x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საოცარი ისტორია გოგონასი, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი გულშემატკივრობდა
image

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა პატარა ლიტველი გოგონას-რასიტას ბედი, 1983 წლის ივნისის ერთ საღამოს რომ მისი ცხოვრება თავდაყირა არ გადაეტრიალებინა...


image


იმ საბედისწერო 17 ივნისის საღამოს რასა თავის ტყუპისცალ აუშარასთან ერთად სათამაშოდ გავიდა მინდორში. გოგონები ხორბლის ყანაში დარბოდნენ, იქვე ახლოს მათი მამა კომბაინით მუშაობდა. ღამის ბინდის ფონზე (თუ ზედმეტი სასმელის დალევის გამო) მამამ ვერ შეამჩნია მინდორში მოთამაშე ბავშვები და რასას გადაუარა.. გოგონას ორივე ფეხები კოჭებში გადაეჭრა. ღამის მოახლოება და სოფელში ტელეფონის არარსებობა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ გოგონას ვერაფერი გადაარჩენდა: თუ ტრავმული შოკი არა, სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა გააკეთებდა თავის საქმეს. პატარას დასახმარებლად პირველი უახლოეს დაბაში არსებული საავადმყოფოს ექიმი რაიმუნდას აკაუსკასი მოვიდა. მას ბავშვი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ექიმი სასწრაფოდ დაუკავშირდა კოლეგებს მოსკოვში და აცნობა მდგომარეობის სიმძიმე.


12 საათის შემდეგ ლიტვის კოლმეურნეობა ''ვადაქტაის'' ტრაქტორისტის პატარა გოგონა რასა მოსკოვის საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე იწვა. Ту-1340-ისათვის, რომელიც განგაშის სიგნალით აიჭრა ცაში ლიტვის პატარა ქალაქიდან, მთელი საჰაერო დერეფანი გაასუფთავეს, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩაეყვანა რასიტა მოსკოვში. დისპეტჩერებმა იცოდნენ-ცარიელ სალონში პატარა, ფეხებმოჭრილი გოგონა იწვა.

რასა მთელი გზა გრძნობადაკარგული იყო. პატარა ფეხები გვერდით სავარძელში ეწყო, გახვეული გაყინულ თევზში. როგორც იქნა, ილუმუნატირებში მოსკოვური განთიადი გამოჩნდა, ხოლო დასაფრენ ზოლთან-სირენებ და ძრავა ჩართული ''სასწრაფო დახმარების" მანქანა.

ბავშვთა საავადმყოფოს მისაღებში კი პირდაპირ საწოლიდან წამომხტარი ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი ელოდება სასწრაფო რეისს ლიტვიდან. ხელმძღვანელობა არ დაეთანხმა - ასეთი ოპერაცია ჯერ არავის გაუკეთებია. " რამე ცუდი რომ მოხდეს, არ მაცოცხლებენ'', - იხსენებდა შემდეგ დათიაშვილი, - ტრაგედიიდან ხომ უკვე 12 საათი გავიდა.


როგორც იქნა, საკაცით შემოიტანეს საოპერაციოში ნამცეცა სხეული. "ფეხები, ფეხები სადაა?"-ყვირის ქირურგი. ფეხები გაყინულია, მათი ხელში აღებისთანავე ძირს გაყინული თევზი ვარდება...


ეს იყო სსრკ–ის მედიცინის ისტორიაში რეპლანტაციის -კიდურების მიკერების პირველი ოპერაცია. ოპერაციისათვის დამხმარეს დათიაშვილი მთელ მოსკოვში ეძებდა. როგორც იქნა მოძებნა მან ბავშვთა ანესთეზიოლოგი, რომელიც ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმდებოდა და ძლივს დაიყოლია ფილატოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მისთვის საოპერაციო დაეთმო. ანესთეზიოლოგმა რასას ნარკოზი გაუკეთა, რომლის შემდეგაც დათიაშვილი სასწრაფოდ შეუდგა ოპერაციას.


"ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩატარდა: ერთიმეორის მიყოლებით ვაკერებდი ერთმანეთს თითოეულ ძარღვს, თითოეულ მყესს, არტერიებს, ნერვებს, კუნთებს", -იხსენებდა ქირურგი.

ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება, მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას-კიდევ ერთი მყესი, ნერვი და... ოპერაციაც დასრულდა. ცხრასაათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ გაიმარჯვა.


image

უფსკრული უკან იყო დარჩენილი.. როცა რასას პირველი გადახვევა გაუკეთეს, მთელი საავადმყოფო მოვიდა მის სანახავად - ეს ყველაფერი ხომ ზღაპარს ჰგავდა. როგორც რასა შემდგომში ყვებოდა, მას არც ტრაგედია ახსოვდა და არც ის, თუ როგორ გადააფრინეს მოსკოვში და გაუკეთეს ოპერაცია. ის მხოლოდ მეორე დღეს მოვიდა გონს. სიარული რასამ შემოდგომაზე დაიწყო. როცა გოგონამ პირველი ნაბიჯი გადადგა, მისი ქირურგი სიხარულისაგან ატირდა.

რეაბილიტაცაში რასას ექიმი-ფიზიოთერაპევტი ტატიანა გუნაევა ეხმარებოდა. ის თავიდან ასწავლიდა გოგონას ფეხის ადგმას. გამოჯანმრთელებული ბავშვი თავის სოფელში დაბრუნდა. მთელი საბჭოთა კავშირის გაზეთები წერდა ამ საოცარი შემთხვევის შესახებ. ყველა ადამიანი მხარს უჭერდა რასას, ამხნევებდა და საჩუქრებს უგზავნიდა მას, ხოლო მის გადამრჩენელ ქირურგს ათასობით მადლობის წერილი მოსდიოდა.


image


რასამ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო აკადემია დაამთავრა. ამჟამად ის ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, ქალქ ტროისფორდში. გოგონა სამუდამოდ მადლიერია იმ ადამიანისა, ვინც მას მეორე სიცოცხლე აჩუქა და მთელი ცხოვრება ინვალიდობისაგან იხსნა.

ქირურგი რამაზ დათიაშვილი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში. მას მუდმივი მიმოწერა აქვს რასასთან, მათ ყოველ შეხვედრას სიხარულის და მადლიერების ცრემლები ახლავს თან.


image


პ.ს ბევრ თქვენგანს ახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა მაშინ რასას მთელი ქვეყანა. გოგონა ლიტველი იყო, მას ოპერაცია მოსკოვში გაუკეთეს, ქირურგი ქართველი ებრაელი გახლდათ... მაშინ ხომ არავის აზრად არ მოსდიოდა ეროვნებაზე ეფიქრა. საბჭოთა ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომელმაც პატარა გოგონას სიცოცხლე იხსნა, გახდა სიმბოლო საბჭოთა ხალხის ერთიანობისა.


ბოლოს კი გთავაზოთ ნაწყვეტებს 90-იან წლებში ეთერში გასული გადაცემიდან, რომელიც ამ საოცარ ისტორიას მიეძღვნა.


0
875
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0