x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სასაცილო დიალოგი პილოტებს და ავიადისპეტჩერებს შორის
imageავიადისპეტჩერის და პილოტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა, რომელიც მუდმივ კონცეტრაციას და პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა ამასთან ერთად ისინი არასდროს კარგავენ იუმორის გრძნობას.


გთავაზობთ რამდენიმე მხიარულ დიალოგს პილოტებს და დისპეტჩერებს შორის.




image



1)დისპეტჩერი:TWA 2341, ხმაურის აცილების მიზნით მარჯვნივ მოუხვიეთ 45 გრადუსით.


პილოტი:ცენტრი, ვიმყოფებით 3500 ფუტის სიმაღლეზე, რა ხმაურზეა ლაპარაკი?



დისპეტჩერი:სერ, ოდესმე გაგიგიათ როგორი ხმაურიანი შეიძლება იყოს თუ 747 -ი 727-ს შეეჯახება?



2)DC-10-მა აეროპორტზე დაშვებისას ვერ შეძლო სათანადოდ დამუხრუჭება, რის გამოც ასაფრენი ზოლის საბოლოოდ გაჩერების წერტილს საკმაოდ გასცდა.


დისპეტჩერი:სცადე და უცებ მოუხვიე ასაფრენ-დასაფრები ზოლის ბოლოში, თუ არ გამოგივიდა გადი 101-ე გზატკეცილზე, შუქნიშანთან მარჯვნივ შემოუხვიე და მერე დაბრუნდი აეროპორტში"




3)Pan Am 727 პილოტს, რომელიც მიუნხენში გაფრენის ნებართვას ელოდება ესმის შემდეგი დიალოგი:


Lufthansa(გერმანულად):"მიწა, როდის მოგვცემთ აფრენის ნებართვას, დრო მითხარით."


დისპეტჩერი:თუ გინდა რომ პასუხი მოისმინო ინგლისურად დამელეპარაკე.


Lufthansa:მე ვარ გერმანელი, გერმანულ თვითმფრინავში და მივფრინავ გერმანიაში, რატომ უნდა დაგელაპარაკო ინგლისურად?


პასუხი იქვე მდგომი სხვა თვითმფრინავიდან:"იმიტომ რომ ომი წააგეთ".



3)ლონდონის აეროპორტში აფრენის წინ US Air -სი ეკიპაჟს შეეშალა ზოლი და United 727 ზედ მიადგა.


გაკაპასებულმა ქალმა დისპეტჩერმა წივილი-კივილით აიკლო ეკიპაჟი:"US Air 2771 ეშმაკმა დალახვროს საით წახვედით?მე ხომ გითხარით მოუხვიეთ მარჯვნივ Charlie ზოლზე მეთქი?! თქვენ კიდევ მოუხვიეთ მარჯვნივ Delta-ზე, როგორც ვხედავ ვერ არჩევთ რომელია C და D!"


ქალი განაგრძობდა ისტერიულ ყვირილს:"ყველაფერი გააფუჭეთ!რამდენი დრო მინდა, რომ ეს შეცდომა გამოვაწორო! იდექით ადგილზე, არ გაინძრეთ სანამ მე არ გეტყვით! ელოდეთ ინსტრუქციას ნახევარი საათის განმავლობაში!მინდა გააკეთოთ ისე, როგორ მე მინდა და მსურს! გასაგებია US Air 2771?"


"დიახ მემ"-უპასუხა დაბალი ხმით შეცბუნებულმა პილოტმა.


სრული სიჩუმე ჩამოვარდა, აღარავის უნდოდა ისედაც გაკაპასებული ქალის სიანჩხლის ხელმეორედ მოსმენა.ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი.


უცებ ერთ-ერთი თვითმფრინავიდან ისმის ხმა:"შემთხვევით შენ ჩემი ყოფილი ცოლი ხომ არ ხარ?"


image

4)Speedbird 206:ფრანკფურტი Speedbird 206 დაიძრა ასაფრენი ზოლისკენ.


დისპეტჩერი:იმოძრავეთ Alfa-1-7 ის გასასვლელელისკენ.


ბოინგ 747 ზოლისკენ დაიძრა, თუმცა შეჩერდა.


დისპეტჩერი:Speedbird, იცით საით უნდა გახვიდეთ?


Speedbird 206:მიწა, კავშირზე იყავით ვეძებ გასასვლელს.


დისპეტჩერი(გაღეზიანებული ხმით):Speedbird 206, თქვენ არასდროს ყოფილხართ ადრე ფრანკფურტში?


Speedbird 206:" კი ვიყავი ორჯერ, 1944 წელს. ბნელოდა და ძირს არ დავშვებულვარ".




5)შენიშვნა:ეშელონი არის სიმაღლის ნიშნული.მაგალითად:ერთი ეშელონი=100 ფუტს.100 ეშელონი=10000 ფუტს.


Cessna 152: ეშელონი 3700-ია.


დისპეტჩერი:გასაგებია, მაშინ დაუკავშირდით ფრენების მართვის კოსმოსურ ცენტრს.



6)პილოტი: დილა მშვიდობისა ფრანკფურტი. KLM242 ელოდება გაფრენის ნებართვას.



დისპეტჩერი:KLM242 ელოდეთ გაფრენის ნებართვას ორი საათის შემდეგ.


პილოტი:გთხოვთ დამიდასტუროთ ორი საათია შეფერხება?


დისპეტჩერი: გიდასტურებთ.


პილოტი:მაშინ გააუქმეთ "დილა მშვიდობისა".






0
1988
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1988
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0