x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ათი ცნობილი განძი, რომლებიც დღემდე ვერ იპოვეს
არასტაბილურ პერიოდში, იქნებოდა ეს რევოლუციები, ომები თუ მეკობრეების ზღვებზე თარეშის ხანა, ქონების შენახვის ყველაზე საიმედო ადგილი გამოქვაბულები, მიწისქვეშეთი და რაღა თქმა უნდა, ოკეანის ფსკერი იყო. დაგროვებულ ფულს თუ ძვირფასეულობა სათუთად ჩააწყობდნენ სკივრებში, ქოთნებსა თუ ხურჯინებში და შორეულ ტყეში ან გამოქვაბულის მიყრუებულ კუნჭულებში, საიდუმლო ადგილას მარხავდნენ.


image

მეტ-ნაკლებად მსხვილი თნხის ან განძეულის შენახვის ასეთი წესი სადღაც შუა საუკუნეებამდე იყო პოპულარული. თუმცა არც მას შემდეგ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ისეც ხდებოდა, რომ დამარხულ სიმდიდრესთან დაბრუნებას მისი მფლობელი ყოველთვის როდის ახერხებდა. ხშირ შემთხვევაში განძის ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთმა კაცმა იცოდა, რომელიც უბედური შემთხვევის თუ სხვა მიზეზის გამო მალე იღუპებოდა, ხოლო საგულდაგულოდ დაფლული სიმდიდრე წლების განმავლობაში ელოდა მპოვნელს. ლოგიკურია, რომ ამ განძეულიდან უმეტესი ოკეანის ფსკერზეა მიმალული და ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მათ ოდესმე იპოვნიან, თუმცა ჭეშმარიტი განძისმაძიებლები როდი უშინდებიან დაბრკოლებებს და მიზნის მისაღწევად ყველანაირ რისკზე მიდიან.


image



მაშ ასე, დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება ათ ყველაზე ცნობილ განძეულზე, რომლის პოვნა დღემდე ვერავინ ვერ შეძლო.


1. მონტესუმას განძი ანუ ''მაკენას ოქრო''


image


აცტეკების უკანასკნელი იმპერატორი, ლეგენდარული მონტესუმა მშვიდად მართავდა თავის ქვეყანას, სანამ მას ესპანელი კონკისტადორები გამოეცხადებოდნენ კორტესის მეთაურობით. ევროპელებმა მოიტაცეს ბელადი და სიცოცხლის სანაცვლოდ მოთხოვეს აცტეკების განძის ადგილსამყოფელის დასახელება. მონტესუმამ არ შეასრულა ესპანელების ბრძანება, ამიტომ დამპყრობლებმა ის სიკვდილით დასაჯეს. აღელვებული აცტეკები აჯანყდნენ და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, რომელიც იძულებული გახდა უკან დაეხია. ერთი წლის შემდეგ კორტესი დაბრუნდა და სასტიკად იძია შური ინდიელებზე, თუმცა ოქროს ადგილსამყოფელს მან მაინც ვერ მიაგნო. აცტეკებმა ის საგულდაგულოდ გადამალეს. დღემდე ვერავინ შეძლო პოვნა ლეგენდარული მონტესუმას განძისა.


2. კაპიტან კიდის განძი


image

მეკობრე უილიამ კიდი საკმაოდ წარმატებულად ძარცვავდა ხომალდებს მე-17 საუკუნეში. გადმოცემის მიხედვით, მან თავისი განძი რამოდენიმე კუნძულზე დამალა. მეკობრე ჩამოახრჩვეს, ხოლო ოქრო ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კიდის რამოდენიმე რუკა იქნა აღმოჩენილი, განძს დღემდე ვერ მიაგნეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, უილიამ კიდმა თავისი განძი თავისუფლების კუნძულზე დამალა, რომელიც მაშინ ბედლოუს სახელს ატარებდა. 1892 წელს ორ ჯარისკაცს აზრად მოუვიდა მოეძებნა ეს განძი. შუაღამისას, როცა მათ ნაწილს ეძინა, ისინი განძის საძებნელად გაიპარნენ. სულ მალე მთელი გარნოზონი შეძრა არააამქვეყნიურმა ყვირილმა. განძის საძებნელად წასული ერთი ჯარისკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ხოლო მეორე შიშისაგან აკანკალებული და სულ მთლად გათეთრებული. მან მეგობრებს უამბო, რომ იპოვეს რაღაც ყუთი, რომლის გახსნისას იქედან საშინელი ურჩხული ამოძვრა, რომელსაც შავი კანი, კუდი, რქები და ფრთები ჰქონდა.



3. ნაპოლეონის განძი


image

ცდილობდნენ რა კუტუზოვის დევნისაგან თავის დაღწევას, ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცები იძულებული გახდნენ მოსკოვის გაძარცვის დროს წაღებული დიდძალი განძი საგულდაგულოდ გადაემალათ. ეს იყო რამოდენიმე აღალი, დატვირთული ოქროთი, ძვირფასი ნივთებით და უძველესი იარაღით. გადმოცემის მიხედვით, აქ იყო 18 ფუთი (1 ფუთი=16 კილოგრამს) ოქრო, 325 ფუთი ვერცხლი და ურიცხვი ძვირფასულობა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ განძი მდინარე ბერეზინის ფსკერზეა დაფლული, თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. ერთ-ერთის მიხედვით განძის ადგილსამყოფელი სემლოვის ტბის (მინსკი, ბელორუსია)ფსკერია.


4. ლიმას განძეული


image

1820 წელს ქალაქ ლიმას მცხოვრებლები აჯნყდნენ ესპანელი დამპყრობლების წინაააღმდეგ. ესპანელებს შეეშინდთ, რომ იმ სიმდიდრეს, რაც აქ წლების განმავლობაში დაგროვეს, დაკარგავდნენ, ამიტომ მთელი განძი გემზე აზიდეს და კაპიტან ტორესის მეთაურობით სამშობლოში გაგზავნეს. როგორც ჩანს, ტომასი არც თუ ისე პატიოსანი კაცი იყო: მან მთელი ეკიპაჟი ამოხოცა, მარტოდმარტო წაიყვანა გემი და მთელი სიმდიდრე ქოქოსის კუნძულზე დამალა, რაც მხოლოს სიკვდილის წინ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლეგენდა ძალიან პოპულარულია, განძი დღემდე ვერ იპოვეს. როგორც ჩანს, გაიძვერა ტომასმა სიკვდილის წინაც კი არ გათქვა ლეგენდარული განძეულის დამალვის ადგილი.


5. ბათო ყაენის ოქროს ცხენები


image

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ამ ისტორიის შესახებ: ბათო ყაენმა ბრძანება გასცა გაეკეთებინათ ორი ერთნაირი ოქროს ცხენი ნატურალურ ზომებში. ცხენები ყაენის სამეფოს დედაქალაქის შესასვლელ კარიბჭეს ამშვენებდნენ. შემდეგ ცხენები რამდენჯერმე გადააადგილეს, ბოლოს კი საერთოდ გაქრნენ მამაისთან ერთად, რომელმაც კულიკოვოს ბრძოლა წააგო. ამ ცხენების შეახებ უამრავი ლეგენდა დადის, მათგან ყველაზე რეალურად ითვლება ის, რომ ცხენები ვოლგოგრადის ოქლში, მამაის ყორღანის ქვეშ ინახება, თუმცა მათი პოვნა დღმდე ვერავინ შეძლო.


6. ლუფტჰანზას (Lufthansa) ძარცვა


image

ყველა თქვენგანი, ვისაც ფილმი "კარგი ბიჭები" (Goodfellas, 1990) უნახავს, იცნობს ლუფტჰანზას ისტორიას, რომელიც ითვლება ფულის ყველაზე დიდ გატაცებად აშშ-ის ისტორიაში. ძარცვა მოხდა 1978 წლის 11 დეკემბერს ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში. მოპარული იქნა 5 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და დაახლოებით 850 ათასამდე დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა. დღევანდელ კურსზე გაანგარიშებით ეს დაახლოებით 20 მილიონ დოლარს უდრის. ძარცვა ჩაიდინა განგსტერების ჯგუფმა ჰენრი ჰილის მეთაურობით. ნაძარცვი თანხა და ძვირფასეულობა დღემდე არაა ნაპოვნი.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ განძის პოვნა, არის ძალადობრივი სიკვდილი ძარცვაში მონაწილეებისა. თითქმის ყველა მათგანი დახვრეტილი იქნა აყვანის დროს.


7. ქარვის ოთახი


image

1933-1945 წლების განმავლობაში ნაცისტებმა მოიპარეს ევროპული კულტურის ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშების მეხუთედი ნაწილი. უკანასკნელი მონაცემებით, ნაპოვნი არაა დაახლოებით 100 000 უძვირფასესი ხელოვნების საგანი. ნაცისტებს დაპყრობილი ქვეყნებიდან გაჰქონდათ ხელოვნების ნაწარმოებები, რათა გაემდიდრებინათ თავიანთი მუზეუმები და საკუთარი კოლექციები. ისინი ძარცვავდნენ მდიდარი ებრაელების სახლებს, შემდეგ კი მათ პატრონებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.

ცნობილი "ქარვის ოთახი", რომელიც ეკატერინეს სასახლის ერთ-ერთ დარბაზში მდებარეობდა და შექმნილი იყო მაღალი ხარისხის ქარვის, ალმასების, ზურმუხტების, ნეფრიტის, ონიქსისა და ძოწისაგან, ერთ-ერთია ომის წლებში გამქრალი ხელოვნების ნიმუშებიდან. გერმანელებმა ოთახი დაშალეს და საგანძური გადაიტანეს კალინინგრადის სასახლეში, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში ინახებოდა.
1945 წლის იანვარში ბრიტანეთის ავიაციის გამუდმებული დაბომბვების გამო ფაშისტები იძულებული გახდნენ კვლავ დაეშალათ "ქარვის ოთახი" და გადაეტანათ უსაფრთხო ადგილას, თუ სად - ეს არავინ იცის. "ქარვის ოთახის" ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია.


8. ტამპლიერების ორდენის განძი


image

უკანასკნელ ხანებში ტამპლიერების ორდენი და მათი საგანძური ჰოლივუდური ფილმების ერთ-ერთი პოპულარული სიუჟეტი გახდა. ეს არის ყველაზე იდუმალი და ცნობილი განძი ისტორიაში. ტამპლიერების ორდენი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1114 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე მან არნახული განძი დააგროვა.

მე-14 საუკუნის დასაწყისში ტამპლიერები დააპატიმრეს. მათ, ვინც დაპატიმრებასა და წამებას გადაურჩნენ, შეაგროვეს ორდენის კუთვნილი განძი, დატვირთეს ხომალდზე და გზას გაუყენეს უცნობი მიმართულებით.

ლეგენდის მიხედვით, ხომალდი ახალ შოტლანდიაში (კანადა) გაემგზავრა. დღემდე დადის ლეგენდები ფულით სავსე უზარაზარ სარდაფზე, რომელიც ოუკის კუნძულზე მდებარეობს. ამ კუნძულზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ ამ ძებნას შედეგი არ მოჰყოლია.


9. ლეონ ტრაბუკოს ოქრო


image

1930-იანი წლების დასაწყისში მექსიკელმა მილიონერმა ლეონ ტრაბუკომ რამდენიმე საიდუმლო გაფრენა განახორციელა ნიუ-მექსიკოს უდაბნოში. ამ პერიოდში აშშ-ში დიდი დეპრესიის პერიოდი იდგა და დოლარის ღირებულება დღითიდღე ეცემოდა, ხოლო ოქროსი კი პირიქით-იმატებდა. ტრაბუკომ და მისმა პარტნიორებმა შეიძინეს იმდენი ოქრო, რამდენიც შეძლეს, კონტრაბანდის სახით გადაიტანეს ის აშშ-ში და დაიწყეს ლოდინი, რომ ოქროს ფასი კატასტროფულად ავარდნილიყო და მათ განუსაზღვრელდ დიდი მოგება მიეღოთ. ამბობენ, რომ მათ შეაგროვეს 16 ტონაზე მეტი ოქრო და დამალეს ნიუ-მექსიკოს უდაბნოში. იმის ნაცვლად, რომ მომენტით ესარგებლათ და ეს ოქრო საკმაოდ სარფიანად გაეყიდათ, ტრაბუკო და მის ამფსონები მოთმინებით ელოდებოდნენ, როდის მიაღწევდა მისი ფასი კულმინაციურ ნიშნულს, თუმცა რაოდენ დიდი იყო მათი სასოწარკვეთილება, როცა აშშ-ში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითც ოქროს კერძო მფლობელობაში ქონა არალეგალურად ითვლებოდა და კანონით ისჯებოდა. ტრაბუკო და მისი მეგობრები გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ამბობდნენ, რომ ამ ოქროს, ისვე როგორც ბევრ განძს, თან სდევდა წყევლა. მართლაც 5 წლის განმავლობაში ტრაბუკოს ყველა, ოთხივე კომპანიონი დაიღუპა, ხოლო როცა თავად ტრაბუკოც მოკვდა, მასთან ერთად მოკვდა ოქროს ადგილსამყოფელის საიდუმლო.


10. შავწვერას განძის საიდუმლო


image

1996 წელს არქეოლოგებმა ჩრდილოეთ კაროლინის ნაპირებთან იპოვეს ძველი, ჩაძირული ხომალდის ნარჩენები. ხომალდის ნაშთების პოვნა დიდ საოცრებას არ წარმოადგენს, მაგრამ ამ აღმოჩენამ არქეოლოგების დაინტერესება იმით გამოიწვია, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო განძის პოვნის ისტორიაში ყველაზე განსაცვიფრებელი აღმოჩენა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო სახელგანთქმული ხომალდი «Queen Anne’s Revenge ანუ ფლაგმანი ხომალდი ცნობილი მეკობრისა, მეტსახელად ''შავწვერა'', რომელმაც სახელი და დიდება კარგი საქმეებით როდი მოიპოვა. ცნობილია, რომ 1718 წელს ამ გემმა გადაკეტა ჩარლსტონის პორტი და მის სიახლოვეს მეჩეჩზე შეჯდა.

მაინც რაშია საქმე, რით იყო ეს აღმოჩენა განსაკუთრებული?-საქმე იმაშია, რომ შავწვერა საკმაოდ წარმატებული და მდიდარი მეკობრე გახლდათ და მისი ყველაზე დიდი და ცნობილი ხომალდის პოვნა მეტყველებს იმაზე, რომ მისი განძეულიც სადღაც ახლოსაა დაფლული. ამ განძის ღირებულებაზე კი ათეულობით ლეგენდა დადიოდა. გადმოცემით, როცა ''შავწვერას'' ჰკითხეს სიკვდილის წინ, თუ სად იყო მისი განძი დამალული, მან უპასუხა: ''ეს მხოლოდ მე და ეშმაკმა ვიცით".


ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი განძი, რომელიც თავის აღმომჩენებს ელოდება. იქნებ ზოგიერთი თქვენგანიც დაინტერესდეს ჩამოთვლილი ადგილებით და მათ მოძებნას მიჰყოს ხელი. ვინ იცის, იქნებ გაგიმართლოთ და ფორტუნა თქვენს სასარგებლოდ დატრიალდეს? მით უმეტეს, ახლა ზაფხულია, საუკეთესო დრო ლაშქრობების მოსაწყობად და თავგადასავლების საძიებლად. წარმატებები მისურვებია თქვენთვის, ჩემო მკითხველებო.

10
1628
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1628
  
2022, 27 თებერვალი, 22:20
უი, ხო, კიდევ ლიმას განძიც იპოვეს ამ სტატიის დაბეჭდვამდე.
2022, 27 თებერვალი, 22:17
და ეს სტატია 2016 წელსაა გაკეთებული, როცა უკვე კიდის განძი იპოვეს, ანუ შეიძლება სხვა ისტორიებიც შეცდომა იყოს თუ ერთი ისტორიაა აქ შეცდომით დაწერილი
2022, 27 თებერვალი, 22:14
კაპიტანი უილიამ კიდის გემის ნამსხვერები და განძი მადაგასკარის კუნძულებთან იპოვეს 2015 წელს
2016, 6 აგვისტო, 16:29
ყველა ქვეყანაშია კანონი, რომლის მიხედვითაც განძის მპოვნელს სახელმწიფოსაგან გარკვეული % ეკუთვნის ნაპოვნის ღირებულების..აბა ქარვის ოთახი სახლში რად გინდა, მუზეუმში უნდა იყოს, რა თქმა უნდა:)
2016, 6 აგვისტო, 16:26
ეხლა რომ ეს განძი, ვინმე ღარიბმა იპოვოს, ხომ აშენდა? მაგრამ შეიძლება მთავრობამ წართვას და მუზეუმში დადოს
2016, 6 აგვისტო, 16:25
ჰო, მეც მაგას ვამბობ,
2016, 6 აგვისტო, 16:25
მეკობრეები, როგორც წესი, ცოლ-შვილს არ იჩენდნენ,,,,ისე, თურმე სიმდიდრემ სიხარბე იცის, მაგრამ მე ვერ გამიგია, მიწაში რატომ უნდა დამარხო, გაჭირვებულებს მაინც დაეხმარე.
2016, 6 აგვისტო, 16:22
ისე ეგეც მართალია, იმ ხალხსაც ვინ დამარხა ეს განძი, ან ძმები არა ყავდათ, ან ძმისშვილები, ან დები, ან შვილები, ან ვინმე ახლობელი, ეთქვათ ვინმესთვის და ის მოიხმარდა მაინც, აბა ოხრად რომ დევს ისაა კაი? :D
2016, 6 აგვისტო, 16:20
ჩუმად უნდა დაითრიო და ვერავინ გაიგებს :დ
2016, 6 აგვისტო, 16:19
კაი სტატიაა, მაგრამ ჩვენ განძს ვინ გვაღირსებს? რომ ვიპოვოთ ეგრევე ჩამოგვართმევენ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10