x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნინი ონიანი დაინიშნა. ვინ არის მსახიობის რჩეული.

image

ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური, 26 წლის არაპროფესიონალი ქართველი მსახიობი და მოდელი ნინი ონიანი ხშირად ექცევა სკანდალებში. ნინი ფარმაცევტის პროფესიას ეუფლებოდა, მაგრამ სწავლას თავი იმის გამო დაანება, რომ მიხვდა ეს მისი საქმე არ იყო. მას ყოველთვის ხელოვნება იზიდავდა. ნინი პირველად ტელეეკრანებზე ტელესერიალ "დეტექტივში" გამოჩნდა, სადაც სრულიად შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე. მიუხედავად მისი თამამი სცენებისა, ამ სერიალს ონიანისთვის პოპულარობა არ მოუტანია. ცნობადი იგი კომედიური ჟანრის ქართული ტელესერიალიდან "ქალთა სახეებიდან" გახდა. თამამი და სექსუალური იმიჯის გამო ნინი ონიანი ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ფურცლებზე.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მსახიობი დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად აქვეყნებს საკმაოდ თამამ, ნახევრადშიშველ ფოტოებს. ამის გამო, მასზე ბევრს ჭორაობენ და ხშირად ცნობილ ადამიანებთან აწყვილებენ. საკმარისი იყო მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან გადაღებული ფოტო აეტვირთა, რომ ისინი დააწყვილეს. მისი ფოტო კი, სადაც ნინი და ნათია წიწილაშვილი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან, კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდა. ერთი სიტყვით, ნინი პოპულარობის მოსაპოვებლად არაფერზე იხევს უკან.

როგორც მისი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი, ნინი ონიანი დაინიშნა. მან ამის შესახებ თვითონ ამცნო საზოგადფოებას და ბეჭდიანი ფოტოც გამოაქვეყნა.image
უამრავი მილოცვები მიიღო მსახიობმა მეგობრებისგან, უსაზღვრო ბედნიერების სურვილებით. ზოგმა მისმა მეგობარმა ჩათვალა, რომ ნინი მაიმუნობდა და იტყუებოდა, მაგრამ ნინიმ ამაზე უპასუხა:

"არ ვმაიმუნოობ... ეხლა მაპატიებ ალბათ და მიხვდები რატომ არ ვჩანდი..."

ხოლო მოთხოვნაზე "ბიჭი დაგვენახოს!"-ო ნინიმ თავის საქმროსთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა, თუმცა თუ ვინ არის ნინის რჩეული საზოგადოებისთვის მაინც გამოცანად დარჩა.imageimageimageimageimage

1
499
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
499
  
2016, 9 აგვისტო, 15:17
ან ეს ქალი ვინ არი ან მისი რჩეული?
0 1 1