x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ფილიპინებში ახალი პრეზიდენტის მოწოდებით ნარკომოვაჭრეებს კლავენ
imageფილიპინების ახალმა პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სამართალდამცავებს მოუწონდა სასტიკად ებრძოლონ ნარკომოვაჭრეებს, თუმცა პოლიცია ისეთი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში 704 ნარკომოვაჭრე მოკლა.


პოლიციის რეიდებს მარტო ნარკოდილერები არ შეეწირნენ, მათ შორის ნარკოტიკის მომხარებლებიც არიან.ნარკომოვაჭრეებს პოლიციელები ყოველგვარი გასამართლების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში ხოცავენ, ზოგჯერ საკუთარი ცოლების და შვილების თვალწინ.სამართალდმაცავები მარტივად იმართლებენ თავს:"წინააღმდეგობა გაგვიწია დაკავების დროს".

image



ფილიპინებში ყველა არ არის კმაყოფილი პრეზიდენტის ბრძოლის ასეთი მეთოდებით.ადგილობრივმა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს თხოვნით გაეროს, რომ განიხილოს ეს საკითხი.



უფლებადმაცველებმა 300 ჰუმანიტარული ჯგუფიდან, რომელთა შორისაც არის "Human Rights Watch", "Stop Aids" და საერთაშოროსო ალიანსი, ხელი მოაწერეს წერილს, რომელიც გაეროს დანაშაულის და ნარკოტიკების სამმართველოს(UNODC)და ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციას(INCB) დაეგზავნა მოწოდებით დაჰგმონ და განსაჯონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.


"ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს სახალხოდ დაჰგმონ ის სიმხეცე, რაც ფილიპინებში ხდება.ეს უაზრო მკვლელობები არ შეიძლება გამართლებული იყოს იმით, რომ თითქოს ეს ოპერაცია მიმართულია ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით."

image



0
141
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0