x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დიახ მე ვეჩხუბე რომის პაპს"- ეს დიეგო მარადონას სიტყვებია მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან

image ცნობილი ფაქტია, რომ დიეგო მარადონა პირდაპირობით და ფიცხი ხასიათით გამოირჩევა. ამის თაობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და არც იმ მომენტ ივიწყებს, ვატიკანში რომის პაპთან მიღების მერე თუ როგორ ეჩხუბა რომის პაპს და მისეული პირდაპირობით თუ როგორ "მიახალა", რომ მისი ქადაგება და მისი მოქმედება ერთმანეთს რომ არ ემთხვევა.
გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის–დიეგო მარადონას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნიდან ნაწყვეტს:
გთავაზობთ ერთ-ერთ ნაწყვეტს, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი რომის პაპზე, პოლიტიკოსებზე და მათ მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ძალიან საინტერესოდ წერს:
“ამბობენ, რომ მე ყველაფრის შესახებ საჯაროდ ვლაპარაკობ ხოლმე და ეს სრული სიმართლეა. ამბობენ, რომ მე ვეკამათე რომის პაპს და მართლებიც არიან.
მე ხომ იმათ ნაცვლად ვლაპარაკობ, ვისაც ლაპარაკს არ აცლიან და მე იმათ სათქმელსაც ვამბობ, ვისაც მთელი თავისი დედამოტყნული ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც არ ექნება იმის საშუალება რომ ხმამაღლა მიმართოს მთელ მსოფლიოს...

დიახ, მე ვეჩხუბე რომის პაპს და და ვეჩხუბე იმიტომ რომ საკუთარი თვალით ვნახე ვატიკანში ოქროს ჭერი და იმ დღეს მოვისმინე მისი სიტყვები რომ ეკლესიამ უნდა იზრუნოს ღარიბ ბავშვებზე.

თუ მართლა ღარიბებზე ფიქრობ და არა ოქროზე, მაშინ გაყიდე ის ჭერი და მართლა რამე გააკეთე ღარიბებისთვის.

რომის პაპმა კი ვატიკანში მხოლოდ იმიტომ მიმიწვია რომ მე ცნობილი ადამიანი ვარ.
დიდი იმედგაცრუება იყო.
სხვებთანაც მიჩხუბია, ძალიან ბევრ ხალხთან, ვინც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს და მაგრა მათ მიმართ პირადი წყენა არ გამაჩნია. მე შემიძლია მხოლოდ ის პოლიტიკოსები მძულდეს, რომლებიც ხალხს ჯიბეში ხელს უყოფენ და მათ ძარცვავენ.
მძულს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ადამიანების მოკვლა მთავრობის დავალებით და მძულს ყველანაირი მთავრობა, რომელიც თვითონ მაძღარია და მშიერი ხალხი კი ფეხებზე ჰკიდია...''
წყარო–წიგნიდან : “მე ვარ დიეგო'' დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი.

4
388
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
2016, 8 აგვისტო, 23:06
გაიხარეთ
2016, 8 აგვისტო, 22:57
არაფრის, კარგი სტატიაა.
2016, 8 აგვისტო, 22:49
Magnetic–მადლობა
2016, 5 აგვისტო, 9:16
ა კაცი
0 1 4