x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ... ღმერთო, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი!"-მაია ნიკოლეიშვილი C ჰეპატიტისგან განიკურნა.

image
როგორც მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება და დაავადებულთათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა კი, არსებობს უკვე C ჰეპატიტის განკურნების პროგრამა, რაც ითვალისწინებს დაავადების გამოვლენას და უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით ამ ვირუსით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას. ამ მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რომ ისარგებლოს. უამრავმა საქართველოს მოქალაქემ პროგრამაში ჩართვის მეშვეობით დაამარცხა C ჰეპატიტი. მათ შორის არის დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც მკურნალობის ერთი თვის თავზე განიკურნა C ჰეპატიტისგან. იგი თავის სიხარულს სოციალურ ქსელში უზიარებს საზოგადოებას, ლოცავს ყოფილ პრემიარ-მინისტრს და მაგნატს ბიძინა ივანიშვილს და მადლობას უხდის ჯანდაცვის მინისტრს და ექიმს, ქალბატონ თამრიკო გეგეშიძეს:


"ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ...
, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და შთამომავლობა!
გახარებული ვარ, უზომოდ გახარებული და მადლობელი: ცე ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს!!! ეს მკურნალობის 1 თვის თავზე!
-ვინ წარმოიდგენს, რა საშინელებაა, როცა ექიმი ხარ, იცი რა ვერაგი დაავადებით ხარ დაავადებული და ისიც იცი, რა საშინელი და მტანჯველია ამ დაავადების ბოლო! ჩემთვის აქამდე არსებული პრეპარატებით მკურნალობა არ შეიძლებოდა და ათი წელია, ველოდი, როდის გამოიგონებდნენ პრეპარატს, რომლითაც ვიმკურნალებდი! ვიმკურნალებდი, თუ შევწვდებოდი ...
-ამიტომ ვლოცავ გულით და სულით ბიძინა ივანიშვილს! ეს მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილებისა! ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ძლიერ სახელმწიფოსაც კი არ აუღია თავის თავზე!
-დალოცე უფალო, სიკეთის მკეთებელი და მისი მონაგარი!
-გმადლობთ, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო!
-გმადლობთ და გაიხარე, თამრიკო გეგეშიძე, ჩემო ჭკვიანო, ლამაზო და მზრუნველო ექიმო!"image


image

5
672
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
672
  
2016, 4 აგვისტო, 18:56
არც მე ვარ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის ლობისტი, რაც შეეხება ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ და სავარაუდოთ მართებულათაც რომ საქართველოში ადამიანებს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებს იმედია დამეთანხმებით ამაში. :D ხოლო რაც შეეხება დაკონკრეტებას ვფიქრობ ეს აბსურდია ვინაიდან იმდენი დაავადება არსებობს და იმდენი პრობლემაა ამ კუთხით რომ ამას დაკონკრეტება არც სჭირდება, არაფერს ვიძახი სოციალურ ანარქიაზე რომელიც ქვეყანაში სუფევს, და თუ თქვენ იტყვით რომ ც ჰეპატიტთან მიმართებაში გატარებული ღონისძიება გადაწონის ნებისმიერ სხვა პრობლემას რომელიც ჯანდაცვის სფეროში ფესვგადგმულია მაშინ დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა რომ თქვენ მოკლებული ხართ ობიექტურად შეფასების უნარს, რაც დიდი იმედი მაქვს ასე არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად დამიკარგავს დრო თქვენთან ჯანსაღ დიალოგში
2016, 4 აგვისტო, 16:56
ოკ.დაგიკონკრეტებთ..
პირადად მე არავინ არ მყავს მთავრობაში,არც ფანი ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის.სრულიად უფასოდ ვარ ჩართული ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში რომელიც დაახლოვებით 80 000$ ღირს.ამის არდანახვა ცოტათი ტეხავს..
2016, 4 აგვისტო, 15:16
მაგას რა მნიშვნელობა აქვს ვერ ვხდები? ჯანმრთელობის პრობლემა ჯანმრთელობის პრობლემაა, უბრალოდ როდესაც ამ ქალბატონის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და სერგეენკოს მიმართ ასეთი სიმპათიები დავინახე გავბრაზდი, პოსტიდან ისე ჩანს თითქოს მთავრობა ზრუნავდეს ჯანდაცვაზე თუმცა რეალურად რომ პრობლემები არსებობს ამას ვერ უარყობ ვერც თქვენ და ვერც ვერავინ, მე ამის თქმა მინდა თქვენი პასუხი ჩემს კომენტარზე კი აბსოლუტურად არალოგიკურად მიმაჩნია
2016, 4 აგვისტო, 10:23
გადაუდებელი ოპერაცია რისი???
აქ ც ჰეპატიტზეა საუბარი რომელიც ყველასათვის უფასოა.
2016, 4 აგვისტო, 0:17
ვულოცავ ქალბატონს, გასაგებია მისი სიხარული მაგრამ ვფიქრობ არ არის მართებული იმის თქმა, რომ ეს მკურნალობა საქართველოს შეეხო. არამც და არამც პირდაპირ გეტყვით და თუ ამ სტატიის ავტორი ამ ქალბატონს იცნობს შეუძლია გადასცეს, დიახ თქვენ ბედნიერი ხართ და ეს კარგია, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ჩემ მეგობარს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და არ გაუკეთეს რადგან საკმარისი თანხა არ ჰქონდა, საბედნიეროდ ფული შევაგროვეთ და ის კარგადაა, მაგრამ მითხარით როგორ შეეხო ეს ყველა მოქალაქეს როგორც ეს ქალბატონი აღნიშნავს თავისს პოსტში. ასე რომ ცოტა ჩვენსკენაც საშუალო ფენის წარმომადგენლებისკენაც გამოიხედეთ არც ჩვენ ვართ ცუდი ხალხი. ჩვენც ვიმსახურებთ მკურნალობას, ასე რომ თამამად ვიტყვი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი ასოცირდება იმ მდიდარ ადამიანთან რომელიც სანათესაოსა და მისი მხურვალე გულშემატკივრების იქეთ არ იყურება. მე მაქვს განსხავებული მოსაზრება მაქვს განსხვავებული ფასეულობები მაგრამ ეს თქვენ არ გაძლევთ უფლებას პრიორიტეტებით სარგებლობდეთ, ყველა თანასწორნი ვართ! ეს იცოდეთ
0 1 5