x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მდიდრების პატარა უმცირესობას ეწირება ხალხის უმრავლესობა- ირაკლი კაკაბაძე რეფერენდუმზე
image


მოგეხსენებათ, რომ წინა საარჩევნო პერიოდია და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები წინასწარ გამოკითხვებს აწარმოებენ დაქირავებული კოორდინატორებისა და თუ უბრალოდ ინტერნეტ-გამოკითხვების მეშვეობით. ბევრი საკუთარ აზრს გულახდილად და უშიშრად აფიქსირებს, ბევრიც ერიდება საჯაროდ ამაზე საუბარს. ამ დრომდე არ ცხრება დისკუსია ნაციონალებსა და ოცნების პარტიის წარმომადგენლებსა და მომხრეებს შორის, უმეტესი კი მტკიცედ ასახელებს, რომ არცერთი მათაგნი არ ყოფილა ხალხის სამსახურში.


"თანასწორობის ფრონტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძეც არ ჩამორჩა ამ თემაზე გამოხმაურებას და როგორც მას სჩვევია, facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა ახსნა-განმარტება თუ რატომ ემხრობა რეფერენდუმს, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.


"რატომ ვემხრობი რეფერენდუმს



მე მინდა აქვე ცალსახა მხარდაჭერა გამოვუცხადო პირდაპირი და ნამდვილი დემოკრატიის ყველაზე კარგ მექანიზმს - საერთოდ- სახალხო რეფერენდუმს, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებულია. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ქორწინების საკითხზე - არამედ იგივე გიგანტური ჰესების მშემენებლობის საკითხებზე, და ნებისმიერ სხვა საჭირბოროტო საკითხზე პირდაპირი დემოკრატიის მეთოდი ბევრად უფრო სწორია, ვიდრე ეგრეთწოდებული 'წარმომადგენლობითი დემოკრატიის'.
1992 წლიდან საქართველოში დემოკრატია არ ყოფილა. ჯერ ედუარდ შევრადნაძის და მერე მისი გამოზრდილი იუსტიციის მინისტრ ავტოკრატ სააკაშვილის პერიოდში 'ხალხის რჩეულები' საკუთარი ხალხის ძარცვის, წამების, მოტყუების და მოკვლის მეტს არაფერს აკეთებდნენ. მავანი მეტყვის შევარდნაძემ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სხვა ნავთობის პროექტები ააშენა და მისმა მოწაფე სააკაშვილმა რამოდენიმე გზა და კურორტიო. კი ბატონო - მშენებლობა სტალინს და ჰიტლერსაც კარგად გამოსდიოდა - მათ ვერც შევარდნაძე შეედრება და ვერც მისი მოწაფე სააკაშვილი. მაგრამ, ნამდვილი დემოკრატია ისაა, როდესაც შენ ხალხის აზრი ნამდვილად გაინტერესებს და მას ანგარიშს უწევ. საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას რომ მას პირდაპირ კითხონ აზრი. ეს არის ნამდვილი დემოკრატია. 'დემოსის' ბატონობა - ანუ ხალხის ბატონობა არის ერთადერთი სწორი სისტემა.
ეგრეთწოდებული 'ხალხის წარმომადგენლები' უკვე 24 წელზე მეტია გვიმტყუნებენ იმედებს. 'ქართული ოცნების' ხელისუფლებამ გასული 4 წლის მანძილზე ელემენტარულად ის ვერ მოახერხა რომ ნაციონალების პერიოდში გაძარცვული საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წართმეული ქონების პატარა პროცენტი მაინც დაებრუნებინა. 'ქართულმა ოცნებამ' მიშა სააკაშვილის და მანამდე ბოლშევიკების ხელისუფლების მიერ დაწყებული 'ხუდონჰესის' დანაშაულებრივი პროექტიც გააგრძელა. ნეოლიბერალური პოლიციური სახელმწიფოს პრინციპები ისევ ხარობს ქვეყანაში. მდიდრების პატარა უმცირესობას ეწირება ხალხის უმრავლესობა. 'ხალხის წარმომადგენელთა' დიდი უმრავლესობა ან დისკრედიტებული ცრუპენტელაა ან კიდევ პირდაპირი მნიშვნელობით მკვლელი და კრიმინალი. რატომ უნდა მივცეთ ამ წარმომადგენლებს ხმა?
როგორც საქართველოს მოქალაქე - რომელსაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია ვაცხადებ რომ უკვე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვენდობი. ხმის მისაცემად მარტო რეფერენდუმებზე ვივლი.
აფერისტი 'ხალხის წარმომადგენლების' არ მჯერა.
პოლიტიკოსი საქართველოში სალანძღავი სიტყვაა. თუ გვინდა რომ ხალხმა ისევ ირწმუნოს პოლიტიკური პროცესის საჭიროა არსებული 'ლიბერალური' სისტემის მკვეთრი რეფორმა და ცვლილება. უნდა მოხდეს საქართველოს მიწის და სამოსახლო ტერიტორიების ხელახალი რე-ნაციონალიზაცია და მიწა და საცხოვრებელი ფართი აღარ უნდა გაიყიდოს რომ სახელმწიფო ერთ დიდ მოძალადე მევახშეს არ ჰგავდეს. საქართველოს ტერიტორიის მინიმუმ 95 პროცენტი უნდა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად და აიკრძალოს მიწების გაყიდვაც.

რეფერენდუმზე უნდა დადგეს არა მარტო ქორწინების საკითხი - არამედ უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას 'ლიბერალური წესრიგი' - ერთი მუჭა ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ბანდიტების ბატონობა დანარჩენ ადამიანებზე.
ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი. ამის მომხრე ვარ მე"- წერს ბატონი ირაკლი.


image

0
317
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0