x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ახლა რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე! "-რას წერს გურამ შეროზია ტრაგიკულად დაღუპულ ძმებზე-"ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით..."

image
ბლოგერი გურამ შეროზია მდინარე გუბისწყალში ტრაგიკულად დაღუპულ ძმებთან, იოანე და თემურ ვაშაკიძეებთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და იხსენებს თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ძმებთან, თუმცა ახლო გაცნობა ვერ მოახერხა, რასაც იგი ახლა ძალიან ნანობს:


"აუ, ახლა რომ არ დავწერო და არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!
ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დედაჩემმა რომ მითხრა, ისე გავცეცხლდი ლამის ვუყვირე რას ბოდავმეთქი!! მერე ამათ ფეისბუქზე შევედი და... იმის მერე ასე პარალიზებული ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით...
ნაგლეჯებად მაქვს ინფორმაცია.
რომ ერთი ძმა იხრჩობოდა
მეორე დახმარებას ცდილობდა
და ბოლოს ორივე...!!
ასეთი ჭკვიანები, სიმპატიურები, ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსეები, ასეთი მომავლით. ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა მეც ასეთი შვილები მყოლოდა, ასე გამეზარდა და მეც მეამაყა! ოღონდ არა ასეთი დასასრულით!
ჯერ უმცროსმა ძმამ მიპოვა ფეისბუქზე, ორი წლის წინ რაღაც გადაცემაში მნახა. მერე მეორემ დამამატა. მიყვეებოდნენ როგორ მიყურებდნენ იმედის დილაში, როგორ უხაროდათ რომ ნათესავი აღმოაჩინეს ასე შემთხვევით.
ორჯერ, ნახვაც შემეძლო, როცა ეტალონში იღებდნენ მონაწილეობას და ჩამოსულები იყვნენ. სამოგზაუროდ ვემზადებოდი და სხვა დროს ვნახავ, სად წავლენმეთქი და ...
ჩვენი ბოლო მიმოწერაც თემოსთან ასე დასრულდა:
- დაბადების დღე მივულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერაფრით ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა
- და პასუხი: შევხვდებით, სად წავალთ.
და ჩემი კამათი იმაზე, რომ ჩემს ასაკში იმდენად მაგარი ტიპები იქნებოდნენ, ამ ტემპებით, რომ მე ვერც კი შევადარებდი თავს.
აი ახლაც ვფიქრობ, იდიოტივით ათას სისულელეზე და არ მჯერა, მგონია რომ მძინავს. და ყელში რაღაც მიჭერს და მახრჩობს!
ვერ ჩავალ მათთან ფიზიკურად, არ შემიძლია რომ ჩვენი ამდენი ხნის დაგეგმილი და მუდმივად გადადებული შეხვედრა აი ასეთი ფორმით შედგეს!
უსამართლობაა, რომ არ შემიძლია ჩემი სიცოცხლის წლები მოვიკლო და ამათ მივცე!
და რას შეცვლის ჩემი ბღავილი!
წარმოდგენა და ფიქრიც არ მინდა მათ მშობლებზე!
ასეთი უგულობა, უსამართლობა, ბოროტება, საშინელი ტრაგედია!!! როგორ ვაპატიო ღმერთს?!!
ვბოდავ, ბუნდოვნად ვაზროვნებ! და არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერააა!!!!!"
imageimage


0
571
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0