x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
კონვერსიული აშლილობა ( ისტერია)
image

ზიგმუნდა ფროიდმა იხმარა ტერმინი "კონვერსია", რომელიც მოიცავდა წარმოდგენას იმის შესახებ, რომ პაციენტისთვის მიუღებელი ფსიქიკური მდგომარეობანი ნეიტრალდება სომატურ (ფიზიკურ) ჩივილებად მათი გარდაქმნის შედეგად.


აშლილობის გამომწვევი მიზეზი დაზუსტებით ცნობილი არაა, გარკვეულწილად ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის მიერ კუნთებისა და შეგრძნებების მაკონტროლებელი ცენტრების დაზიანება. დამახასიათებელი ნიშნები არაა გამოწვეული ფიზიკური მიზეზებით, ამიტომ საკმაოდ რთულია მათი კონტროლი.


კონვერსიული აშლილობის გამოვლინებები განსხვავებულია. ავადმყოფს ახასიათებს განწყობის ხშირი და ადვილი ცვლილება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჭირვეულობა, ეგოცენტრულობა, ავადმყოფურად ძლიერი ფანტაზია. ასეთი პიროვნება ყველანაირად ცდილობს გამოავლინოს განსხვავებული ქცევა, რათა განაცვიფროს ირგვლივმყოფნი და მათი ყურადღება მიიქციოს. ხშირად თავს იჩენს სომატომორფული აშლილობებისთვის დამახასიათებელი კუჭ-ნაწლავის (ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, უსიამოვნო გემო პირში), გულ-სისხლძარღვთა (ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში), შარდ-სასქესო ( ხშირი შარდვა) დაავადებათა სიმპტომები.



კონვერსიული აშლილობათაგან თავს იჩენს ერთი ან მეტი ნერვოლოგიური სიმპტომი, რომლების ნებითი მოძრაობისა და მგრძნობელობის დარღვევებს უკავშირდება. ზოგჯერ ვითარდება კრუნჩხვითი გულყრები, საღეჭი კუნთის სპაზმი, ყრუმუნჯობა. აღნიშნული სიმპტომები არ არის გამოწვეული. მათი არსებობა დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ კონფლიქტთან ან სტრესულ ფაქტორთან.


ეფექტური მკურნალობისთვის საჭიროა მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის სწორი ამოცნობა და საჭირო პრეპარატის დანიშნვნა. აუცილებელია ადანიანის ჰორმონული დონის გთვალისწინება (რომელი ჰორმონის სიჭარბეს ან ნაკლებობას განიცდის) და შემდგომ ადეკვატური მკურნალობა ფსიქოტროფული პრეპარატით. თუკი ორგანიზმში მასტიმულირებელი ჰორმონების სიჭარბისას სხვა პრეპარატი ინიშნება, შემაკავებელ ჰორმონთა დონის მომატებისას სულ სხვა ხდება საჭირო. ადამიანს, რომელსაც აკვიატებული იდეა აწუხებს, ხშირად სეროტონინის დეფიცითი აღენიშნება, ამიტომ უნიშნავენ ფსიქოტროპულ პტრეპარატს, რომელიც დეფიციტური ჰორმონის კონცენტრაციას ზრდის.

მკურნალობა ძირითადად ხორციელდება მედიკამენტოზური, ასევე არამედიკამენტოზური მეთოდების, შრომისა და აქტიური ცხოვრების ნაციონალური რეჟიმის დაცვით, ოჯახსა თუ სამსახურში ხელსაყრელი პირობების შექმნით.


0
211
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0