x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოთახის იების ყველაზე ლამაზი სახეობები: ამადეუსი, სულიკო, რძის გზა... 60-ზე მეტი სახეობის ფოტო
image

imageერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქოთნის ყვავილის ისტორია 1892 წელს დაიწყო, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკის გუბერნატორმა ალბერტ ემილ ვალტერ რედკლიფ ლა ტანოიქს ფონ სენ-პოლმა და მისმა საცოლემ, სეირნობის დროს, სიცხით შეწუხებულებმა, ხის ჩრდილს შეაფარეს თავი და შემთხვევით, მანამდე უცნობი იისფერი ყვავილები აღმოაჩინეს. ნაპოვნი ყვავილები გერმანიაში, ბარონის მამას – ულრიხ სენ-პოლს გაუგზავნეს, რომელიც პროფესიით დენდროლოგი და ყვავილების დიდი მოყვარული იყო. ხოლო მან, თავის მხრივ, ყვავილი, სახეობის დასადგენად, ბოტანიკური ბაღის დირექტორს ჰერმან ვენდლანდს გაუგზავნა, ჰანოვერში. ჰარვარდელმა მეცნიერებმა ია გესნერიასებრების ოჯახს მიაკუთვნეს და 1893 წ. ოფიციალურად დაარეგისტრირეს. სწორედ ეს წელი ითვლება იების «დაბადების» წლად. ამ წელს ია პირველად წარადგინეს ყვავილების გამოფენაზე და მის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ «Garden Flora»-ში გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ იამ, გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია და უკვე 1927 წელს, აშშ-ში ყველაზე პოპულარულ ყვავილად იქცა. თუმცა, იმ დრიოსთვის, მცენარის მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი სახეობა არსებობდა.

მას შემდეგ, თითქმის საუკუნე გავიდა და სელექციონერების დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს ამ ულამაზესი მცენარის 30 000-მდე სახეობა არსებობს. მათ შორის ისეთებიც არის, განსაკუთრებული სილამაზით რომ გამოირჩევა და ცოცხალი კი არა, სურათებიც კი, მნახველების აღფრთოვანებას იწვევს. აქ სწორედ, ამ კატეგორიის იების ფოტოებს წარმოგიდგენთ:


აფრიკული ღამე


image


Ness Orange pekoe


image


ვარდისფერი აკვარელი

image


ლე შატო ბრიონი

image


თეთრი დედოფალი

image


ათქვეფილი ნაღები

image


პეწიანი ყაყაჩო

image


Sunkissed rose

image


კონკიას სიზმარი

image


განრისხებული ანჟელიკა

image


Emerald love

image


Blue dragon

image


შავი მარგალიტი

image


ფასკუნჯი

image


სულიკო

image


საქორწილო თაიგული

image


აისედორა

image


სილამაზის ქალღმერთი

image


წითელი მდინარე

image


Buckeye Seductress

image



Rosie Ruffles

image


ფერია

image


ჯორჯია

image


ლიტუანიკა

image


შატო ბრიონი

image


ხარების ბრძოლა

image


რძის გზა

image


ვარსკვლავთცვენა

image


ვარდისფერი ყვავილწნული (გირლიანდა)

image


ზღვის მგელი

image


ცისფერი სისხლი

image


ამადეუსი

image


ცისფერი დრაკონი

image


ზამთრის ღიმილი

image


როზმარი

image


ცეცხლოვანი ფარვანა

image


სიყვარულის მაგია

image


Live wire

image


image


Reigning beauty

image

image


თქვენო უდიდებულესობა

image


Bold party girl

image

image


Golden autumn

image


Pat Tracey

image


ესენია

image


Partly cloudy

image


ვარდისფერი პანტერა

image


ესმერალდა

image


ნუში

image


მაჯენტა

image

ამადეუსი

image

imageციური ლაჟვარდი

image

imageმარიამი

image


Midnight twist

image


ლურჯი ნათება

image

image Ruffled skies

image


Spanish dancer

image


წითელი ზაფხული

image


მწვანე ვარდი

image


Irish flirt

image


Playful spectrum

image

image



სენპოლია, მოვლის თვალსაზრისით, ორ ჯგუფად იყოფა: არის ისეთები, განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას რომ სჭიროებენ და არის ადვილად მოსავლელი, ნაკლებად ჭირვეული მცენარეები.

სელექციონერები დღემდე აგრძელებენ ახალ-ახალი სახეობების გამოყვანას, ხოლო ყვავილების მოყვარულები, თავიაანთი კოლექციების შევსებას. სენპოლია იმდენად ლამაზი მცენარეა, რომ გვერდით გულგრილად ვერავინ ჩაუვლის. მაგრამ, თუ ამ მცენარის შეძენას გადაწყეტთ, ჯერ ფლორისტთან გაიარეთ კონსულტაცია. დარწმუნდით, რომ მის მოვლას შეძლებთ! imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ
ქოთნის იების სილამაზის 5 საიდუმლო


0
559
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0