეხენ.

image

34. ისწავლეთ სხვების მოსმენა და ურთიერთობა მათთან. ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა ნიშნავს, რომ მომავალში არ გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც გაჭირვების დროს გვერდში დაგიდგებიან, არ გეყოლებათ კლიენტები და საერთოდ, სამუშაოც არ გექნებათ.

image

35. სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან მარტივია. მაგრამ, ჩვენ დაჟინებით, მის გართულებას ვცდილობთ.

image

0
414
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0