x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
5 სასწაულებრივი ადამიანის სხეული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ გახრწნილა!

ვიბადებით, ვცხოვრობთ, ვიღუპებით და ჩვენი სხეულებიც იხრწნება. ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლების სხეულები გარდაცვალების შემდეგ არ იხრწნება. წარმოგიდგენთ იმ 5 ადამიანის შოკისმომგვრელ ისტორიას!









1. წმინდა ბეტინა ზიტა


image


წმინდა ზიტა თავის ცხოვრების განმავლობაში ყველასთვის კეთილი და პატიოსანი ქალბატონი იყო. 1272 წელს, როდესაც გარდაიცვალა ბეტინა ზიტა, მის სხეულის შესახებ განსხვავებული ჭორები დაიყარა. გარდაცვალებიდან 300 წლის შემდეგ, 1572 წელს მისი გვამი მზის შუქზე გამოიტანეს, ეს სანახაობა მნახველთათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ქალბატონის სხეული ოდნავადაც არ იყო გახრწნილი. წმინდა ბეტინა ზიტას ნეშტი ამჟამად იტალიაში მდებარე სან ფრედიანოს ეკლესიაში ინახება!







2. დაში-დორზო იტიგილოვი


image


დაში-დორზო იტგილოვი რუსეთში მოღვაწე პატივცემული ბუდისტი ბერი იყო. 1927 წელს მედიტაციურ მდგომარეობაში გარდაიცვალა. თავის ანდერძში მტკიცედ მოითხოვა, რომ როგორ პოზაშიც გარდაიცვლებოდა, მასე დაემარხათ. ასევე ანდერძს შემდეგი სიტყვებიც დაამტა: "დამარხვის შემდეგ, რამოდენიმე წელწადში ჩემი გვამი მიწიდან ამოიღეთ და მნახეთ როგორ მდგომარეობაში ვიქნები". 2002 წელს, იტიგოლოვის გვამი საფლავიდან გაუხრწნელ მდგომარეობაში ამოიღეს. ეს უკვე სასწაულის ტოლფასია.







3. la doncella


image


დაახლოებით 500 წლის წინ არგენტინის ერთ-ერთ სოფელში, გორაკებზე გარდაიცვალა 15 წლის გოგონა, რომელსაც თავზე ძლიერი დარტყმა ჰქონდა მიღებული. გარდაცვლილი გოგონა მჯდომარე პოზაში 1999 წელს იპოვეს. მისი სხეული თითქმის გაუხრწნელი იყო. მეცნიერების მტკიცებით, ჟანგბადის ნაკლებობიდან და მშრალი ჰაერიდან გამომდინარე, გოგონას სხეული არ გაიხრწნა. გოგონას ნამდვილი სახელი დღემდე უცნობია, ამიტომ მას la doncella -შეარქვეს.







4. ქალბატონი ხინ ზუი


image


ქალბატონი ხინ ზუი ჰანის დინასტიის პერიოდში, საკმაოდ გავლენიან გვარის მამაკაცზე იყო გათხოვილი. სიმდიდრისგან "გასიებული" ქალბატონი ქრშ-მდე 163 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ქალბატონის ნეშტი 1971 წელს აღმოაჩინეს. არქეოლოგები შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ ქალბატონის სხეული საუკუნეების შემდეგ ისევ რბილი იყო. ამ ფაქტის შემდეგ რათქმაუნდა ყველას ებადება შემდეგი კითხვა: 2 000 წლის განმავლობაში .... ეს როგორ????!!!!







5. წმინდა კეტრინ ლებური


image


წმინდა კეტრინ ლებური, წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელით წინასწარმეტყველებებით იყო ცნობილი. ძალიან ბევრი ადამიანი მას წმინდანად აღიარებდა. 1876 წელს გარდაცვალების შემდეგ, 1933 წელს წმინდანის სხეული საფლავიდან ამოღებულ იქნა ერთ-ერთ სამლოცველო ცერემონიალისთვის. როგორც ცნობილია, წმინდა კეტრინ ლებურის სმკვდარი სხეული თითქმის უხრწნელია.









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
1399
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0