x
image
მანჩო 777
"ბილტმორ თბილისის" საზეიმო გახსნა-გრანდიოზული ფეიერვერკი და ლაზერული შოუ თბილისში

გრანდიოზული ფეიერვერკის და ლაზერული შოუს თანხლებით გუშინ, 31 ივლისის ღამეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ლუქს კლასის ექვსვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გაიხსნა.

image


ყველაზე მაღალი, ყველაზე მდიდრული და პირველი ექვსვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში გახდა უნიკალური ლაზერული შოუს ფონი, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს და არაბეთის ემირატების ისტორიასა და კულტურას. არაბულმა საინვესტიციო კომპანიამ Dhabi Group შენობაში 140 მილიონი დოლარის ექვივალენტი ინვესტიცია ჩადო.

საგანზომილებიან შოუს, რომელიც უკვე აღიარეს კავკასიაში ყველაზე გრანდიოზულად, ხუთიათასამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. არაოფიციალური მონაცემებით, გახსნის ცერემონია ორ მილიონამდე დოლარი დაჯდა. ფეიერვერკის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი ქართველი და უცხოელი (ძირითადად არაბი) შემსრულებლების მონაწილეობით. ლაზერული შოუ და საზეიმო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

image
32-სართულიანი "ბილტმორ თბილისი" Global Hotel Millennium & Copthorne-ის ჯგუფის პირველი სასტუმროა თბილისში.

მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას და ახალი შემინული ცათამბჯენის მშენებლობას.

სასტუმროში სულ 214 ნომერია, სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ სასტუმრო ოთახების რვა ვარიანტი, მათ შორის სამეფო აპარტამენტები და ლუქს ნომრები. უახლოეს ხანებში სასტუმროში გაიხსნება ექვსი სხვადასვა ტიპის რესტორანი, ლანჩ-ბარები, გამაჯანსაღებელი ცენტრი სპორტული დარბაზით, საცურაო აუზითა და საუნით, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები.

სასტუმრის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა Dhabi Group-ის მფლობელი, არაბეთის შეიხი ნახაიან ბენ მუბურაკ ალ ნახაიანი, რომელიც ასევე გახლავთ არაბთა გაერთიანებული ემირატების კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და ზოგადი განვითარების მინისტრი.

image
შეიხს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უკვე 250 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ბალტიმორ-თბილისის მშენებლობა გრანდიოზული, თუმცა არა პირველი ინვესტიციაა Dhabi Group-ისა.
''-ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ქვეყანაში ინვესტიციებისა და ბიზნესის განხორციელებისათვის, "- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



















2
273
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
273
  
2016, 1 აგვისტო, 20:54
ჰო, ჭურში გვძინავს :)
2016, 1 აგვისტო, 20:33
რაღა გვიჭირს აშენებულა ქვეყანა და ვერ გაგვიგია.
0 1 2