x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ბულინგი


imageდღესდღეობით ბულინგის შემდეგი განმარტებაა მიღებული-ბულინგი
ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუცლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში. ბულინგს შეიძლება
შევხვდეთ ყოველდღიურად იქნება ეს სამსახური, ოჯახი თუ სკოლა და შეიძლება გავხვდეთ როგორც მსხვერპლი, ასევე მოძალადე.
ბულინგი შეიძლება გამოვლინდეს 2 გზით: ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ჩაგვრით.

ფსიქოლოგიურ ბულინგად შეიძლება ჩავთვალოთ-დაცინვა, აბუჩად აგდება, ნივთების წართმევა, გამოძალვა და ა.შ.

ფიზიკური ბულინგი ესაა ცემა, წამორტყმა, ხელის კვრა და
ა.შ.
ბულინგი ძირითადად სკოლებისთვისაა დამახასიათებელი.მსხვერპლი კი შეიძლება ნებისმიერი ბავშვი გახდეს.განსაკუთრებით ისინი, ვინც განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან ფიზიკური თუ ფსიქიკური მახასიათბელებით.


ბულინგის მსხვერპლის მახასიათებლებია:

1.აქვთ დაბალი თვითშეფასება;

2.ახასიათებთ მაღალი შფოთვა;

3.არიან მორიდებულები, ჩაკეტილები და მგრძნობიარენი;

4.მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და ხშირად ფიქრობენ
თვითმკვლელობაზე;

5.არ ყავთ ახლო მეგობარი და უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან;

6.თუ მსხვერპლი ბიჭია, ის თავის თანატოლებთან შედარებით
ფიზიკურად სუსტია.


რაც შეეხება მოძალადის მახასიათებლებს:

1.აქვთ სხვებზე ძალადობის მოთხოვნილება;

2.არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან;

3.ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების
მიმართ;

4.მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას;

5.თუ მოძალადე ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით
ფიზიკურად ძლიერია.

საყურადღებოა ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს ბულინგს:

1.ბულინგის მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში
ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისგან და განიცდიდეს შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად
ან დათრგუნულად გრძნობდეს.

2.ზოგჯერ ბულინგი სერიოზული ფიზიკური ტრამვებით ან ლეტალურადაც
მთავრდება;

3.ბულინგის ინიციატორი ბავშვები თავინთი აგრესიულობის
დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას
ირჩევენ;

4.ტრავმას იღებენ ის ბავშვებიც, რომლებიც არ არიან უშუალო
მსხვერპლნი, თუმცა არიან მოწმეები.


5.ბულინგში ჩართული ბავშები ხშირად აგრესიის გამოვლენის
კრიმინალურ ფორმებს მიმართავენ.


6.ბულინგმა ბავშვი შესაძლოა სუიციდამდე მიიყვანოს.


ჩვენ უნდა გავიაზროთ ის მძიმე შედეგები, რომელიც მოყვება
ბულინგს.საჭიროა გავითვალისწინოთ რჩევები, რომელიც დაგვეხხმარება ვაკონტროლოთ და ვმართოთ
სიტუაცია იქ, სადაც ბულინგის ნიშნებია.ეს რჩევებია:

- შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მართეთ სიტუაცია.

- სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის (მობინგის) შესახებ.

- მიიღეთ ზომები, რაც შეიძლება სწრფად.

- მხარი დაუჭირეთ ძალადობის მსხვერპლს, რათა მან თავი არ იგრძნოს არაადექვატურად.

- შესთავაზეთ ძალადობის მსხვერპლს კონკრეტული დახმარება, რჩევა.

- მოიქეცით ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა არ მოგწონთ.

-შეეცადეთ დაანახოთ მოძალადეს მსხვერპლის შეხედულება.

- მოძალადის მიმართ გამოიყენეთ სანქციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ
მიაყენოთ ზიანი მსხვერპლს.

- მკაფიოდ და ნათლად აუხსენით მოძალადეს რისთვის და როგორ ისჯება.

- გააგებინეთ ბავშვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა ვისზეა ის მიმართული.

- დააწესეთ კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.

- ასწავლეთ ბავშვებს პრობლემის არა ძალადობრივი გზით გადაჭრის ხერხები.

- აჩვენეთ პოზიტიური ქცევის მაგალითები. თქვენს ქცევაზე დაკვირვებით ბავშვი სხვა ადამიანებისადმი კელიგანწყობილ დამოკიდებულებას, პატივისცემას ისწავლის.

- გააძლიერეთ კონტროლი. იყავით ბავშვთან ახლოს როცა ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, კლასგარეშე საქმიანობაში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული გზით დახარჯვას
და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.

- რთულ შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს.


ამ და სხვა რჩვების გათვალისწინების შემთხვევაში, სავარაუდოა რომ შევამცირებთ ან აღვკვეთავთ ბულინგის გამოვლენის ალბათობას.


1
180
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
180
  
2016, 4 აგვისტო, 20:32
ბრწყინვალე სტატიაა!
0 1 1