x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ანეკდოტები სიდედრზე

image


***-ჭიჭიკია, შენთვის ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი, მეორე ცუდი, რით
დავიწყო?-ცუდით!-შენი მანქანა ხევში გადაიჩეხა!-აუფ!-შეიცხადა
ჭიჭიკიამ-კარგი ამბავი რაღაა?-შენი სიდედრი იჯდა საჭესთან.



***მიხო სიდედრს დაასაფლავებს, გარეთ ეზოში გავა, უცებ მსხვილი სეტყვა დაუშვებს, ძლივს შეასწრებს სახლში, მიხომ აიხედა ცაში და ჩაილაპარაკა"ჰა, დედილო უკვე
ზეცაში ხარ?"

image

***გამყიდველი დგას დახლთან და გაიძახის:" ჩერნობილის
პომიდვრები სიდედრებისთვის!"
გამვლელი: "ჩემი რიგი მალე იქნება?"



***მიხო და მარო უყურებენ საშინელებათა ფილმს და გამოვა მონსტრი,
ამ დროს მარო შიშისგან დაიყვირებს: "ვაიმე დედაო"! მიხო მიუტრიალდა და
ეუბნება:"ჰა, იცან დედაშენი?!"

image

***მიხოს სიდედრი უკვდება, გადმოკარკლავს
თვალებს, პირიდან დუჟს გადმოუშვებს, მოკლედ აგონიაშია, გავარდება მიხო,
მიდგა-მოდგა, იქ კუბოს შეკვეთა მისცა, იქ დარბაზი დაიქირავა, სურათი წაიღო
გასადიდებლად....სახლში დაბრუნებულს სიდედრი კარგად დახვდა, "გადავრჩი
მგონი შვილო", -ჩაილაპარაკა სიდედრმა."არ ვიცი კაცო მე, ფეხებზე მკიდია,
ხალხი დაპატიჟებულია, შეკვეთა მიცემულია, ხუთშაბათს 3 საათზე
გავდივართ"-მიახალა მიხომ.


***მას უნდოდა ეხტუნა სიხარულისგან, მაგრამ
მხარზე სიდედრის მძიმე კუბო ედო.

image

***სეროჟა სიდედრის კუბოზეა დიდი ხნის განმავლობაში დამხობილი, როგორც იქნა წამოაყენეს მეგობრებმა, ერთ-ერთი ეკითხება:"არ ვიცოდი სეროჟ-ჯან, თუ ასე გიყვარდა სიდედრი"."არა ძმაო-ჯან "პახმელიაზე" ვიყავი, თავი მტკიოდა და ცივი მესიამოვნა"



***ქუთაისი:- არა, ძმაო, ზოგი არც ცოცხალი უქნია ღმერთს და არც მკვდარი!-რაზე ამბობ?- რაზე, სიმონ და, გოჩაიას სიდედრის გასვენებაზე ვიყავი. იმნაირი მახინჯი მკვდარიჯერ არ მინახავს, ჭირისუფლებს გამოსვლა რცხვენოდათ და "კუხნიდან"
ტიროდნენ.

image


***გურულს ეკითხებიან:"რით მოკვდა შენი სიდედრი?", "სოკო ჭამა და
მოიწამლა".-მერე "სინიაკი" რატომ აქვს სახეზე"? -"აბა არ ჭამდა ძამა
და..."



***- ამ კასეტაზე რა გაქვს ჩაწერილი?
- სიდედრის ლაპარაკი.
- კი მაგრამ რად გინდა, ასე საინტერესოს რას ამბობს?!
-რას ამბობს, მნიშვნელობა არა აქვს. მთელი კაიფი ისაა, რომ როცა
მომინდება, მაშინ გავაჩუმებ!.. მომინდება - გავაჩუმებ!.. მომინდება -
გავაჩუმებ!.***

image

***სიდედრის პანაშვიდია, დამწუხრებულ ხალხში სიძე დგას თავჩაღუნული და დაუსრულებლად იმეორებს:"დაე ბუმბულივით იყოს შენთვის მიწა", "დაე ბუმბულივით იყოს შენთვის მიწა"....მიუახლოვდა ნაცნობი, მხარზე ხელი დაადო და ჩასჩურჩულა:"მე მეგონა, რომ სიდედრს ვერ იტანდი".. სიძე:"რომ იცოდე როგორი ალერგია ჰქონდა ბუმბულზე."



*** ჭიჭიკია სახეზე გამურულია. ახლობელი ეკითხება:"რა იყო ჭიჭიკია, რას გიგავს სახე?" "სიდედრი გავაცილე მატარებლით და სიხარულისგან სულ ორთქლმავალს ვკოცნე".


image

***გამომძიებელი:და თქვენ დაინახეთ როგორ ახრჩობდა თქვენს სიდედრს დამნაშავე?


სიძე:დიახ.


გამომძიებელი: მერე რატომ არ მიეხმარეთ?


სიძე: თავიდან ვფიქრობდი მივხმარებოდი და მერე მივხვდი, რომ მარტოც გაუმკლავდებოდა.


image


*** მიდი რა ძმურად ჩემს სიდედრს დახვდი რა ვაგზალზე არ მცალია, 10 დოლარს მოგცემ.


-კი წავალ მაგრამ, რომ არ ჩამოვიდეს?


-მაშინ 100 დოლარს გაჩუქებ.

1
786
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
786
  
0 1 1