x
image
მანჩო 777
სპორტული გამარჯვებით გადახდილი სამაგიერო და უნიკალური კადრები, რომლებიც ისტორიამ შემოგვინახა
08.08.2008 - ეს თარიღი დიდი ტკივილია თითეული ქართველისათვის - ესაა დღე, რომელიც გვახსენებს ომს, რომელშიც დავკარგეთ ჩვენი უახლოესი ადამიანები: მამები ძმები, ქმრები, შვილები, დედები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები... და რაოდენ დიდი სურვილია რევანშის აღებისა, - მტერი ვიხილოთ დაჩოქებული, თუნდაც ეს იქნება სპორტული შეჯიბრება. სწორედ ასეთი მომენტის მხილველნი გავხდით გუშინ, 8 აგვისტოს, ზუსტად 8 წლის შემდეგ იმ ავადსახსენებელი თარიღიდან: რუსეთ-საქართველოს ომის მერვე წლისთავზე საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ტატამზე დაუპირისპირდა... და საქართველომ მოიგო, თანაც როგორ?!


image


ზუსტად 8 წლის წინ რუსი დამპყრობლები ქართველ გმირს გიორგი ანწუხელიძეს აიძულებდნენ ქართულ დროშაზე ფეხი დაებიჯებინა, მაგრამ საშინელი წამების მიუხედავად გმირი არ გატყდა და ვაჟკაცური სიკვდილი ამჯობინა ლაჩრულ სიცოცხლეს... ზუსტად 8 წლის წინ რუსი ჯალათები სასაცილოდ იგდებდნენ ქართულ დროშებს, ფეხით ქელავდნენ და ბილწავდნენ მათ..... და გუშინ, 8 აგვისტოს, როცა ჩვენმა სასიქადულო სპორტსმენმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი მეტოქე დააჩოქა, მისი ჟესტი იყო რევანშის აღება ყველა იმ დაჩოქების, გადათელვის, შეურაცხყოფისა, რაც ქართულმა დროშამ, ქართულმა სულმა განიცადა 8 წლის წინ. დღეს, 8 წლის შემდეგ, 8 აგვისტოს, ლაშა შავდათუაშვილმა რუს მეტოქეს თითით მიანიშნა გულზე დამაგრებულ საქართველოს დროშაზე, თითქოს ეუბნებოდა: "მე შენ, ქართველმა დაგამარცხე!! "

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა განაგრძო..
შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა ფალავანმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ლაშამ ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.






როცა ამ საოცარ კადრებს ვუყურებდი, გონებაში ამომიტივტივდა დიდი ხნის წინ, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე მომხდარი ამბავი- ოლიმპიადაზე, რომელიც ფაშისტურ გერმანიაში ჩატარდა. გერმანიის ხელისუფლებამ ოლიმპიურ თამაშებში არიული რასის ფიზიკური სრულყოფილების დემონსტრირებისა და ახალი წესრიგის პროპაგანდის შესაძლებლობა დაინახა. ორგანიზატორებმა ყველაფერი იღონეს, რომ სპორტული ფორუმი რასისტული მოძღვრების ძლევამოსილების ილუსტრაციად ექციათ და არიელების უპირატესობა ეჩვენებინა.

ოლიმპიადა საზეიმოდ გახსნა გერმანიის კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა. ლოგიკურია, რომ გერმანელებმა ყველას აჯობეს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, მაგრამ ბერლინის თამაშების გმირად მაინც შავკანიანი ამერიკელი სპორტსმენი ჯესი ოუენსი იქცა. ოუენსმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა მთავარ ოლიმპიურ სახეობაში - მძლეოსნობაში და ფაქტობრივად მარტოდმარტომ დაამარცხა არიელ მძლეოსანთა მთელი გუნდი. მან ყველას აჯობა 100 მეტრზე რბენაში (წინასწარ გარბენში მსოფლიო რეკორდი დაამყარა), მერე ოლიმპიური რეკორდებით გაიმარჯვა 200 მეტრზე რბენასა და სიგრძეზე ხტომაში, ბოლოს კი თანაგუნდელებთან ერთად მოიგო ესტაფეტა 4X100 მ. ამ ''შავმა ბიჭმა'' მთელი მსოფლიოს დასანახავად "დაახურა თავზე" ჰიტლერს, რომელიც ცოფებს ყრიდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.


აი, უნიკალური ვიდეოკადრები, რომლებზეც აღბეჭდილია ჯესი ოუენსის საოცარი გამოსვლა ოლიმპიადაზე და ჰიტლერის რეაქცია შავკანიანი სპორტსმენის გამარჯვებაზე.



3
661
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
661
  
2016, 9 აგვისტო, 18:10
მერე თქვენ რომ ასეთ საინტერესო სტატიებს წერთ:)
2016, 9 აგვისტო, 16:10
ბრავო შავდათაუაშვილს, რომ გაგვახარა:)
2016, 9 აგვისტო, 15:39
მაგარი სტატია ბრავო ქალბატონო მანჩო
0 1 3