x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მონატრება და მთვარე

ადამიანთა შორის არსებობს ათასი მოსაზრება მონატრების შესახებ, რომ ის არის სივრცული, ემორჩილება ადამიანის ფანტაზიას, შეიძლება ადამიანი გენატრებოდეს მაშინაც, როცა ის შენთანაა, მაგრამ უფრო მწარე ტკივილს განიცდი, მაშინ როცა გშორდება და მისი ნახვის შანსები მცირდება.მეცნიერული თვალსაზრისით, ეს ერთგვარი გრძნობაა, რომელიც სიყვარულის მსგავსად ადამაინის სულიერ სამყაროში არსებობს.
არსებობს მონატრების ისეთი სახეობა, როცა უბრალოდ ადამიანს ვერ ნახულობ, შანსი მასთან მიწერის 0% -ის ტოლია, ამ დროს ადამიანი სულ იზოლაციაში იმყოფება და ცდილობს ჩაეჭიდოს ისეთ რამეს, რაც მისთვის და მონატრების ობიექტისთვის ერთია, ვინაიდან და მზეს თვალს ვერ გაუსწორებ, იმედად მთვარე რჩება, მთვარე, რომელიც თითქოს ადამიანთა სულთან გაკავშირებს, გაიმედებს, გგონიაა მის თვალებს მთვარის შუქი ირეკლავს, ამ ყველაფერს უფრო დიდ და ამაღელვებელ ელფერს მატებს ღამის სიჩუმე, სიწყნარე, ღამე ხომ ის დროა, როცა შენ მართლა შენ ხარ და ვერაფერს დამალავ.image
image

2
161
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯინაა
ჯინაა
161
  
2016, 13 აგვისტო, 9:46
გეთანხმები..
2016, 12 აგვისტო, 17:12
მე მთვარე უფრო მიყვარს ვიდრე მზე, ღამე უფრო ლამაზია, რომანტიკულია, მისტიკურია, დღე ძაან ,,რეალური'' და მომაბეზრებელია
0 1 2