x
image
მთვრალი12
"იქნებ ვინმეს გქონდეთ ახსნა ამოუხსნელი დარეკვების ფენომენის?"

imageსოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი და ბლოგერი გურამ შეროზია კვლავაც ანებივრებს ფოლოუერებს საინტერესო სტატუსებით.წარმოგიდგენთ მის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ პოსტს საკუთარ ფეისბუქ გვერძე :"თქვენც გყავთ გარშემო და თქვენც გაწყვეტენ ნერვებს ეს ზარებზე ჩაციკლული ტიპები?
- წერ მეილს, პასუხად ზარი.
- წერ სმს-ს და პასუხად ზარი...
- უხსნი თავაზიანად, რომ არ გცალია სასაუბროდ და მეილზევე გიპასუხოს, ოკ და შემდგომ მეილზე მაინც ზარი. (მეილი მინიშნებაა, რომ არ მაქვს დასარეკი და ისევ ჩემ მიმართ პატივისცემის ნიშნად მირეკავენ?)
ან კიდევ უარესი, ზარი ტექსტით: მეილი/სმს მოგწერე და ნახეეე??? რომ მენახა ხომ გიპასუხებდი შე კარგო ადამიანო...
არა და რა კომფორტულია, გახსნი აუთლუქს და მომენტალურად, მთელი ისტორია გაქვს, რაზე ისაუბრეთ, რაზე შეთანხმდით, არაფრის ჩაწერა რა დაზუთხვა არ გიწევს... ფოტოსაც მიაბამ, კონტრაქტსაც, ა.შ.
იქნებ ვინმეს გქონდეთ ახსნა, ამ - ჩემთვის ამოუხსნელი დარეკვების ფენომენის? (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეილზე პასუხს ვაგვიანებთ და საქმე გადაუდებელია და/ან ბევრია ასახსნელი და ზარით უფრო მარტივად გვარდება?)
და კიდევ, არასამუშაო საათებში/დღეებში, გადადებად საქმეებზე - არათანამშრომელი პირების ზარები - ყველაზე დიდი უტაქტობა.
და ყველაზე საშინელება: რეკავენ, უთიშავ, კიდევ რეკავენ გათიშვისთანავე, ისევ უთიშავ, ისევ, ისევ, ისევ... ბოლოს პასუხობ და რაც ხდება შენც გაოცებს.

"image

0
170
4-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0