x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზამთარში ავად რომ არ გახდეთ, გაიწმინდეთ ორგანიზმი ხილით და ბოსტნეულით

ყველა ავადმყოფობის თავი და თავი, დაბინძურებული ორგანიზმია და მის მკურნალობას აზრი არა აქვს. საჭიროა თითოეული ორგანოს გასუფთავება და ავადმყოფობა თავისით დატოვებს მას. ადამიანის ორგანიზმს აქვს იმის უნარი, რომ პრაქტიკულად, ყველა სახის ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზს შეებრძოლოს. მაგრამ, ეს დამცავი მექანიზმი არ მუშაობს, როდესაც ორგანიზმი დაბინძურებული არის წიდებით (შლაკებით).
ორგანიზმს გასუფთავების შემდეგ, უბრუნდება ძალა, რომ ნებისმიერი დაავადება საწყის ეტაპზევე ჩაახშოს. არ არსებობს ადამიანი, რომ ყველა ორგანოს გაწმენდა არ ესაჭიროებოდეს. ადამიანის სხეულის რესურსი ამოუწურველი არ არის და რაც უფრო მეტად არის დაბინძურებული, მით უფრო რთულია მისი ჰარმონიაში მოყვანა გარემოსთან. თანამედროვე მსოფლიოში, ყველა ადამიანის ორგანიზმი გაჯერებულია წიდებით (შლაკები) და ტოქსინებით და ვერავინ აირიდებს თავიდან მის გაწმენდას, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში.
აქ გთავაზობთ პროდუქტების 7 სახეობას, რომელიც ორგანიზმს ნებისმიერ წამალზე უკეთესად ასუფთავებს:


image


1. წითელი ჭარხალი


ეს არის ორგამიზმოს ნომერ პირველი გამწმენდი. ჭარხალი, დიდი რაოდენობით, შეიცავს ბოჭკოვანას, ფოსფორს, სპილენძს, C ვიტამინს და რიგ ორგანულ მჟავეებს, რომლებიც აუმჯოსებენ ორგანიზმში საკვების მოძრაობას და ანადგურებენ ნაწლავებში მავნე ბაქტერიებს. ჭარხლის შემადგენლობაში შედის ლიტოტროპული ნივთიერება “ბეტაინი", რომელიც ღვიძლს წმენდს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ჭარხალი, ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ახალი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს, რითაც აახალგაზრდავებს უჯრედებს.


მიღება: მოხარშული და უმი, წვენის სახით (თავდაპირველად, საჭიროა მისი სტაფილოს წვენში გაზავება მცირე რაოდენობით (მაგ., 1 ჭიქა სტაფილოს წვენზე – 2 ს. კ. ჭარხლის წვენი) და დოზის თანდათანობით გაზრდა. გახსოვდეთ, რომ ახლად გამოწურული წვენი, სასარგებლო თვისებებს, გამოწურვიდან, 7 წთ-ის მანძილზე ინარჩუნებს).



image

2. თეთრთავიანი კომბოსტო


ის დიდი რაოდენობით საკვებ ქსოვილს შეიცავს, რომელიც „კრავს“, მძიმე მეტალებს და ტოქსინებს, ხოლო შემდეგ, გამოჰყავს ის ნაწლავების გავლით. გარდა ამისა, ის მდიდარია ორგანული მჟავეებით, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცეს და ნორმაში მოჰყავთ საჭმლის მონელების სისტემის მიკროფლორა.
მაგრამ, ეს კიდევ ყველაფერი არ არის. კომბოსტო შეიცავს, ძალიან იშვიათ, U ვიტამინს, რომელიც ანეიტრალებს მავნე ქიმიურ ნივთიერებებეს და ხელს უწყობს კუჭის წყლულის შეხორცებას.


მიღება: უმი, წვენის სახით.


image

3. ნიორი


ერთი კბილი ნიორი 400-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ნიორი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვებს, ანადგურებს თავის სიმსივნის გამომწვევი, გლიობლასტომის უჯრედებს. ებრძვის დიფტერიას, ტუბერკულიოზს და ჰელიკობაქტერიებს, „გამოჰყავს“ ჭიები ორგანიზმიდან.


მიღება: უმი, განაყოლი (წყლის გარეშე).


image

4. ხახვი


ხახვის მთავარი ფასეულობა - ფიტონციდებია, რომლებიც ეთერზეთების შემადგენლობაში შედის. ამ ნივთიერებებს შეუძლია რამოდენიმე წამში მოკლას მავნე ბაქტერიები და სოკო. გარდა ამისა, ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას და აუმჯობესებს მადას. ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც ანადგურებს „ყოველივე მავნეს“ ორგანიზმში.


მიღება: უმი, ალყა-ალყა დაჭრილი.


image

5. ვაშლი


პექტინისა და ბოჭკოვანას შემცველობის გამო, ვაშლი აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემის მუშაობას, აგროვებს შლაკებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, აუმჯობესებს მადას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, ხსნის მუცლის შებერილობას და ა.შ. გარდა ამისა, ვაშლი ანადგურებს დიზინტერიის, ოქროსფერი სტაფილოკოკის და A ტიპის ვირუსული გრიპის გამომწვევ ბაქტერიებს.


მიღება: უმი და მოხარშული სახით.


image

6. ავოკადო


ავოკადო შეიცავს „გლუტატიონს“, რომელიც ბლოკირებას უწევს 40-მდე სხვადასხვა კარცეროგენს და ასუფთავებს ღვიძლს. ის, ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს საჭმის მონელების პროცესს, აწვდის უჯრედებს ჟანგბადს და ა.შ.


მიღება: უმის სახით.


image

7. მოცვი


მოცვი არის ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი და ვირუსების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს შარდის ბუშტს და საშარდე გზებს მავნე ბაქტერიებისგან. ამის გარდა, მოცვი ებრძვის კიბოს წარმოქმნელ უჯრედებს და ტრომბის
განვითარებას სისხლძარღვებში.


მიღება: 1 ჭიქა მოცვის კენკრა 15 დღის მანძილზე. სასარგებლოა, ასევე, მოცვის მურაბა – გაციების დროს.

1
235
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
235
  
2016, 10 აგვისტო, 9:47
კარგი სტატიაა, მადლობა
0 1 1