x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოჯახმა აყვანილი შვილი მას შემდეგ მოკლა და შემდეგ დაწვა ,როდესაც საკუთარი შვილი გაუჩნდათ
image6 წლის ვერონიკას 4 დღის განმავლობაში ეძებნდენ მოსკოვის შემოგარენში.დაბა ოზერსკში, საიდანაც გოგონა იყო და უახლოეს დასახლებებში მოსახლეობა გოგონას ფოტოებს ბოძებზე, მიწისქვეშა ჩასასვლელებში თუ მაღაზიის ვიტრინებზე აკრავდა.ეძებდა პოლიცია და უბრალოდ მოხალისეები, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს პატარა გოგონას გაუჩინარების ამბავი.


მშობლები აცხადებდნენ, რომ ვერონიკა 6 აგვისტოს დაიკარგა, მალე თვითონ მშობლებიც გაქრნენ, სახლში არავინ იყო, ტელეფონსაც არ პასუხობდნენ.


2 დღის შემდეგ ტატიანა და რომან ჩერნიკოვები სოფელ სერებრიანი პრუდში იპოვეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე იმალებოდნენ.ცოლ-ქმარი მთვრალი იყო.

თავიდან ისინი რაღაც გაურკვევლად და აბდაუბდა ლაპარაკობდნენ, ბოლოს კი რომანმა აღიარა, რომ ვერონიკა უკვე 4 თვეა ცოცხალი აღარ არის..მან ჯერ გოგონა მოკლა და შემდეგ დაწვა.




ჩერნიკოვებმა ვერონიკა სულ პატარა, 2 თვის ასაკში იშვილეს.დაბადების მოწმობაში ეწერა: მამა: რომანი, დედა: ტატიანა.36 წლის რომანს პირველი ქორწინებიდან 9 წლის ვაჟი მაქსიმი ჰყავდა, ტატიანას ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ შეეძლო ჰყოლოდა საკუთარი შვილი, სწორედ ამიტომ აიყვანეს ვერონიკა.


მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ მოხდა სასწაული და ტატიანა დაფეხმძიმდა, გაუჩნდათ საკუთარი ქალიშვილი, რომელსაც ნასტია დაარქვეს.

image


თითქოს ერთი შეხედვით მშვენიერი ოჯახი, სამი შვილით...თუმცა ამ ამბიდან სამწუხაროდ ლამაზი ისტორია არაფრით გამოვიდა....


როგორც მეზობლები აცხადებენ რომანი და ტატიანა ხშირად სვამდნენ, მათ არც სიდედრი ელენე ჩამორჩებოდა( რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა).


-ისინი არავის ეკონტაქტებოდნენ-აცხადებს მათ მოპირდაპირედ მცხოვრები მეზობელი.ეზოში გამოვიდოდნენ და სამივე სვამდა, მათთან სტუმარი არასდროს მინახია.

image-პირველად რომანმა ატეხა განგაში, ნიკა არავის გინახიათ?(ვერონიკას შემოკლებული სახელი)-ამბობს მეზობელი ლუბოვ ივანოვა-ყველამ მხრები ავჩიჩეჩეთ, თან ამბობდა, რომ გოგონა ეზოდან დაუკითხავად გავიდა.ეს უცნაური იყო, რადგან მათი ბავშვები ღობის იქით არასოდეს გამოდიოდნენ, მეზობლის ბავშვებთან არ მეგობრობდნენ.მთელი დღის განმავლობაში საკუთარ ეზოში თამაშობდნენ.


ოჯახმა პოლიციაში განცხადება დაწერა, მალე გამოჩნდა მოხალისეთა სამძებრო ჯგუფი "Лиза Алерт", რომლებიც ქუჩებში ფურცლებს აკრავდნენ და გამვლელებს გოგონას ფოტოს აჩვენებდნენ.


მალე თვითონ ვოლონტიორები დაეჭვდნენ, რომ აქ რაღაც მთლად სუფთად არ იყო საქმე.


პოლინა შეკშინა(ვოლონტიორი):"ჩერნიკოვი მხოლოდ პირველ დღეს მონაწილეობდა ძებნის ოპერაციაში, შემდეგ კი ჩაიკეტა სახლში და აღარ გვეკონტაქტებოდა, აღარც დაინტერესებულა როგორ მიდიოდა სამძებრო სამუშაოები, პირიქით ბრაზდებოდა როდესაც "Лиза Алерт"-ის მოხალისეები რაიმეს დასაზუსტებლად კითხვით მიმართავდნენ.დაფაც კი ჩამოკიდა ჭიშკარზე წარწერით:"თავი დაგვანებეთ."

image

ყველაფრის გამოაშკარავების შემდეგ ცოლ-ქმარი დააკავეს, მათთან ერთად დააკავეს რომანის დედაც, ტატიანა, რომელმაც ყველაფერი იცოდა და დუმდა.


მაინც რატომ გადაწყვიტა ოჯახმა მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ გოგონას დაკარგვის შესახებ "განგაში აეტეხა?", საქმე იმაშია, ჩერნიკოვებმა შეიტყვეს, რომ აგვისტოს დასაწყისში მათთან პროტოკოლის მიხედვით უნდა მისულიყვნენ მეურვეობის კომისიის წევრები, რათა ენახათ რა მგომარეობაშია აყვანილი ბავშვი.



რომანმა აღიარა, რომ დამწვარი გოგონას გვამი ქალაქგარეთ დამარხა, მიუთითა ადგილიც, თუმცა ჯერჯერობით სამართალდამცავებმა გოგონას სხეულის ნარჩენები ვერ იპოვეს.


პოლიციის აზრით რომანი მკვლელობის დროს სავარაუდოდ ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ზუსტად აღარ ახსოვს დამარხული გვამის ადგილმდებარეობა.



1
1518
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1518
  
2016, 18 აგვისტო, 17:02
ესეთი ამბები,მხოლოდ რუსეთში ხდება.... ქალები,40წლის ზემოთ თითქმის ყველა ალკოჰოლიკია
0 1 1