x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
როგორ შევინახოთ პომიდორი ცოცხლად ზამთრისთვის - გაოცებული დარჩებით!
image

ზამთრისთვის პომიდორის შენახვის ეს ხერხი სულ ახლახანს ინტერნეტში აღმოვაჩინე და გადავწყვიტე მკითხველისთვის გამეზიარებინა. საინტერესო ის არის, რომ ეს არ არის არც დამარინადებული და არც დამწნილებული პომიდორი, არამედ მთელ-მთელად, ცოცხლად შენახული მთელ-მთელი პომიდორი, რომელიც ახალ წლამდეც კი გაძლებს. ამგვარად, საახალწლო სუფრაზე ექნებათ არა სათბურის, უგემური პომიდორი, არამედ ზაფხულში დამწიფებული, ბოსტნის უგემრიელესი პროდუქტი.


შესანახად შეარჩიეთ მაგარი, ხორციანი, საშუალო ზომის პომიდორი, ყველანაირი დაზიანების გარეშე.

image


3 ლიტრიან ქილაში პომიდვრის შესანახად დაგჭირდებათ:


1. 5-6 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი.

2. პომიდორი, რამდენიც ქილაში ჩაეტევა


მომზადება:


გაასტერილეთ ქილები. გარეცხეთ და კარგად გააშრეთ პომიდორი. სუფთა, მშრალი კოვზით მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი ქილის ძირზე. ჩადეთ ერთ ფენად პომიდორი, ისე, რომ ერთმანეთზე ზედმეტად არ დააჭიროთ. ისევ დააყარეთ ფხვნილი. კიდევ მოაწყვეთ პომიდორი და ისევ ფხვნილი დააყარეთ. ასე განაგრძეთ სანამ ქილა ბოლომდე აივსება. თავზე ისევ მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი და დაახურეთ მშრალი, სტერილური თავსახური.


შემდეგ ძალიან ფრთხილად მაგიდაზე გადააგორეთ ქილა, რათა ფხვნილი თანაბრად გადანაწილდეს.

image

ამგვარად მომზადებული პომიდორი შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილზე.

მდოგვში არსებული ეთერზეთები ხელს უშლის ლპობის ბაქტერიების გამრავლებას და საშუალებას აძლევს პომიდორს ცოცხლად დარჩეს დიდი ხნის მანძილზე.


2
16621
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
16621
  
2016, 2 აგვისტო, 12:26
კიი, მეც უნდა ვცადო :)
2016, 2 აგვისტო, 12:24
საინტერესოა.. აბა ვაცდევინებ ჩვენებს....კარგია!
0 1 2