x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94854
  • ვიდეო:342678
  • სურათი:456969
ბრიტანელმა ქალმა 30 წლის შემდეგ პირველად იბანავა

imageბრიტანელმა ქალმა პირველად 30 წლის შემდეგ მიიღო შხაპი.



ამ ხნის განმავლობაში დონა მაკმოჰანი ლივერპულიდან სხეულს ხელსახოცებით იწმინდავდა და ამისთვის სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდა, რის გამოც ბევრი დრო ეკარგებოდა.მაინც რა იყო მიზეზი, რომ ქალი კატეგორიულად უარზე იყო მიეღო შხაპი?


როგორც გაირკვა ყველაფერი დაკავშირებული ინციდენტთან, რომელიც 5 წლის ასაკში შეემთხვა.

"5 წლის ვიყავი, როდესაც წყლის სლაიდზე ვიმყოფებოდი და სხვა ბავშვმა ხელი მკრა, როდესაც ჩამოვცურდი მეგონა მამა ვერ დამიჭერდა და დავიხრჩობოდი.მას შემდეგ წყლის მიმართ პანიკური შიში დამჩემდა"-აცხადებს დონა.


აკვაოფობიას ქალი 30 წლის განმავლობაში ებრძოდა და ყველაფრი ჰიპნოზის საშუალებით დასრულდა.ჰიპნიზორთან რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ ქალი წყალში შევიდა.


"როგორც იქნა შემიძლია მივიღო შხაპი, როგორც ყველა ჩვეულებრივმა ადამიანმა" -ამბობს დონა მაკმოჰანი.


image


ჰიდროფობია(აკვაფობია)ანუ წყლის შიში, ერთ -ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური დაავადებაა.ადამიანს ეშინია დახრჩობის, ბანაობის, წყალში შესვლის და ცურვის.ცნობილ ადამიანებიდან აკვაფობიით იტანჯებოდნენ ნატალია ვუდი, მიშელ პფაიფერი და ვაიონა რაიდერი.


ბედის ირონიით ნატალია ვუდი მთელი ცხოვრება აკვაფობიით იყო შეპყრობილი და სწორედ წყალში დაიხრჩო 1981 წლის 29 ნოემბერს კუნძულ სანტა-კატალინას სიახლოვეს კალიფორნიაში.


image

1
851
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
851
  
2016, 8 აგვისტო, 14:44
წარმომიდგენია რა აქოთებული იქნებოდა. :((
0 1 1