x
image
მანჩო 777
სახელგანთქმული მუსიკოსების არანაკლებ ცნობილი გიტარები
დღესდღეობით გიტარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია მსოფლიოში. ამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა შედარებით იოლი შესასწავლია და ამიტომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ეუფლება გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას, მაგრამ იმისათვის, რომ ვირტუოზი გიტარისტი გახდე, საჭიროა შრომისმოყვარეობა და რა თქმა უნდა, ბუნებრივი ნიჭი.

მსოფლიოში უამრავი ცნობილი გიტარისტია, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მათი გიტარებიც საკმაოდ ღირებულ ფასეულობებს წარმოადგენს და ზოგიერთმა მათგანმა პოპულარობით ლამის პატრონსაც კი გაუსწრო.


image

მაშ ასე, თქვენ წინაშეა მსოფლიოში ცნობილი გიტარისტების არანაკლებ ცნობილი და ძვირადღირებული ინსტრუმენტები.




LUCILLE-ეს ნახევრადაკუსტიკური ინსტრუმენტი ბი ბი კინგს ეკუთვნოდა. ამ გიტარასთან მეტად გულისამაჩუყებელი ისტორიაა დაკავშირებული: მუსიკოსმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეს ინსტრუმენტი ხანძრის დროს დაწვას გადაარჩინა. შემდგომში რომის პაპმა მუსიკოსი თავის გიტარასთან ერთად დალოცა.



image



Hofner Violin Bass-არანაკლებ ცნობილია ეს გიტარა. ის ლივერპულელი ოთხეულის ერთ-ერთ წევრს-პოლ მაკარტნის ეკუთვნოდა. მუსიკოსმა ის გარეგნული შეხედულების გამო შეარჩია. რადგან მაკარტნი ცაცია იყო, მას მოუხდა სიმების გადაწყობა გიტარაზე. სწორედ ამიტომ არჩია მან ეს ინსტრუმენტი. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში პოლს სულაც არ უნდოდა ბასისტი ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ის მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული ბასისტი გახდა.


image




Blackie-ყველაზე ძვირფასი გიტარაა მსოფლიოში. ის ეკუთვნოდა ერიკ კლეპტონს. მან ამ გიტარას უწოდა ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი მსოფლიოში. შემდგომში ეს ნივთი აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა.


image



Frankenstrat-ეს გიტარაც არანაკლებ სახელგანთქმულია. ის 1958 წელს ააწყვეს და მასზე ედი ვან ჰალენი უკრავდა. თავისი არაორდინარული ქცევის გამო სცენაზე მან არაერთხელ დააზიანა ინსტრუმენტი, ერთხელ გატეხა კიდეც, მაგრამ ხელმარჯვე ოსტატებმა გიტარას რესტავრაცია გაუკეთეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს.


image



Axe Bass- ეს გიტარა ცნობილია თავისი ორიგინალური გარეგნული სახით და ის ეკუთვნოდა ჯინ სიმონსს ჯგუფიდან KISS. ინსტრუმენტი გარეგნობით ჯალათის ნაჯახს ჰგავს, ამიტომ მსოფლიო პოპულარობა მალევე მოიპოვა. თუმცა მუსიკოსმა ის მხოლოდ რამოდენიმე კონცერტზე გამოიყენა.



image




Fender Stratocaster-ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცნო ეს ინსტრუმენტი. მასზე სახელგანთქმული ჯიმი ჰენდრიქსი უკრავდა. ამ გიტარას მეტად მძიმე ხვედრი ერგო წილად: ის გადმოაგდეს მთელი სიჩქარით მიმავალი ავტობუსიდან, რამოდენიმეჯერ ცეცხლიც კი წაუკიდეს, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მის ხარისხზე. გიტარა რამოდენიმეჯერ აღადგინეს და პატრონს ის არასოდეს მოუცილებია გვერდიდან.


image

2
100
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
100
  
2016, 7 აგვისტო, 17:43
მართალი ხართ..ათ წუთში უნდა მომესწრო დაწერა და ნაუცბათევი გამომივიდა:)
2016, 7 აგვისტო, 15:56
ამ სიაში ბრაიან მეის გიტარაც რომ იყოს, რომელიც საკუთარი ხელით გააკეთა, არ იქნებოდა ცუდი:)))
0 1 2