x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნახეთ რა იპოვეს 70 წლით დაკეტილ ბინაში
დამეთანხმებით, ბევრს არ სწყალობს ფორტუნა და მით უმეტეს, არც მეფობის ხანაა, რომ მემკვიდრეობით განძი თუ ტახტი მივიღოთ. იშვიათად, მაგრამ ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც ხდება მსგავსი გამონაკლისები, როდესაც მოულოდნელად დიდძალი ქონების პატრონები ვხდებით წინაპართა წყალობით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში და მინდა მოგიყვეთ თუ რა იპოვეს 70 წლით დაკეტილ სახლში.


მრავალი წლის წინ, კერძოდ კი 1939 წელს, ქალბატონ დე ფლორიანს საფრანგეთში- პარიზში მიუტოვებია საკუთარი ბინა იმ მოტივით, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო და გავრცელდა ხმები გერმანელი ჯარისკაცების პარიზში შეჭრის შესახებ. ბინა მოულოდნელად დაკეტა ისე, რომ ნივთები არ წაუღია და "გრანდ ოპერისა" და "წმ სამების" ეკლესიის მახლობლად გადასახლდა. ათწლეულების მანძილზე კი განაგრძობდა გადასახადების გადახდას, თუმცა იქ აღარ დაბრუნებულა. 2010 წელს ის 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image


მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა მემკვიდრეები ცნობილი, რომელთაც ბინაში შესვლისას თვალწინ წარმოუდგენელი სურათი დახვდათ- 1900 წელს გამოშვებული ანტიკვარული ავეჯი, ფერწერული ნახატები, წიგნები, ჭურჭელი და სხვა მრავალი წვრილმანი, ყველაფერი აბლაბუდებით იყო მოცული და ამ ყველაფერთან ერთად, ჰაერიც მტვრით იყო გაჟღენთილი. კარადაში კი ქალბატონ დე ფლორიანის კბილის ჯაგრისი, კოსმეტიკა, სუნამოები და სხვა პირადი ჰიგიენური საშუალებები ისე ეწყო, თითქოს დიასახლისი ცოტახნით იყო ბინიდან გასული. კუთხეში კი სათამაშო მიკი-მაუსი და ღორი პორკიც მიტოვებულ მდგომარეობაში ეწყო. ამიტომ მემკვიდრეებმა დაიქირავეს აუქციონისტი Olivier Shopin-Janvry, რათა მას აღმოჩენილი ქონების შეფასება მოეხდინა.


image

imageimageimage

imageimageimage


ეს ყველაფერი გამაოცებელი იყო როგორც მემკვიდრეებისთვის, ისე აუქციონისტებისთვის, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება პორტრეტმა მიიპყრო, რომელზეც როგორც მოგვიანებით გაირკვა ქალბატონ დე ფლორიანის ბებია, 1880 წელს მოღვაწე ფრანგი მსახიობი და სოციალისტი მარტა დე ფლორიანი იყო "ვარდისფერ საღამურში". ქალბატონ მარტას ხიბლავდა მდიდრული ცხოვრება და ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი მამაკაცი დაწყებული მხატვრებიდან და პრემიერ-მინისტრებიდან, დამთავრებული საფრანგეთის პრეზიდენტით.


image


პორტრეტი შესრულებული იყო იტალიელი მხატვრის Giovanni Boldini-ს მიერ, რომელსაც უყვარდა ქალბატონი მარტა და ნახატი სწორედ რომ სიყვარულით მიუძღვნა, რის შესახებაც ბინაში ნაპოვნი წერილიდან შეიტყვეს, სადაც მხატვარი- ჯოვანი სიყვარულში უტყდებოდა მარტას.


პორტრეტზე მარტა 24 წლისაა და შესრულებულია 1898 წელს. როდესაც დამტკიცდა მისი ორიგინალობა, ის აუქციონზე გაიყიდა, რომლის საწყისი ფასი 384, 880$ ყოფილა, თუმცა ერთ წყაროზე დაყრდნობით 2, 707 000 $-ად გაიყიდა, სხვა წყაროს მტკიცებით კი 3, 4 00 000$-ად. როგორც აღმოჩნდა, "ქალი ვარდისფერი საღამურით" Giovanni Boldini-ს ერთადერთი პორტრეტია, რომელიც ასე ძვირად გაიყიდა.



ქალბატონი ფლორიანის მემკვიდრეებს ებადებათ უამრავი კითხვა- რატომ არ დაბრუნდა ის ბინაში და 70 წლის მანძილზე რატომ იხდიდა კომუნალურებს, თუმცა პასუხს უკვე ვერავინ გასცემთ. მათ მხოლოდ ისღა დარჩენიათ დატკბნენ უძველესი დროის განსაცვიფრებელი და ხელშეუხებელი ნივთებით.



Giovanni Boldini.

image



ეს კი Marthe de Florian-ი.


imageimage

1
1163
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1163
  
2016, 7 აგვისტო, 23:26
მეზობლის დიდი პაპისეული ძველთაძველი სახლის დაშლისას სხვენში ანტიკვარული თოფი ვიპოვე და პატრონს გადავეცი, თვითონაც არ იცოდა და რესტორანი იკისრა. :)))
0 1 1