x
image
ციცი
Mediator image
"კუმისელი რეიკის" გამო თბილისში ხალხი პანიკაშია.
image
სოციალურ ქსელში "კუმისელი რეიკის" გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ვრცელდება ვიდეოები, იწერება სტატუსები, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ახალ ინფორმაციებს ავრცელებენ ამ ეგრეთ წოდებული მოჩვენების შესახებ და ყველა მათგანს ესმის ღმუილის ხმა, რომელიც არც ერთი ცხოველის ხმას არ გავს. ინფორმაცია კი მედიის საშუალებით ვრცელდება და ხალხი პანიკამ მოიცვა. ზოგს ეს ყოველივე ხუმრობად მიაჩნია, ზოგს კი სჯერა.


აი, რას წერს სოციალურ ქსელში "კუმისელი რეიკის" შესახებ ლუკა ბიჭიკაშვილი და თან კომენტარებში ვიდეოსაც ტვირთავს, სადაც რაღაც ყმუილის მაგვარი ხმები ისმის:

"მოკლედ მეგობრებო არ ვიცი ჩემი პარანოიაა თუ ზედმეტი ინტერესი აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, რომელიც "რეიკებს" ეხება მაგრამ რაღაც უცნაური ხდება ამ წუთებში ჩემს თავს, მოკლედ ვმუშაობ... ვაკის ტერიტორიაზეა შენობა, კერძოდ აივნის მხარეს "ვერა რეჩკა"-ს ტერიტორიაა, უკვე სამი საათია ძაღლები არ წყვეტენ ყეფას თან მათ ყეფასთან ერთად საშინელი კივილი ისმის, როცა გავიხედე დავინახე პატარა ადგილას წითლად ანთია შუქი, სადაც აშკარად ხალხია....ეს გაურკვეველი კივილის თუ ყმუილის ხმა იმ წითელი ადგილიდან მოდის მოკლედ რავქნა გავხსენი კუმისის საიდუმლო თუ ღრმა პარანოია მჭირს (მაქვს ყმუილის ვიდეო ჩანაწერი კომენტარებში ავტვირთავ )... კუმისელი რეიკი"...



image

ასევე სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელიც, გიორგი ფხაკაძეც აქვეყნებს სტატუსს "რეიკის" შესახებ:

"სამი ღამეა ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარედ ისმის საშინელი ღმულის ხმა.. ხმა გრძელდება გათენებამდე. წააგავს ძროხის ღმულის... მაგრამ ბევრად ხმამაღალია. მოგვაშორეთ ეს რეიკი თორემ გვაწუხებს უკვე... ძილი გვინდა ხალხს."image

მას შემდეგ რაც ეს სტატუსი მთელმა ქართულმა ინტერნეტსივრცემ მოიარა, გიორგი ფხაკაძემ ახალი პოსტა გამოაქვეყნა მათთვის, ვისაც სასაცილოდ მიაჩნია და არ სჯერა მისი:

"დღეს ჩემმა სტატუსმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინვე განიუსდა და ხალხი პანიკამ მოიცვა. ზოგიერთმა ათას სისულელეებში დამადანაშაულა. ზოგს ამერიკელების საიდუმლო ბაზა ჰგონია თბილისის ზღვაზე, სადაც გენეტიკურ ცდებს ატარებენ ადამიანებზე... და ათასი სისულელე... მოკლედ, მეგობრებო წლებია ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში ვცხოვრობ... აქაურობას და აქაურ ხმაურს შეჩვეული ვარ. ავტომობილების ხმას, მოტოციკლეტის გულისწამღებ ხმაურს, თბილისის ზღვის ახალი უბნის მშენებლობიდან წამოსულ ხმაურს ( მათ შორის ღამის საათებშიც), ძაღლების ყეფას, მთვრალი ადამიანების ჩხუბს, მაგრამ წინა სამი ღამის განმავლობაში სულ სხვა რამ ხდებოდა. თბილისის ზღვის მხრიდან, მოდიოდა საშინელი ღმუილის ხმა... მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება... მე ღამე ძირითადად არ მძინავს და ეს ხმა საკმაოდ მკვეთრად მესმოდა, რადგან ღამის 3 საათის შემდეგ ავტომობილების ხმაურს და ადამიანების ხმას ცვლის სრული სიჩუმე. დაახლოებით ერთი-ორი წუთის ინტერვალით ეს ღმუილი მეორდებოდა... თითქოს შორიდან ვინმეს ჰქონდა ფირზე ჩაწერილი და ხმის გამაძლიერებლით უშვებდა... ღმუილი იწყებოდა ადამიანის ყვირილის ხმით და უწყვეტად გადადიოდა ძროხის ღმუილის მსგავს ხმაში... ხმა გრძელდებოდა 3 ღამის განმავლობაში გათენებამდე. არ ვიცი რა ან ვინ იყო მაგრამ ნამდვილად დაუკარგა მოსვენება ჩემს მეზობლებსაც და მეც. ხო, აქვე დავამატებ, რომ არაფერს ვამტკიცებ... ვყვები იმას რაც გავიგონე... სტატუსი დავწერე და მაშინვე განიუსდა. არავის პანიკაში ჩაგდება არ მიფიქრია და არავის ნერვებზე არ ვთამაშობ. არც იმას ვითხოვ რომ დამიჯეროთ. მე თუ მკითხავთ პირადად მე მსგავსი მითოლოგიური არსებების არსებობა არ მჯერა და ყველაფერს მოეძებება რაციონალური ახსნა. სტატუსი დავწერე იმიტომ, რომ ხმამ ნამდვილად შემაწუხა."imageგარდა ამისა, ინტერნეტში ვრცელდება "იმედის" ტელეწამყვანის მირიან ჯეჯელავას მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებული მისივე გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასევე ისმის ღმუილის მსგავსი ხმა.

რეიკი-ხუმრობაა თუ სინამდვილე?! გამოგონილი მონსტრი თუ კუმისელი მოჩვენება?!image

7
1563
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1563
  
2016, 10 აგვისტო, 23:55
ამ ტიპს ავიწყდება რომ ზოპარკტან ახლოს ცხოვრობს და ეს ტურის ხმაა
2016, 10 აგვისტო, 19:15
რამ უნდა გამოიაროს შენსკენ რაც არ არსებობს :) ??, უბრალოდ ბიძოს მოუნდა თბილისის დაცლა, რაღაც გეგემები აქვს ალბათ და ეს ხუმრობით მაგრამ, რაღაც სისულელეებს გავს ეს ყველაფერი და სასაცილოა. რეიკი :D :D
2016, 10 აგვისტო, 13:19
დაუჯერებელი აღარაფერია :D ყოველდღე დაუჯერებელი ამბები არ ხდება? :P
2016, 10 აგვისტო, 13:14
ანუ გჯერა რომ რეიკია?
2016, 10 აგვისტო, 13:12
ინტერესის გამო. მინდა ვნახო ერთი რა არის... მთელი დღე საშიანელებათა ფილმებს და მსგავს მოვლენებს ვათვალიერებ და
ეხლა მაინტერესებს ეს რა არის... ნახვა მინდა აააა
2016, 10 აგვისტო, 13:10
:დ
2016, 10 აგვისტო, 13:08
ვაა რა საინტერესოა ,..ნეტავ ჩემკენაც გამოიაროოსს!1!!
0 1 7