x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
შოკისმომგვრელი სიახლე: მსოფლიოში პირველად რუს პაციენტს თავს გადაუნერგავენ
31 წლის ვალერი სპირიდონოვი, უკურნებელი სენით მიჯაჭვული ინვალიდის ეტლს, გახდება მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელსაც თავის გადანერგვის ოპერაციას გაუკეთებენ. მიუხედავად დიდი რისკისა, ის მზადაა დაწვეს ქირურგის დანის ქვეშ, ოღონდ გახდეს ახალი, ჯანმრთელი სხეულის მფლობელი.


image


ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა რუსმა პროგრამისტმა ვალერი სპიროდონოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლისათვის დაგეგმილია მისთვის სხვისი სხეულის გადანერგვის ოპერაციის გაკეთება. ოპერაციას ჩაატარებს იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო. მიუხედავად იმისა, რომ კანავეროს სამეცნიერო წრეებში ეჭვის თვალით უყურებენ, სპირიდონოვი მზადაა მის ხელებს ანდოს თავისი თავი და სიცოცხლე. ოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით არც ექიმი და არც პაციენტი არ საუბრობენ. სპირიდონოვის თქმით, უკვე სექტემბერში კანავერო დაწვრილებით ისაუბრებს ამ ფანტასტიკური პროცედურის შეახებ, მაგრამ ერთი რამ უკვე ცნობილია: ოპერაცია, რომელსაც სამეცნიერო სამყარო ასე მოუთმენლად ელოდება, ჩატარდება 2017 წლის დეკემბერში.


image



ვალერი სპიროდონოვმა ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა გამხდარიყო კანავეროს საცდელი პაციენტი ანუ პირველი ადამიანი, ვისზეც ექიმი თავის თეორიას პრაქტიკად აქცევს. ვალერი იტანჯება ზურგის ტვინის ამოიტროფიით, რომელიც ასევე ცნობილია ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომის სახელწოდებით. ამ დაავადების დროს გადაგვარებას განიცდის ავადმყოფის კუნთები, მას ურთულდება ყლაპვა და სუნთქვაც კი, ავადმყოფობა განუკურნებელია და ის წლების განმავლობაში პროგრესირდება. ვერდინგ -ჰოფმანის სინდრომით დაავადებულთაგან უმეტესობა სიცოცხლის პირველსავე წლებში იღუპება. ვალერი იმ იღბლიან 10%-ში შედის, რომელთაც გაუმართლათ და ზრდასრულ ასაკამდე იცოცხლეს. ის ოცნებობს, რომ მიიღოს ახალი სხეული მანამ, სანამ ეს ავადმყოფობა მას მოკლავს. ახალგაზრდა კაცის სიტყვებით, ახლობლები და ნათესავები გვერდში უდგანან და მხარს უჭერენ მას.


image


"მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა სასიცოცხლო რისკს შეიცავს ეს ოპერაცია, -ამბობს ვალერი, -არავინ იცის, რა გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება მოხდეს მისი მიმდინარეობის დროს, თუმცა ერთადერთი, რისაც მეშინია, ესაა ის, რომ ვერ ვიცოცხლო იმ დღემდე, როცა ოპერაციას გამიკეთებენ."


image


სავარაუდოდ, ოპერაციისათვის გამოყენებული იქნება ჯანმრთელი სხეული დონორისა, რომელსაც დაუფიქსირდება თავის ტვინის სიკვდილი. კანავეროს თქმით, ოპერაცია 36 საათს გაგრძელება და ის ჩატარდება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერაციოში. პროცედურის ღირებულება იქნება დაახლოებით 18, 5 მილიონი დოლარი. ექიმის სიტყვით, ასეთი ოპერაციისთვის საჭირო ყველა მეთოდიკა და ხელსაწყოები უკვე მზადაა.

image


ოპერაციის მსვლელობისას პაციენტს და დონორს ერთდროულად გადაუჭრიან ზურგის ტვინს. შემდეგ სპირიდონოვის თავს შეუთავსებენ დონორის სხეულს და ერთმანეთს გადააბამენ მასალით, რომელსაც ექიმი მაგიურ წებოს უწოდებს. ეს არის პოლოეთილენგლიკოლი, რომლითაც ხდება ზურგის და თავის ტვინის შეერთება. შემდეგ ქირურგი ერთმანეთს მიაკერებს კუნთებსა და ძარღვებს და ვალერის ოთხკვირიან ხელოვნურ კომაში ჩაძირავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ პაციენტი გაუნძრევლად იწვეს, თორემ ერთი უნებლიე მოძრაობით მან შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს.


გეგმის მიხედვით, როცა ოთხი კვირის მერე სპირიდონოვი გაიღვიძებს, მას უკვე შეეძლება გადაადგილდეს დამოუკიდებლად და ილაპარაკოს. ძლიერი იმუნოსუპრესორები პაციენტს საშუალებას მისცემს შეეგუოს უცხო სხეულს.


image



კანავეროს მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ის ვერ აფასებს მოსალოდნელი ოპერაციის სირთულეს, განსაკუთრებით პაციენტის და დონორის ზურგის და თავის ტვინის შეერთებას. ისინი იტალიელი ექიმის გეგმას სუფთა წყლის ფანტაზიას უწოდებენ, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ათასობით ინვალიდს და უკურნებელი სენით დაავადებულს გაუჩნდება იმედი განკურნებისა.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პირველი თავის ტრანსპლანტაცია გაკეთდა 1970 წელს. ის განახორციელა ამერიკელმა ტრანსპლანტოლოგმა რობერტ უაიტმა კლივლენდის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში: მან ერთი მაიმუნის თავი მეორის სხეულს შეუერთა. მაიმუნმა რვა დღე იცოცხლა. შემდეგ ის მოკვდა უცხო სხეულის შეუთავსებლობის გამო. ამ რვა დღის განმავლობაში მას შეეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა და მოძრაობა. სავარაუდოდ, მაიმუნი გარდაიცვალა იმის გამო, რომ ქირურგმა ვერ შეძლო ზუსტად შეეერთებინა ზურგის ტვინის ორი ნაწილი.


image

10
2578
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2578
  
2016, 14 აგვისტო, 10:54
დიდი ინტერესით ველოდები.. და პირველი რა კითხვაც გამიჩნდა სულის ადგილმდებარეობაზეა ადამიანის ორგანიზმში
2016, 10 აგვისტო, 17:14
ღმერთმა ქნას, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს
2016, 10 აგვისტო, 9:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 10 აგვისტო, 0:17
w.o.w
2016, 9 აგვისტო, 22:22
დონორი ჯანმრთელი და ცოცხალი ვერ იქნება..მითითებულია, რომ დონორი იქნება ადამიანი, ვისი თავის ტვინი მკვდარია, ანუ ის მაინც ვერ იცოცხლებდა. რაც შეეხება პაციენტს, წარუმატებელი ოპერაციის შემთხვევაში ის დაიღუპება, მაგრამ როგორც ხედავთ, სხვა არჩევანი არ აქვს :(
2016, 9 აგვისტო, 22:16
სტატია მშვენიერია!
მიუხედავად ამ ადამიანის იმედისა, მგონია, რომ რადგანაც ის "იღბლიანების" 10 % მოხვდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბედნიერია. ის თვითონაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი უჭირს. განა შეიძლება ასეთი ადამიანი ბედნიერი იყოს? ოპერაცია კი... რაღაც უცნაურივით მეჩვენება, ცოტა არ იყოს და გიჟურია...
თანაც თუ ეს ოპერაცია "ჩაიშლება", (რაც მგონია, რომ ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტი ვარ...) გამოდის: თვითონ პაციენტი მოკვდება, დონორიც (თუ ცოცხალია და ჟანმრთელი), ამხელა ფული "განადგურდება" და ექიმებსაც თავი მოეჭრებათ.
ეს ჩემი პირადი აზრია...
2016, 9 აგვისტო, 22:13
მედიცინა ყველაფერს შეძლებს..ახლა თუ არა, მომავალში მაინც :)
2016, 9 აგვისტო, 22:07
აუ, რა მაგარია, რა ლამაზი ბიჭია, ნეტა მარტლა წარმატებიტ ჩაიაროს, მაგრად ვბალელშიკობ! პროფესორ დოუელის ტავი გამახსენდა ამაზე.
ყველაფერი შესაძლებელი და ახლა ტუ არა ის დრო შორსს აღარაა ასეტი რამე რომ იქნება შესაზ;ლებ;ლი, დიახ!
2016, 9 აგვისტო, 21:36
დისკრიმინაციას არ ვაპირებ. .პირიქით, მთელი სულითა და გულით თანავუგრძნობ და ღმერთს ვთხოვ, წარმატებით დაასრულოს ეს ოპერაცია.ალბათ ეს იქნება მედიცინაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული.
2016, 9 აგვისტო, 19:58
სხვა დროს სიტყვა ინვალიდი არც კი ახსენოთ, შშმ პირების დისკრიმინაციაში ჩაგითვლიან.
ადრე წავიკითხე ორიგინალში ეს სტატია, მაგრამ მეეჭვება წარმატებით დასრულდეს, ზურგის ტვინის გაწყვეტა და მორჩა მომავლის იმედიც...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10