x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინული სპეცსამსახურების ინფორმაციით ცნობილი სეპარატისტი საველე მეთაური "მოტოროლა" მოკლულია

image უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით სავარაუდოდ "დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის" ცნობილი სეპარატისტი საველე მეთაური "მოტოროლა" იგივე არსენი პავლოვი მისივე თანამებრძოლებმა მოკლეს.
უკრაინის უშიშროების სამსახური ეჭვობს, რომ ცნობილი საველე მეთაური "მოტოროლა", სავარაუდოდ მოკლულია მისივე თანამებრძოლების მიერ. სხვა ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტზე უკრაინული მხარე არ ახმაურებს. "მოტოროლა" იგივე არსენი პავლოვი უკრაინული ძალოვნების მიერ იძებნებოდა, უკრაინული წარმომავლობის სამოქალაქო და სამხედრო პირების წამებაში, დამცირებაში და დახვრეტაში მონაწილეობის მიღების გამო.
როგორ იუწყება უკრაინული სააგენტო UNN, უკრაინის უშიშროების სამსახური უშვებს, რომ მოტოროლა სავარაუდოდ მოკლულია მისივე თანემებრძოლი სეპარატისტების მიერ, ცნობილი ფაქტია, რომ "მოტოროლა" ხელებს "აფათურებდა" იქ სადაც მას როგორც საველე მეთაურს არაფერი არ ესაქმებოდა და სავარაუდოდ სწორედ ეს არ აპატიეს მას–ასეთი განმარტება მისცა ჟურნალისტებს უკრაინის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა ვასილი ვოვკმა.
პავლოვი რუსეთის მოქალაქეა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ის მსახურობდა ლენინის ორდენოსან, სუვოროვის ორდენოსან და წითელდროშოვან 77–ე საზღვაო ქვეითების ბრიგადაში როგორც მეკავშირე, სწორედ პროფესიიდან გამომდინარე მიიღო მან მეტსახელად "მოტოროლა". ის ორჯერ მონაწილეობდა კონტტერორისტულ ოპერაციებში ჩეჩნეთში, საერთო ჯამში მან სამი წელი იომა ჩეჩნეთის წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო მოქმედებებში. ნაწილიდან საკუთარი სურვილით დაეთხოვა, მისი სიტყვებით დონბასში ის მივიდა "გულის ძახილით".

0
561
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0