x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79 წლის ქალწული მისთხოვდა მამაკაცს,რომელიც მთელი თავის ცხოვრება უყვარდა
image


ამერიკაში 79 წლის მოხუცი ქალბატონი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება ინახავდა ქალწულობას, ცოლად მიჰყვება 85 წლის მამაკაცს, რომელიც მთელი თავის ცხოვრება უყვარდა.


წყვილი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა პატარა ქალაქში ოჰაიოს მახლობლად.მარგარეტი სკოლას ამთავრებდა, როდესაც ჰენრი გაიცნო, ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს ფოლადის ჩამომსხმელ ქარხანაში მუშაობდა.


მათ შორის გაჩაღდა რომანტიული ურთიერთობა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა .თუმცა მალე მარგარეტმა უნივერსიტეტში ჩააბარა, სწავლად ბევრი დრო მიჰქონდა და წყვილი ნელ-ნელა დაშორდა ერთმანეთს.



image

მარგარეტის თქმით, ყველაფერს ამას ხელი შეუწყო დედამისმა., რომელსაც არ მოსწონდა სასიძო.

"დედას არ მოსწონდა ჰენრი, ჯერ ჩემზე უფროსი იყო, მეორეც კათოლიკე არ იყო, თუმცა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა"-იხსნებს მარგარეტი.


გავიდა 60 წელი.ამ ხნის განმავლობაში მარგარეტს აღარ ჰქონია რაიმე სერიოზული რომანი.ამასთანავე თითქმის 20 წელიწადი ავადმყოფ დედას უვლიდა.მთელი ამ ხნის განმავლობაში მარგარეტი ქალწულობას ინახავადა:"მორწმუნე ადამიანი ვარ და მწამს, რომ მხოლოდ იმ ადამიანთან უნდა გაიზიარო სარეცელი, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასი იქნება და მომავალში შენი ცხოვრების მეგზური გახდება, "-აცხადებს მარგარეტი.


ერთ დღესაც ქალმა გადაწყვიტა ჰენრისთვის დაერეკა.

მარგარეტი: დღე მშვიდობისა. შეიძლება ჰენრის დავუკავშირდე?
ჰენრი: მე ვარ.
მარგარეტი: თქვენ ერთ დროს მუშობდით მეტალურგიულ ქარხანაში?
ჰენრი: დიახ.
მარგარეტი: ეს არის ზარი ძალიან შორეულ წარსულიდან. მარგარეტი ვარ.


წყვილი 3 საათის განმავლობაში ლაპარაკობდა ტელეფონზე.როგორც გაირკვა ჰენრის ცოლი ჰყავდა, თუმცა დაქვრივდა, შვილები არ ჰყავდა, ამასთანევ ჰენრიმ განუცხადა, რომ ყოველთვის ახსოვდა და უყვარდა მარგარეტი.


ასე აღადგინეს ურთიერთობა.9 თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.


"თუ მიწერია მასთან ორი წელი ვიცხოვრო, ან თუნდაც ერთი თვე, -მოვკვდები, როგორც ყველაზე ბედნიერი ქალი."-აცხადებს მარგარეტი.

9
1147
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1147
  
2016, 10 აგვისტო, 21:32
სასიდედრო ადრევე "მოვთაფლე", რისი მეგრელი ვიქნებოდი ეს ვერ მომეხერხებინა? :)
2016, 10 აგვისტო, 21:12
აბა რაა ეგრეა, თუმცა მე რომ არ მოვწონდე ჩემს მომავალ სიდედრს, უარს ვიტყოდი ქორწინებაზე :D
2016, 10 აგვისტო, 21:09
თოფით დამსდევდა თბილისელი სასიმამრო, მაგრამ არ მოვტაცე გოგო?!
მთავარია გიყვარდეს და უყვარდე, სხვა დანარჩენი გადალახვადია ყოველთვის.
2016, 10 აგვისტო, 21:05
ბარემ ადრე დაქორწინებულიყვნენ, უფრო ბედნიერები არ იქნებოდნენ? სიყვარულს ბრძოლა უნდა, სიყვარულისთვის და საყვარელი ადამიანისთვის უნდა იბრძოლო.. აბა თეფშზე დადებული კი არ მოდის
2016, 10 აგვისტო, 21:02
სულელები არიან 1ც და მეორეც, გვიან რომ დაქორწინდნენ მაგიტომ
2016, 10 აგვისტო, 21:01
ხოხ რას "დაბრდღვნის" აბაბუ იქაურობას! :)))
აწი გინდა ცოლი ერქვას და გინდა მზარეული, ლოგინს თუ გაუთბობენ ერთმანეთს და ეგაა რა. :))
2016, 10 აგვისტო, 19:46
ქართველი ხომ არ იყო ის ქალი შემთხვევით? ::D
2016, 10 აგვისტო, 17:45
ჩაკირული იქნება.......
0 1 9