x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ურთიერთგაცვლა


image




ურთიერთგაცვლა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია, ეს წესი გულისხმობს ვალდებულებას, სამაგიერო გადავუხადოთ მას, ვინც ჩვენთვის რაიმე გააკეთა. არქეოლოგი რიჩარდ ლიკი ამბობს :"ჩვენ ადამიანები სწორედ იმიტომ ვართ, რომ დიდი ხნის წინ ჩვენმა წინაპრებმა ისწავლეს საკვებისა და შესაძლებლობების ვალდებულების ქსელზე დაყრდნობით გაზიარება ".

ეს წესი ადამიანებს ამშვიდებს, არწმუებს მათ იმაში, რომ დახარჯული ენერგია ტყუილად არ დაიკარგება და სამომავლოდ კომპენსირება მოჰყვება, უმეტესად ასეც ხდება ხოლმე, თუმცა ზოგჯერ ადამიანები მას არ ემორჩილებიან, ეს კი მათ "წესის დამრღვევებად" აქცევს.


ხალხს ხშირ შემთხვევაში არ სურს, რომ იყოს ვინმესაგან დავალებული, რადგან ეს გრძნობა სერიოზულ დათრგუნვას იწვევს, სირცხვილის გრძნობა დიდ ტვირთად აწვება ფსიქოლოგიას, ისინი მზად არიან გაიღონ დიდი შრომა, იმისათვის, რომ მოიხსნან ეს ფსიქოლოგიური ტვირთი. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გაურბიან ხოლმე ადამიანები სხვების შეწუხებას და თხოვნით მიმართვას. ეშინიათ, რომ შემდგომ ვერ შეძლებენ იგივეს უკან დაბრუნებას.
აღმოჩნდა, რომ ქალები ხშირად სწორედ ამ მიზეზით არ იღებენ მამაკაცებისაგან საჩუქრებს და უარს ამბობენ იმ სასმელზე, რომელზეც პატიჟებენ, რადგან არ იგრძნონ მათთან თავი სექსუალური ვალდებულების წინაშე .

უფრო მეტი სიცხადისათვის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რელიგიური სექტის,

კრიშნას, საზოგადოება, რომლებიც 70-იან წლებში დადიოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ითხოვდნენ შემოწირულობას.თხოვნამდე ისინი თავად აძლევდნენ გამვლელებს რაიმე უბრალო, იაფასიან, ნივთს უკან კი არცერთ შემთხვევაში არ ართმევდნენ, ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ ეს იყო მათი საჩუქარი. ეს ქმედება იწვევდა ურთიერთგაცვლის წესის ამოქმედებას დაგამვლელები ვალდებულები ხდებოდნენ თავადაც დახმარებოდნენ შემოწირულობის მიცემით.

ამ ხერხს საკმაოდ სწორედ იყენებენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს თავიანთი პროდუქტის ნიმუშებს სთავაზობენ. უფასო ნიმუშები განიხილება როგორც საჩუქარი, რომელიც ურთიერთგაცვლის კანონის ამოქედებას იწვევს.


მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ურთიერთგაცვლის კანონი ხშირად იწვევს არათანაბარ გაცვლას.როგოც წესი, ურთიერთგაცვლა თანაბარ გაცვლას გულისხმობს, თუმცა ხშირად ის პარტნიორის მოსატყუებლად გამოიყენება.

ის ვინც პირველმა გაუწია მეორეს რაიმე სამსახური, სარგებლობს უპირატესობით .




ურთიერთგაცლის წესის გამოყენების კიდევ ერთ მეთოდად შეიძლება მივიჩნიოთ ორმხრივი დათმობები, ის გულისხმობს დათმობაზე წასვლას ადამიანთან, რადგან მან თავადაც დაგვითმო.

რობერტ ჩალდინს ამის შესანიშნავი მაგალითი მოჰყავს, რომელიც თავად გადახდა .მასთან მივიდა ბიჭი, რომელმაც ბოისკაუტების ბილეთების ყიდვა შესთავაზა, როდესაც ჩალდინმა უარი განაცხადა ბიჭმა უკვე შოკოლადის ფილის ყიდვა შესთავაზა მხოლოდ 1 დოლარად. რაზეც ჩალდინი მალევე დათანხმდა, და მხოლოდ ყიდვის შემდეგ გააცნობერა, რომ ეს იყო ორმხრივი დათმობა.



ორმხრივი ურთიერთგაცვლის ნეიტრალიზაცია არც ისე მარტივია, თუმცა შესაძლებელი.აუცილებელია, რომ განვსაზღვროთ თავდაპირველი შემოთავაზება გულწრფელია თუ ის წარმოადგენს მოტყუების ხრიკს, ასევე უნდა განვსაზღროთ რამდენად დავთანხმდებოდით მეორე პირობას, თუ არ იქნებოდა პირველი შემოთავაზება?



0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბოჭორიძე
ანა ბოჭორიძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0