x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508578
10 მეცნიერული მითი-ზღაპარი,რომლისაც უმეტესობას სჯერა
1-კოსმოსიდან ჩინეთის კედელი შეიძლება დავინახოთ-ეს
ფართოდ გავრცელებული მითია, ტელევიზიებშიდაც კი სვამენ ხოლმე ამ კითხვას
ე.წ.ვიქტორინებში.არავითარი ჩინეთის კედელი არ სჩანს კოსმოსიდან, ეს
მრავალმა კოსმონავტმა დაადასტურა, ხოლო პირველმა ჩინელმა კოსმონავტამა,
რომელმაც სპეციალურად იმ ადგილს გადაუფრინა აღიარა, რომ კედელი ვერ
დაინახა.

image


2-პოლარული ვარსკვლავი ყველაზე ნათელია.-პოლარული
ვარსკვლავი არაა ყველაზე კაშკაშა, იგი მხოლოდ სადღაც 50-ე
ადგილზეა.პოლარული ვარსკვლავის დანახვა ძალზე ადვილია, რადგან დედამიწის
ღერძი პირდაპირ მისკენაა მიმართული.სინამდვილეში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსია.

image




3-ზიგზაგებით უნდა გაიქცე, რომ ნიანგმა ვერ დაგიჭიროს-
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რჩევა, რომ ნიანგს გაექცეთ.როგორც ცნობილია
ნიანგს არ შეუძლია სწრაფად კისერის მობრუნება და რჩევაც ალბათ აქედან
გამომდინარეობს, საქმე იმაშია, რომ ნიანგი ხმელეთზე ფაქტიურად არ ნადირობს,
იგი მხოლოდ წყალში იჭერს მსხვერპლს.


image


4-ბენზინის ავზს თუ ესვრით, მანქანა აფეთქდება-ასეთი რამეები მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებში და ვიდეოთამაშებში ხდება.სინამდვილეში
ტყვია ვერ აფეთქებს ავტომობილს, (ეს დაამტკიცეს "დისქავერის" ცნობილ
გადაცემაშიც "mythbusters".)


image



5-წითელი ფერი აღიზიანებს ხარებს-ესპანელმა ტორეადორებმა 1700-იანი წლებიდან გამოიყენეს წითელი ფერის ნაჭერი. ამის შემდეგ გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს ხარს წითელი ფერი აღიზიანებს, სინამდვილეში ხარისთვის საერთოდ აზრი არა აქვს მატერია რა ფერის იქნება, იგი უბრალოდ მოძრავ, მოფრიალე ნაჭერზე რეაგირებს.

image



6-მეხი ერთი და იგივე ადგილას არ ეცემა-სინამდვილეში
მეხი ეცემა ერთი და იმავე ადგილას, პირიქით, უფრო ხშირად ვიდრე
წარმოგვიდგენია, მაგალითად ცნობილ ცათამბჯენ "ეპაიერ-სტეიტს" წელიწადში
დაახლოებით 100-ჯერ მაინც ეცემა მეხი.

image


7-მინა მკვრივი საგანია-როგორც აღმოჩნდა შუშა არ ყოფილა მკვრივი საგანი.ეს არის ატომორფული თხევადი საგანი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც მკვრივი.ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნელ-ნელა "წვეთავს".თუ დააკვირდებით, ვიტრაჟების და ფანჯრების შუშების ქვედა მხარე დროთა განმავლობაში უფრო სქელი ხდება.

image


8)ევერესტი ყველაზე მაღალი მთაა მსოფლიოში-დიახ ევერესტი ნამდვილად ყველაზე მაღალი მწერვალია მსოფლიოში, რომელიც ზღვის დონიდან 8848 მეტრზე მდებარეობს, თუმცა ყველაზე მაღალი მთა არ არის.


მთა მაუნა-კეა, რომელიც ჰავაიზე მდებარეობს, ზღვის დონიდან მისი სიმაღლე მხოლოდ 4205 მეტრია, თუმცა მისი საერთო სიმაღლე 10 000 მეტრია.მთის უმეტესი ნაწილი წყნარი ოკეანეშია განთავსებული.

image


9)მეცხრამეტე საუკუნემდე მიაჩნდათ, რომ დედამიწა ბრტყელია-არსებობს ასეთი მითი, რომ თითქოს დედამიწის სიმრგვალე მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდა, როდესაც შუა საუკუნეებში დიდმა მოგზაურებმა დედამიწის გარშემო იმოგზაურეს.მანამდე მიაჩნდათ, რომ დედამიწა ბრტყელია.


სინამდვილესი გეოგრაფებიც და რელიგიაც იზიარებდა იმ აზრს, რომ დედამიწა მრგვალია.ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ასტრონომი, გეოგრაფი და მათემატიკოსი პტოლემე "გეოგრაფიის" ცნობილი ავტორი აცხადებდა, რომ დედამიწა სფეროსებური ფორმისაა, ამას შემდგომ მრავალი მეცნიერი თუ ასტრომობი ადასტურებდა, თუმცა პტოლემეს მიაჩნდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო.ასე გაგრძელდა შუა საუკუნეებამდე.


image


10)ადამიანს მხოლოდ გრძნობის 5 ორგანო აქვს-ეს გრძნობები ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ არისტოტელემ და ყველას მიაჩნდა, რომ ეს ასეა:მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება.
თუმცა ადამიანს ამის გარდა დაახლოებით 20-მდე გრძნობა აქვს. მათ შორისაა, თერმოცეფცია (სითბოს გრძნობა), ეკვიბრიოცეფცია (წონასწორობის გრძნობა), შიმშილის, წყურვილის, ორიენტაციის გრძნობა და ა.შ.

image


1
524
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
524
  
2016, 10 აგვისტო, 21:06
მხედრიონის "დოღის" დროს ბიძაჩემის გაზ 24–10 მარკის ვოლგას 12 ტყვია მოხვდა ბენზინის ავზში (არ გაუჩერა და ესროლეს), არც აფეთქებულა და არც არაფერი, მთელი ზუგდიდია ამის მნახველი და მოწმე.
0 1 1